და ყოველი შესაწირავი ზეთისაი და ყოველი შესაწირავი ღვინისაი და შესაწირავი იფქლისაი, რაოდენიცა მოსცენ უფალსა, შენ მიგეც იგი. პირველი ნაყოფი ყოველი, რაოდენიცა იყოს ქუეყანასა მათსა, რაოდენი მოართუან უფალსა, შენდა იყოს (12-13). აარონის შვილებს ღმერთისგან მიეცათ პირველნაშობი ადამიანებიც, საქონელიც, ცხვარიცა და თხაც.
(15) ყოველი პირმშოი კაცთაი და ყოველი პირმშოი პირუტყუთა არაწმიდათაი იხსნე. (17) გარნა პირმშოი ზროხათაი და პირმშოი ცხოვართაი და თხათა არა იხსნე.
მღვდლებს ეკუთვნოდათ მათი ხორცი, გარდა ქონისა, რომელიც მიჰქონდათ კეთილსურნელების დასაწვავად.
(26-27) აღიღეთ თქუენცა მისგან შესაწირავი უფლისა ათეული ათეულისაგან... და შეგერაცხოს თქვენ შესაწირავი იგი თქუენი, ვითარცა იფქლი კალოსაგან და ვითარცა შესაწირავი საწნახელისაი. ღმერთმა ლევიტელებს ყველა ქონებიდან და ნაყოფიდან მეათედი მისცა. ერს მიჰქონდა მეათედი ლევიტელებთან, ლევიტელებს აარონთან, აარონს კი - ღმერთთან.
წინა - სარჩევი - შემდეგი