მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



რიცხვთა


თავი 17


 

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა ისრალისათა და მოიღე მათთვის კუერთხები სახლად-სახლად მამათა მათთა(1-2). (5) და იყოს კაცი, რომელი გამოვირჩიო მე, კუერთხი იგი მისი განედლდეს.

მართალია, დრტვინვა მოხდა რუბენისა და ლევის სახლებს შორის, მაგრამ შეკრიბეს და კიდობნის წინ ყველა ტომის კვერთხები დაალაგეს, რათა მერე არ ეთქვათ: რატომ არ აირჩიე რუბენის სახლის კვერთხი, როცა აირჩიე იუდას ან გადის შტოს კვერთხი? ამიტომ მოსე ყველა სახლის კვერთხს ალაგებდა, რათა ყველა დანარჩენის უარყოფის შემდეგ აარონის სახლი მის წინააღმდეგ საერთო აღშფოთებისგან ეხსნა. აარონის კვერთხი, რომელიც ერთადერთი განედლდა ყველა კვერთხს შორის, სულიერი ხედვით გამოხატავს ემანუელის თაყვანსაცემ სხეულს, რომელიც გახდა რა ბუნებით ხრწნადთა ძე, საფლავში უხრწნელად დაჰყო და დაითმინა რა დაუმსახურებელი სასჯელი, თავის თავში გამოავლინა უხრწნელების, უვნებობისა და უკვდავების საიდუმლო. ასევე აარონის კვერთხი, რომელიც ერთადერთი განედლდა, აჩვენებს, რომ ქრისტეს, ხრწნადთა ძის, სხეული ერთადერთი იყო, რომელსაც ხრწნილება არ შეხებია და საფლავში არ დარჩენილა.



წინა - სარჩევი - შემდეგი