|
აღშფოთდნენ (1) კორე, ძე ისსარისი, ძისა კაათისი, ძისა ლევისი, დათან და აბირონ, ძენი ელიაბისნი, და აჯან, ძე ფალეკისი, ძისა რუბენისი, ავნან, ძე ფალეთისი, ძისა რუბენისი. აღშფოთდნენ აარონის წინააღმდეგ იმ განზრახვით, რომ ან მღვდლობა წაერთვათ, ან მასთან ერთად კარავში ემსახურათ. მაგრამ მანამადე, როცა ეგვიპტეში აგურებს ამზადებდნენ, ეს არ მოუნდომებიათ; არც მაშინ, როცა მათ იქ სცემდნენ; არც ცოტა მოგვიანებით მოუთხოვიათ ეს, როცა ზღვა იყო გაპობილი და ებრაელები ხმელეთით გადადიოდნენ, ეგვიპტელები კი წყალში იძირებოდნენ, რადგან სასჯელისა და სამსჯავროს შიში ჰქონდათ. კორე და სხვები, ვინც აარონის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მისი მღვდლობის მიღება მოისურვეს, სულიერი ხედვით იმ მღვდელთმთავრებს წარმოადგენენ, რომლებიც ჩვენი უფლის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ და, მსგავსად იგავში ხსენებული ვენახისა, მისი სამემკვიდრეოს ხელში ჩაგდებას ესწრაფოდნენ. |