მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



რიცხვთა


თავი 15


 

გამოჰყოთ შესაწირავად ზე საყოფელად უფლისა პირველი თბისა თქუენისა (19). ღმერთმა უბრძანა მათ, მოზელილი ცომიდან გადაედოთ ნაწილი და სანამ თვითონ იხმევდნენ პურს, მანამ მიეცათ ის მღვდლისთვის ან გლახაკებისთვის.

(32) პოვეს კაცი, რომელ კრებდა შეშასა დღესა შაბათსა. ის, ვინც შეშას აგროვებდა, ქვებით ჩაქოლეს, რადგან მან ჩაიდინა მსგავსი იმისა, რაც ჩაიდინა სალმონის ძემ, ზამბრიმ. მოსესა და უხუცესთა დასანახად შევიდა იგი მადიამელ ქოზბასთან; ეს კი მთელი ხალხის თვალწინ, რომელიც ამ დროს წესისამებრ ისვენებდა (რადგან შაბათი იყო), გამოვიდა შეშის შესაგროვებლად, რითაც დღის სიწმინდე შეურაცხყო. როცა ამის გამო ბრალი დასდეს, მან თავი გულმავიწყობით გაიმართლა. იქმნედ მათ (38) ფესვი ყურთა ზედა სამოსლისა მათისათა ნათესავთა მათთა. ეს ებრძანა, რათა სამოსლის კიდეებზე გაკეთებულ ფოჩებს, როცა კი შეხედავდნენ, ღვთის რჯული გაეხსენებინათ.



წინა - სარჩევი - შემდეგი