მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



რიცხვთა


თავი 14


 

ჰრქუა მოსე უფალსა: ესმეს სამე ეგვიპტელთა (13) და იტყვიან: (16) ვერ უძლო შეყვანებად უფალმან ერი ესე ქუეყანასა მას, რომლისათვის ეფუცა მათ და ამიტომ დასცნა იგინი უდაბნოსა მას ზედა. ეს ითქვა, რათა გამოჩენილიყო მოსეს სიყვარული არა იმის შიშით, რომ წინამძღოლობას დაკარგავდა. სიყვარულის მიზეზით შუამდგომლობდა მოსე ერისთვის, რადგან მას აღუთქვა უფალმა, რომ, თუკი გადაშენდებოდნენ ებრაელები, ის იქნებიდა წინამძღოლი კიდევ უფრო დიდი ერისა (გამოს. 22:10).

უფალმა თქვა: (28) ვარქუ მათ: (29) უდაბნოსა ამას დაცვივენ ძვალნი თქუენნი. სიკვდილმა განგმირა მსტოვრები სხვებზე ადრე იმის გამო, რომ ხალხს მათთვის ესოდენ სასურველ ქვეყანაში შესასვლელად კარი დაუხშეს ამ მსტოვრებმა, თავიანთი ქმედებით, ჯოჯოხეთის კარი ექვსასი ათასი სულისთვის გააღეს, რომელნიც იქ მათ შემდეგ შთავიდნენ.



წინა - სარჩევი - შემდეგი