მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



რიცხვთა


თავი 13


 

და წარავლინნა მოსემ მზვერავები (4), (3) განიმსჭრვედ ქუეყანა იგი ქანანელთაი, კაცი თითოი ტომისაგან, სახლისაგან მამათა მათთაისა. მათ შორის წარგზავნა მოსემ იესო ნავეს ძეც ეფრემის ტომიდან. მოსე ასე იმიტომ მოიქცა, რომ მსტოვრები დავალებით გამოეცადა, ხოლო ხალხი — იმით, რასაც დაბრუნებული მსტოვრები იტყოდნენ. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ებრაელები გაემხნევებინათ ამ ქვეყნის მცხოვრებლებზე თავიანთი მონაყოლით და გაეხარებინათ ისინი ქანაანის მიწის ნაყოფიერების შესახებ ცნობით, დაბრუნებულმა მზვერავებმა ებრაელთა შეშინება დაიწყეს. მხოლოდ იესო ნავეს ძე და ქალები იეფუნის ძე, იუდას შტოდან, გულს უმხნევებდნენ ხალხს, აქებდნენ მიწას და მის ნაყოფებს. მზვერავები წინასწარმეტყველებსა და მოძღვრებს გამოხატავენ, რომელნიც ღმერთმა მცნებების გზაზე დააყენა და ერების მოსაქცევად, სახარების საქადაგებლად წარგზავნა.

(24) მოჰკუეთეს მიერ რქაი და ტევანი ყურძნისაი მას ზედა ერთი და კეტით წამოიღეს. ვაზის რქასთან ერთად კეტზე აცმული ყურძნის მტევანი, რომელიც ორ კაცს მხრებზე გადებული მოჰქონდა, გამოხატავს იმას, რომ წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა, ერთგვარად, ქედზე შესმული ატარეს ემანუელი სხვადასხვა ქვეყანაში. სხვა აზრით, ეს ჯვრის სახეა, ხოლო ის ორნი, რომლებსაც კეტი მოჰქონდათ, ორ ჯვარცმულ ავაზაკს გამოხატავს.



წინა - სარჩევი - შემდეგი