მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



რიცხვთა


თავი 12


 

იტყოდეს მარიამ და აჰრონ მოსეს ზედა (1) და (10) მიჰხედა აჰრონ მარიამს. და იგი განკეთრებულ იყო. როგორც წმინდა წერილში ვკითხულობთ, მარიამი საყვედურობდა მოსეს ცოლსა და თავად მოსესაც. აარონი და მარიამი ერთმანეთში ამბობდნენ: (2) მოსეს ხოლო ნუ ეტყოდაა უფალი, ანუ ჩუენ არა გუეტყოდა? – ღმერთს რომ მარტო მოსე გამოერჩია საიდუმლოთა გასაცხადებლად, მაშინ ჩვენ არ დაგველაპარაკებოდაო.

(11) ჰრქუა აჰრონ მოსეს: ნუ გახდი მას მკვდარშობილივით, ნახევრად შეჭმული სხეულით რომ გამოდის დედის საშოდან. კეთრი აზიანებს და აკვდინებს სხეულის კანს, სისხლის მიმოქცევას აჩერებს, ამიტომ მასზე (კანზე) თმა აღარ იზრდება.

(14) და ჰრქუა უფალმან მოსეს: უკუეთუმცა მამამან მისმან პირსა ჰნერწყვა, არამცა შეიკდიმაა შვიდ დღე განვედინ გარეშე ბანაკსა და მისსა შემდგომად შემოვედინ ეს იმიტომ, რომ მარიამის საქციელი მთელმა ერმა შეიტყო და ახლა, როცა დაინახავდნენ, თუ როგორ დაისაჯა იგი, ყველას შეეშინდებოდა და სამომავლოდ გაითვალისწინებდნენ: თუკი წინასწარმეტყველი ასე დაისაჯა კადნიერი ენისთვის, მაშინ ჩვენ რაღა მოგვივა, როცა შევცოდავთო?

მართალია, აარონი არ დაისაჯა მარიამთან ერთად, მაგრამ ეს იმ უპირატესი ღირსების გამო, რომელიც ღმერთმა სამღვდელოებას უბოძა. თუკი ღმერთმა ასეთი პატივი აარონში მღვდლის ხარისხს მიაგო, მაშინ მით უფრო გვმართებს ჩვენ პატივი ვცეთ სასულიერო პირებს და სათანადო მოწიწება ვიქონიოთ მათ მიმართ.



წინა - სარჩევი - შემდეგი