მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



რიცხვთა


თავი 19


 

და ეტყოდა უფალი მოსეს (1). (2) მოგგუარედ შენ დიაკეული წითელი უბიწოი, რომლისა თანა არა იყოს ბიწი. (3) და მისცენ იგინი ელიაზარს მღდელსა. და დაკლან იგი წინაშე მისა მღვდლის მიერ დაკლული წითელი დეკეული სამსხვერპლოდ არ იყო განკუთვნილი, როგორც ამას მისი ფერფლი აჩვენებდა, რომელსაც განსაწმენდად იყენებდნენ; დეკეულის მთლიანად დაწვიდან ჩანს, რომ მღვდელი მას თავისი საჭიროებისთვის არ კლავდა.

(18) და მოიღონ უსუპი და დააწოს წყალსა მას კაცმან წმიდამან და აპკუროს სახლსა მას და ჭურჭელთა ზედა. უსუპი და (6) და მატყლი მეწამული გამოიყენებოდა როგორც ნივთები, რომლებიც უნდა ეყიდათ, რადგან ძვირფასი იყო და ამით ხალხის თვალში საქმეს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამიტომ არ შეიძლებოდა უსუპის უგულებელყოფა, როგორც არაფრადღირებული წვრილმანი ნივთის.



წინა - სარჩევი - შემდეგი