ღრუბელი მოწმობის კარვის თავზე ხან მრავალი დღე იდგა, ზოგჯერ - მცირე ხანს. ღრუბლის კარავზე მოფენა და შემდეგ მისი დაძვრა, ებრაელებისთვის იმის მანიშნებელი იყო, თუ რამდენი ხანი უნდა გაჩერებულიყვნენ ამა თუ იმ ადგილზე.
(11) და იყო, წელსა მას მეორესა და თთუესა მეორესა, ოცსა თთვისასა, აღიმაღლა ღრუბელმან კარვისა მისგან წამებისა. ასე აღიმართა ღრუბელი პირველად კარვის თავზე და სინადან ფარანისკენ დაიძრა.
(29) და ჰრქუა მოსე იუბიბას, ძესა რაგუელისსა... წარვიძრვით ჩუენ ადგილსა მას, რომელი მრქუა ჩუენ უფალმან: ესე მიგცე თქუენ, და რა წყალობასაც უფალი გვიბოძებს, შენც გაგინაწილებთ.
(31) ნუ დამიტევებ ჩუენ, ... იყო ჩუენ შორის სახედველად, რადგან იგი მამაკაცი იყო, რომელსაც შეეძლო ხელმძღვანელობა. იუბიბას უწოდებენ მოსეს სიმამრს, მაგრამ სინამდვილეში ის მოსეს სიმამრის, იოთორის, მამა იყო. სიმამრად იმიტომ იწოდება, რომ ოჯახში უხუცესი და სახლის უფროსი იყო. როდესაც ნათქვამია, რომ მოსემ სთხოვა იუბიბას, მასთან ერთად წასულიყო და ის არ წაჰყვა, ამით გამოიხატება, რომ ემანუელმა მოუწოდა იუდეველებს გაჰყოლოდნენ მის მოძღვრებას, მაგრამ მათ არ შეისმინეს და არ გაჰყვნენ.
წინა - სარჩევი - შემდეგი