მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



რიცხვთა


თავი 7


 

შეწირეს მთავართა მათ ისრაელისათა, ათორმეტთა მთავართა სახლთა მამათა მათთაისა, ესე მთავარნი ტომთანი, ესენი წინაშე მდგომელნი მოღუაწებისანი და მოიღეს შესაწირავი მათი წინაშე უფლისა: ექუსი ურემი კარვედი და ათორმეტი კარი, ურემი ერთი ორთაგან მთავართა და ჯარი თითოი კაცად-კაცადმან მოიბა წინაშე კარავსა (2-3). თორმეტი მთავარი გამოხატავს მსახურ სულებს, ხარები კი – მოციქულებს. თორმეტი ტომი, რომელთაგან წარმოიშვნენ წინასწარმეტყველები და მოციქულები, ასევე მათ წინასახედ შეგვიძლია მივიღოთ. ექვსი ურემი გამოხატავს ექვს მხარეს, რომლებსაც გასწვდა ქრისტეს სახარება.

(19) ლანკნაი ერთი ვეცხლისაი გამოხატავს მოციქულთა, ხოლო ფიალი ვეცხლისაი – წინასწარმეტყველთა ზნეს.

(14) პარაფსიტი (სასაკმევლე), კეთილსურნელებით აღვსილი, ემანუელის სულის გამომხატველია, რომელსაც ვერ აშფოთებდა ცოდვიანი ვნებები. სხვა მოსაზრებით, ლანკნაი ვეცხლისაი გამოხატავს მართალთა სახეს, ხოლო ფიალი ვეცხლისაი მონანულებს, პარაფსიტი – სრულყოფილებს. და კიდევ: პარაფსიტი წარმოადგენს რჩეულ ეკლესიას, რომელიც აზრობრივ კარავში ადის, ხოლო საკმეველი მასში ტომებსა და ერებს გამოხატავს. ასევე, კეთილსურნელებით სავსე პარაფსიტი არის სათნოებებით სავსე სულის გამომხატველი.



წინა - სარჩევი - შემდეგი