მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 20


 

მთაზე ღმერთმა მოსეს მცნებები მისცა და უთხრა: (5) მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა. ღმერთი, თავისი სულგრძელებით, უთმენს მზაკვარ ადამიანს, მის შვილსაც და შვილიშვილსაც, მაგრამ, თუ ისინი არ შეინანებენ, მსჯავრს განუწესებს მეოთხედ ნათესავადმდე, როგორც კი ისინი მზაკვრობაში თავიანთ მამა-პაპას დაემსგავსებიან. (6) და მოქმედი წყალობისა ათასთამდე მოყუარეთა ჩემთა და რომელი, დაიმარხნიან მცნებანი ჩემნი, როგორც ახლა მოვიმოქმედე შენთვის და შენი ხალხისათვის თქვენი მამების აბრაამისა და ისააკის გამო. ყველა მცნება, რაც მიეცათ ებრაელებს, მოიცავს ერთ კანონს, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: რაც საძულველია შენთვის, არ გაუკეთო ის სხვას. (13) არა კაც-ჰკლა, რათა სხვამ შენ არ მოგკლას. (14) არა იმრუშო შენი მოყვასის ცოლთან, რათა იგივე არ მოგეგოს შენს ცოლზე. (15) არა იპარო ის, რაც შენი არ არის, რათა სხვამ არ მოგპაროს ის, რაც შენია. (16) არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა, რათა სხვამაც არ დაგწამოს ცილი. (17) არა გული-გითქუმიდეს რაოდენი-რაი არს მოყუსისა შენისა, რათა სხვას არ მოუნდეს შენი საკუთრება. შეხედე რა მშვენივრად ბრძანა უფალმა ჩვენმა, რომ ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაისწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან (მათე 22:40). ეს იმას ნიშნავს, რომ ბუნებითი რჯული გაცხადებულია ხუთწიგნეულსა და წინასწარმეტყველებთან. მაგრამ იმ რჯულთან ერთად დამატებული იყო სხვა კანონებიც, სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით. (4) საკურთხეველი ქუეყანისაგან მიქმენით მე. არ განათავსოთ რკინა ქვაზე, რათა არ გაუწმინდურდეს. ეს ეთანხმება ნათქვამს: (22) ცით გამო ვიტყოდე თქუენდა მიმართ, (23) არ ჰქმნნეთ ჩემ წინაშე ღმერთნი ოქროისანი, ან როგორიც უნდა იყოს. (26) არა აღხვიდე აღსავალობითა საკურთხეველსა ზედა ჩემსა. ღმერთი, საერთოდ, კრძალავს თლილი ქვის გამოყენებას, რათა საკურთხევლისთვის საფეხურების გამოთლისას თვით საკურთხეველი არ გაეღმერთებინათ.



წინა - სარჩევი - შემდეგი