მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 19


 

თუესა მესამესა, (1) ანუ გამოსვლიდან ორმოცდახუთი დღის შემდეგ, (3) მოსე აღვიდა მთასა ღმერთთან, და უთხრა მას ღმერთმა: (4) თვით იხილენით, რაოდენნი უყვენ მეგვიპტელთა, – თავად იხილეთ, თუ რა სასჯელები მოვუვლინე მათ ხმელეთსა თუ ზღვაზე. და აღგიხუენ თქუენ, ვითარცა ფრთეთა ზედა არწივისათა, როცა მიგიძღოდით თქვენ ღრუბლით. შემოგკრიბენ თქუენ თავისა მომართ ჩემისა ამ მთაზე. (5) და აწ უკუე სმენით ისმინოთ ხმისა ჩემისა და დაიცვათ აღთქმა ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერთ ყველაზე საყვარელი ყოველთაგან ნათესავთა, რადგან თქვენ ერთადერთი აგირჩიეთ ყველა ხალხს შორის. (6) ხოლო თქუენ იყვნეთ ჩემდა სამეუფო, მღდელობა, ნათესავ წმიდა, - თქვენგან გამოვლენ მეფენი, მღვდელნი და ყველა ისინი იქნებიან წმინდები, რაც გულისხმობს წარმართი ხალხების ყოველგვარი სიბილწისაგან სისუფთავეს.



წინა - სარჩევი - შემდეგი