მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 18


 

მოვიდეს მოსესა იოთორ, სიმამრი მისი (5) (7) და განვიდა მოსე მიგებებად, და მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ყველა სასწაული აღესრულა, ჩვეულებისამებრ თაყვანი სცა, როგორც მაშინ, როდესაც მწირად იყო მასთან, (8) უთხრა მოსე სიმამრსა თვისსა ყოველივე, რაიცა-იგი უყო უფალმან მისი ხელით, რათა ამით ესწავლებინა მისთვის. ის, ვინც მოსესთან გატარებული ორმოცი წლის განმავლობაში ვერ განისწავლა მისი სიტყვით, ახლა შეგონებულ იქნა მისი მონათხრობით სასწაულების შესახებ და თქვა: (11) აწ ვცან ძალი, რამეთუ დიდ არს უფალი, რომელმაც ეს აღასრულა თქვენთვის უფროის ყოველთა ღმერთთა, რომელთაც არ შეუძლიათ, ეს გააკეთონ თავიანთი პატივისმცემელთათვის. ამაში იოთორი გულისხმობდა იმ განზრახვებს, რომლებიც ეგვიპტელებს ჰქონდათ ჩაფიქრებული ებრაელთა წინააღმდეგ, როცა ხოცავდნენ ახალშობილებს, რათა შეემცირებინათ მათი რიცხვი, ანდა, როცა არ მისცეს ბზე, რათა განეწყოთ ისინი მოსეს წინააღმდეგ, ასევე, როცა ცდილობდნენ უდაბნოში მათ ამოხოცვას და თავიანთი საკუთრების უკან დაბრუნებასთან ერთად იმის წართმევასაც, რაც მათი არ იყო. (12) და მოართუნა იოთორ, სიმამრმან მოსესმან, ყოვლად დასაწუელნი და მსხუერპლნი ღმერთსა. ან მართლაც შესწირა მან მსხვერპლი მოსეს საშუალებით, ანდა გამოარჩია სამსხვერპლო, რათა შეეწირათ იმ ადგილზე, რომელსაც უფალი აირჩევდა. იოთორის რჩევით, მოსემ დაუდგინა ხალხს ათასისთავნი, ასისთავნი, ერგასისთავნი და ათისთავნი, რათა მათ განესაჯათ ხალხი და ამით მოსეს შრომა შემსუბუქებოდა. ამის შემდეგ იოთორი (27) წარვიდა ქუეყანად თვისსა.



წინა - სარჩევი - შემდეგი