მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



ლევიტელთა


თავი 18


 

მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი (2). (3) მსგავსად ქანანელთაისა არა ჰყოთ. ღმერთმა, იმისათვის, რომ გაეფრთხილებინა თავისი ერის შვილები, რომელნიც შედიოდნენ ქანაანელთა მიწის დასამკვიდრებლად და, ამასთან, გაემართლებინა საკუთარი მართლმსაჯულება, რომლითაც დასაჯა ეგვიპტელები და მზად იყო ქანაანელებიც გაენადგურებინა, ჩამოთვალა ყველა ის უსამართლობა, რაც ეგვიპტელებსა და ქანაანელებს ჩადენილი ჰქონდათ და კვლავაც აღასრულებდნენ. ამით ებრაელებს შეაგონა, რომ თუ მსგავს საქმეებს არ მოერიდებოდნენ, მაშინ მიწა მათაც ისევე ამოანთხევდა, როგორც წინანდელ მაცხოვრებლებს.



წინა - სარჩევი - შემდეგი