მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



ლევიტელთა


თავი 19


 

დაცვივნებული სამკლისა შენისაი არა მოჰკრიბო (9). (10) არცა კუფხალნი ვენახისა შენისანი შეჰკრიბნე: გლახაკსა და მწირსა დაუტევნე იგინი. ამ მცნებით განიწესება ახალი სახარებისეული გულმოწყალება, ასევე – ქვემოთ თქმულითაც: (18) შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი.

(19) საცხოვარი შენი არა შეაბა უღელსა სხუასა და ვენახსა შენსა არა სთესო თითოფერი და სამოსელი ორთაგან ქსოილი, ხენეში არა შეჰმოსო თავსა შენსა. ეს განწესება მიზნად ისახავდა ებრაელების გამოყოფას იმ ხალხისგან, ვისი მიწაც სამკვიდრებლად ეძლეოდათ, ასევე რომ არ გატაცებულიყვნენ უქმი წარმართული ზღაპრებით; არ შეერიათ წარმართი ხალხის ცრუ სწავლება და საძაგელი წეს-ჩვეულებანი საღვთო რჯულის სწავლებასა და მცნებებთან; ასევე – სიყვარული არ გაეყოთ ღმერთსა და ქვეყანას შორის.

(26) არა იზმნიდეთ, არცა მფრინველითა იმისნვიდეთ, ნუ მოიკრეჭთ თმის კიდეებს თავზე, (31) არა შეუდგეთ მუცლით მეზღაპრეთა. მუცელმეზღაპრეობა მჩხიბაობის ერთ-ერთი სახეა, რომლის მეშვეობითაც დემონები მეტყველებენ. სირიელები ამ მჩხიბავებს „ზახურს“ უწოდებენ. დემონები შედიან საწყალობელი ქალების წიაღში, მათი კუჭიდან და გვერდებიდან ან სხვა ორგანოებიდან გამოსცემენ ་სუსტ, ბავშვისნაირ ხმას, მსმენელებს რაღაცას უწინასწარმეტყველებენ, ატყუებენ და აფიქრებინებენ, თითქოს, ნამდვილად აუწყებენ მომავალსა და დაფარულს. ასე შეემთხვა საულსაც, როგორც წმინდა წერილი გვამცნობს. ისიც მჩხიბაობის ამ სახით მოტყუვდა. რჯული ებრაელებს სხვა წარმართული ჩვეულებისგანაც განაშორებს, რომლის მიხედვითაც, წარმართნი, თითქოსდა, აღთქმის შესაბამისად, თმებს იზრდიდნენ და შემდეგ, გარკვეულ დროს, წყაროებთან ან საკერპოებში იჭრიდნენ, მაშინ, როდესაც რჯული კრძალავდა თმის შეკვეცას: არცაღა აჩინო ნიში ხახილებისაი შუბლსა შენსა (მეორე რჯ. 14:1).



წინა - სარჩევი - შემდეგი