თავი 13
|
კაცისა უკეთუ იყოს ვისსამე სხეულსა ფერისა მისისასა ბრძვირი, ნიში, ანუ თუ თეთრი (2) და (3) თმა სახესა მას გარდაიქცეოდის სპეტაკად, შედებაი კეთროვანებისაი არს. ეს არის ღვთისადმი გაშიშვლებული სულის სახე-სიმბოლო, როცა [სულმა] დაკარგა სულიერი სილამაზე, შეიბილწა რა ცოდვით და უწმინდურებით დაავადებული ვეღარ ბედავს, ღმერთს უმზიროს. ვინც კეთროვანია, (45) კუართი მისი იყავნ წარხსნილ და თავი მისი დაუბურველ და პირი მისი დაიხურენ. უწმინდურთა ბაგენი ვერაფერს იტყვიან თავის გასამართლებლად, რამეთუ ყოველგვარი კადნიერებისგან ერთგვარი აღვირით არიან შეკავებულნი. |