თავი 12
|
დედაკაცმან, რომელმან მუცლად-იღოს თესლი და შვეს წული, არაწმიდა იყოს იგი შვიდ დღე, მუნ დღემდე განწმედისა წიდოვანებისა მისისა არაწმიდა იყოს (2) და (3) დღესა მერვესა წინადასცვითოს სხეული წინადაცუეთილებისა მისისაი და სიწმიდესა არა შევიდეს ვიდრემდე აღესრულნენ დღენი იგი განწმედისა მისისანი. (4) ჯდეს იგი შვიდი და ოცდაათცამეტ დღე სისხლითა არაწმიდითა მისითა, რადგან პირველი შვიდი დღის განმავლობაში სისხლდენა არის მუდმივად, ხოლო მომდევნო ოცდაცამეტი დღის განმავლობაში თანდათან კლებულობს მანამ, სანამ საბოლოოდ არ შეწყდება. ამიტომაც დედაკაცი გაუწმინდურებულია თავისი სისხლისგან და არა თავისი შობილისგან, რამეთუ ღვთის კურთხევაში ნათქვამია: აღორძნდით და განმრავლდით (დაბ. 1:28), მაგრამ რატომ ორმაგდება განწმედის დღეები, (5) უკუეთუ ქალი შვეს? ნუთუ იმიტომ, რომ ქალის სქესი უფრო ღირსეულია, ვიდრე მამაკაცისა ან იქნებ იმიტომ, რომ ამდენი დრო სჭირდება დედის წიაღში მდედრობითი სქესის პირველად ჩამოყალიბებას, რადგან მამრობითი სქესის ჩვილი ყალიბდება ორმოც დღეში, მდედრობითი სქესისა კი ოთხმოც დღეში? მშობიარობის შემდეგ ქალებს უნდა ელოცათ მოწმობის კარავში შესასვლელ კართან. იმის გამო, რომ ამ წეს-ჩვეულებას წარმართებიც იცავდნენ და ებრაელებს რომ არ ეთქვათ, წარმართების სამსხვერპლო ღვთის სახლზე უფრი პატივმიგებული გამოდისო, რჯული ამყოფებდა ახალნამშობიარებ დედაკაცებს კარვის კარის წინ, თუნდაც ისინი ღვთისმოსავნი ყოფილიყვნენ მაშინ, როდესაც კარავში შესვლა უწმინდურ მამაკაცებსაც შეეძლოთ. |