მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



გამოსვლა


თავი 11


 

უთხრა უფალმა მოსეს: (2) ითხოენ კაცად-კაცადმან მახლობელისაგან თვისისა და დედაკაცმან მოძმისაგან თვისისა ჭურჭელი ოქროისაი და ვეცხლისაი, რადგან შუაღამისას მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტელი და პირუტყვის პირველმოგებული. (6) და იყოს ღაღადებაი ყოველსა ქუეყანასა ეგვიპტისასა, იმის მსგავსი, როგორიც იყო ებრაელების სახლებში, როცა მათ ჩვილებს მდინარეში აგდებდნენ. (4, 5) ჰრქუა მოსე: ამას იტყვის უფალი: შუაღამეს ოდენ მე შევიდეს შორის ეგვიპტესა და მოწყდეს ყოველი პირმშოი ქუეყანასა ეგვიპტისასა. (8) და მოვიდოდიან ჩემდა ყოველნი ესე მონანი შენნი, თაყუანის-მცემდენ მე და მეტყოდიან: განვედ შენ და ყოველი ერი შენი, რომელსა-ეგე შენ იტყვი. და ამისა შემდგომად განვიდე. დასაწყისში ღმერთს ეგვიპტელებისათვის იმ სასჯელის მსგავსი, რომელიც ფარაონმა ებრაელ ხალხს მოაწია, არ მოუვლენია, ამიტომაც დაუშვა ღმერთმა ფარაონის წინააღმდეგობა.



წინა - სარჩევი - შემდეგი