მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



ლევიტელთა


თავი 3


 

ღვიძლის ყურნი იგი თირკუმელთა თანა დადოს (4). „ღვიძლის ყურნი“ (ქონის ფენა) აღნიშნავს სულის პირველ აღძვრას რამე სულიერი ღვაწლის შესასრულებლად; ორი თირკმელი და ქონი ნიშნავს მისი ზრახვების მოძრაობას და სულის უნარს, განასხვავოს და გააცნობიეროს.

(17) ყოველი ცმელი და ყოველი სისხლი არა შჭამოთ. არ ჭამოთ ქონი, რადგან ასუქებს სხეულს და თავშეუკავებლობამდე მიჰყავს; ნუ შეჭამთ სისხლს, რადგან ის გარეული მხეცების საჭმელია. ვინც ქონს ჭამს, ის მკრეხელია, რადგან უფლისთვის მიძღვნილს იტაცებს, და არ მიაგებს იმას, რაც მისთვის (უფლისთვის) არის განკუთვნილი. ხოლო ვინც სისხლს ჭამს, ის ცოდვის ტვიფრით ბეჭდავს ყველას, ვინც მას მიუახლოვდება.



წინა - სარჩევი - შემდეგი