ყოველსა მას შესაწირავსა, რომელსა შესწირვიდეთ ღმრთისა, არა ჰყოთ ცომოვანი, რამეთუ ყოველივე ცომი და ყოველივე თაფლი არა შესწიროთ მათგანი ნაყოფად ღმრთისა (11).
კანონი მოითხოვდა, არ შეეწირათ თაფლი. უპირველესად იმიტომ, რომ მისივე მოთხოვნა იყო: (13) ყოველივე შესაწირავი მსხუერპლისა თქუენისა მარილითა დაიმარილენ, თაფლის დამარილება კი ვერ მოხდებოდა; მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ ფუტკრები მკვდარ სხეულებსა და ყოველგვარ უწმინდურებაზე სხდებიან, რასაც რჯული კრძალავს. სხვა, უფრო ამაღლებული მოსაზრებით, კანონი მოითხოვს მსხვერპლის მარილით, ანუ სიყვარულით დამარილებას, რომელიც თავისი სასიამოვნო გემოთი ამქვეყნიურ უგემურებას ამარილებს.
წინა - სარჩევი - შემდეგი