მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



ლევიტელთა


თავი 1


 

და უწოდა ღმერთი მოსეს და ეტყოდა მას უფალი კარვით გამო საწამებელისაით (1) ნუთუ ღმერთი მოწმობის კარვიდან ესაუბრებოდა, როცა ჯერ კიდევ არ იყო ის მოწყობილი? იმ დღეს, როდესაც კარავი დაიდგა, გამოითქვა ისიც, რაც წმინდა წერილში აშენებამდეც მოიხსენიება. აარონის, მის ძეთა და მთელი კრებულის მსხვერპლი როგორ იქნებოდა შეწირული, როცა ჯერ კიდევ არ იყო გაცხადებული მსხვერპლშეწირვის კანონი? აარონსა და მის ვაჟებს იმ შვიდ დღეში, მოწმობის კარავში რომ დაჰყვეს, განეცხადათ ყველაფერი მსხვერპლშეწირვის შესახებ. ხოლო ის, რომ კარავი დაიდგა გამოსვლიდან მეორე წელს, ემსახურებოდა ახალი კაცის სახე-სიმბოლოს ქრისტეში; კარვის დადგმა კვირის პირველ დღეს კი აღდგომის მომასწავებელი იყო. რაც შეეხება იმ დადგენილებას, რომ მსხვერპლი აარონის ძეებს დაეკლათ და სამსხვერპლოზე მათვე დაედოთ, ემსახურებოდა იმას, რომ შემომწირველის თვალში ამას უფრო დიდი ფასი ჰქონდა, როცა დაინახავდნენ, რომ მსხვერპლი თვით აარონის ძეთა ხელით იწირებოდა.

(14) უკუეთუ მფრინველთაგან ნაყოფი მსხუერპლად შეწიროს ღმრთისა, და შეწიროს გურიტთაგან, ანუ მართუეთაგან ტრედთაისა შესაწირავი მისი. ეს ეთანხმება უწყებულს: და კაცმან, რომელმან ფუცოს და გან-რაიმე-აჩინოს პირითა თვისითა ბოროტისა ყოფად, გინა კეთილის ყოფად ყოვლისა მისებრ, რომელი აღუთქუა კაცმან ფიცით, შეწიროს ღმრთისა ორნი გურიტნი, გინა თუ მეათე სათველი სამინდოი ცოდვისა მისისათვის (ლევ. 5:4, 7, 11).



წინა - სარჩევი - შემდეგი