მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ღირსი ეფრემ ასური


მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება



ლევიტელთა


თავი 26


 

მოვავლინო თქუენ ზედა სიმღიერე და უნაყოფოებაი და სიყვითლე დანდალუკად თუალთა თქუენთა და გული თქუენი დადნებოდის (16). სიმღიერე, ანუ შიშისზარი, იმიტომ, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ებრაელებს აღარ ესმოდათ წინასწარმეტყველთა, მღვდელთა და მეფეთა ხმა. უნაყოფოებაი ნიშნავს მათ დატოვებას ძველ ყოფაში, რადგან არ ისურვეს ძველი კაცის განძარცვა და წმინდა წყლებში განბანვა. სიყვითლე, რადგან მათ ამხელდა ყველასთვის აშკარა უწმინდურებანი. დანდალუკად თუალთა (თვალის დამავსებლად) თქუენთა და გული თქუენი დადნებოდის იმიტომ, რომ გაუძლიერდათ სითავხედე და დაუზიანდათ სულიერი ხედვა.

მოსემ არ მისცა საკუთარ შვილებს მღვდლობა, რათა არ გამედიდურებულიყვნენ და ამას ხალხში დრტვინვა არ გამოეწვია, როგორც ეს შემდგომში სამუელის ვაჟების შემთხვევაში მოხდა, რის გამოც ხალხმა მეფე მოითხოვა. გარდა ამისა, მოსეს შვილების დედა არ იყო ებრაელი. დაბოლოს, თავად მოსე სახელდებულ იქნა ღმერთისაგან და, უგულებელყოფდა რა ყოველგვარ ადამიანურს, არ ინდომა, თავის შვილებს მღვდლობა მიეღოთ.

თუ ვინმე სასარგებლოდ მიიჩნევს გამორჩევით კვებას, დაე, იცოდეს, რომ ებრაელები უდაბნოში ორმოცი წლის განმავლობაში მანანით იკვებებოდნენ, მაგრამ საკუთარი ზრახვების განწმენდა მაინც ვერ შეძლეს. კიდობანმა კი ყველა განწმინდა, ვინც კი მასში იმყოფებოდა, რადგან რწმენით გადაურჩნენ წარღვნას.



წინა - სარჩევი - შემდეგი