უკუეთუ მთავარმან მან ცოდოს (22), (28) მოიბას თიკანი თხათაგანი. (27) უკუეთუ კაცმან ერთმან ერისა (28) შესწიროს ან კრავი ან თხა. თიკანი გამოხატავს ემანუელის მსხვერპლს. თიკანი არის სიმბოლო იმისა, რომ ემანუელმა გამოგვისყიდა რჯულის წყევისაგან (გალ. 3:13), ხოლო კრავი გვახსენებს ნათქვამს: ვითარცა ცხოვარი კვლადი შეიწირა (ესაია 53:17).
ოთხი იყო შესაწირავი მსხვერპლი: მღვდლისთვის, ხალხის კრებულისთვის, მთავრისა და ყოველი სულისთვის. სამღვდელოება წარღვნამდელ სამყაროს განასახიერებს, კრებული აბრაამამდელ სამყაროს, მთავარი სამყაროს რჯულამდე და ყოველი სული – სამყაროს ქრისტემდე, რომელმაც თავის თავზე აიღო ყველას ცოდვა და ყველასათვის დაიკლა. ებრაელებს განწმენდა მსუბუქი დანაშაულისაგან იოლად არ ჰქონდათ მიცემული და ამით იგულისხმებოდა, რომ წარმართულ ხალხს ცოდვით დაცემისგან განწმენდა უფრო მძიმედ მიეცემოდათ, რადგან, კანონის თანახმად, მოძღვარს, კრებულს, მთავარს თუ მდაბიო ადამიანს, თუნდაც უმეცრებით შეეცოდა, მსხვერპლი უნდა შეეწირა თავისი ქონებიდან და მაშინ ითვლებოდა ცოდვისგან განწმენდილად. ამიტომაცაა ნათქვამი: დაიწერე ჩემი მცნებები შენს გულში და დასწერნეს იგინი რათა შესვლისას და გამოსვლისას მათზე იფიქრო (მეორე რჯ.ზღრუბლსა სახლისა შენისასა წირთხლთა ბჭეთა შენთასა, 6:6-9) და კიდევ: იქმნედ მათ ფესვი ყურთა ზედა სამოსლისა მათისათა (რიცხ. 15:38), რათა არ დაივიწყო. (14) უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა პირველთა ნაყოფთაგან ღმრთისა, ახალი შეტუსვილი ნედლი (ცეცხლზე მოხალული თავთავი) ღერღილი ღმრთისა, შესწირო მსხუერპლად პირველთა ნაყოფთა ცეცხლზე მოხალული თავთავი სხვა ვინ არის თუ არა ემანუელი? ის თავისი სიკვდილით პირველნაყოფად იქცა და დასაბამი წმინდანთა მსხვერპლს დაუდო. (15) და დაასხა მას ზედა ზეთი და დასდვა მას ზედა გუნდრუკი. თავთავზე დადებული გუნდრუკი აღნიშნავს მისი ღმრთეების შეერთებას კაცებასთან, რადგან ღმრთეებრივი და კაცობრივი ბუნებების განყოფის გარეშე მან თავი სასიკვდილოდ გაწირა.
წინა - სარჩევი - შემდეგი