მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო

 

თავი IX – წმ. ზიარებაში ხმიადის ხმარების შესახებ


 

კითხვა: რამდენად სწორია კათოლიკეთა საქციელი, როცა წმ. ზიარებაში იყენებენ არა გაფუებულ პურს, არამედ გაუფუარს (ხმიადს)?


მიგება: არ იქცევიან სწორად; ზიარების შესახებ მაცხოვარი როცა ბრძანებს: „ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლკ. 22, 19), იგულისხმება რომ მაცხოვარმა მოციქულები აზიარა გაფუებული პურით და არა ხმიადით.



კითხვა: საიდან ჩანს ეს?


მიგება: ეს ჩანს სახარებიდან, სადაც ნათქვამია, რომ მაცხოვარმა აღასრულა საიდუმლო სერობა ჰასექის დღესასწაულის წინ, ანუ როცა ჯერ კიდევ არ ხმარობდნენ ხმიადს (იოანე 13,1).



კითხვა: სახარების რა ადგილებიდან ჩანს, რომ მაცხოვრის მიერ საიდუმლო სერობის დაწესების დღეს ჯერ კიდევ არ ჭამდნენ ხმიადს?


მიგება: საიდუმლო სერობაზე, ზიარების დაწესების შემდგომ, უფალი ეუბნება იუდას: „…რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე“. ამის შესახებ მოციქულებმა იფიქრეს, რომ უფალი თითქოს იმიტომ ეუბნება იუდას ამ სიტყვებს, რომ მოახლოებულია დღესასწაული და მასთან დაკავშირებით იყიდონ რამე. (იოანე 13, 27-29). ე.ი. პასექის დღესასწაული ჯერ კიდევ არ იყო. და რაკი ეს ასეა, მაშინ ხმიადი ჯერ არ იყო ხმარებაში და კიდევ: როცა მეორე დღეს ფარისეველმა და მწიგნობრებმა პილატეს მიჰგვარეს იესო, ისინი არ შევიდნენ პილატეს სასახლეში, რათა არ შებილწულიყვნენ, არამედ შეძლებოდათ პასექის ჭამა (იოანე 18,28). აქედან ჩანს, რომ ზიარების საიდუმლოს დაწესების დღეს ებრაელნი არ ჭამდნენ ჯერ კიდევ ხმიადს (უცომოს).



კითხვა: თუ საიდუმლო სერობაზე მაცხოვარს უხმარია ხმიადი, როგორ გავიგოთ სახარებისეული სიტყვები: „ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა“, ან კიდევ „მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი“ (ლკ. 22,7)?


მიგება: წმ. ი. ოქროპირი ამგვარად განმარტავს ამ სიტყვებს: უცომობის პირველ დღეს მახარებელი უწოდებს დღეს, რომელიც წინ უძღოდა უცომოების დღესასწაულს, „მოიწინეს“ იმას გვამცნობს, რასაც წმ. ი. ოქროპირი განმარტავს.



კითხვა: თუ მაცხოვარმა მის მოწაფეებთან ერთად საიდუმლო სერობაზე მოიღო გაფუებული–ჩვეულებრივი პური, მაშინ რომელი პასექის შესახებ საუბრობს მოციქულებთან: „გულის სიტყვით გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა“ (ლკ. 22,15).


მიგება: პასექი, რომლის ჭამაც მაცხოვარს სურდა თავის მოციქულებთან ერთად, ვიდრე აღესრულებოდა მისი ჯვარცა, რა თქმა უნდა, არის ახალი აღთქმის პასექი, რომელიც შეადგენს მაცხოვრის ხორცს და სისხლს.



კკითხვა: ყოველთვის ხმიადით ხდებოდა კათოლიკეებთან ხალხის ზიარება?


მიგება: რა თქმა უნდა, არა. თავდაპირველად კათოლიკეები იმგვარად იღებდნენ წმ. ზიარებას, როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მაგრამ შემდგომში თანდათან დაუტევეს ეს კეთილი წესი და აღასრულებდნენ ზიარებას ხმიადით, რითაც საეკლესიო გარდამოცემა ფაქტიურად უარყვეს და მაცხოვრის მიერ დაწესებული საიდუმლოს საწინააღმდგო წესი დაამკვიდრეს.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი