მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო

 

თავი X – შაბათის მარხვის შესახებ


 

კითხვა: სწორად იქცევიან თუ არა კათოლიკენი, როცა შაბათს მარხულობენ?


მიგება: არ იქცევიან სწორად, რადგან წმინდა მოციქულთა 64-ე კანონი ამბობს: „თუ ვინმე სასულიერო პირთაგანი მარხვას შეინახავს კვირას ან შაბათს, გარდა ერთი დღისა (იგულისხმება დიდი შაბათი), განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს



კითხვა: მიუქცევია თუ არა ყურადღება კათოლიკეთა ამ უკანონო საქციელისათვის ეკლესიას, და თუ მიუქცევია, რაში გამოიხატა ეს ყურადღება?


მიგება: მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებამ 55 კანონით დაადგინა, რომ რომის ეკლესიამაც დაიცვას და აღასრულოს წმ. მოციქულთა 64-ე კანონი შაბათის მარხვის აკრძალვის თაობაზედ. „გავიგეთ რომ ქალაქ რომის მკვიდრნი დიდი ორმოცის წმინდა მარხვის დროს მარხვას იცავენ შაბათობითაც საეკლესიო განწესების წინააღმდეგ. წმ. კრება დაადგენს, რომ რომის ეკლესიამაც შეუცვლელად დაიცვას ეს კანონი (64-ე კანონი მოციქულთა) რომელიც ბრძანებს, რომ თუ სასულიერო პირმა დაიცვას მარხვა კვირას ან შაბათ დღეს, გარდა დიდი შაბათისა, განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი უზიარებელი იყოს“.

შესაბამისად ზემოთ მოყვანილისა, შაბათის მარხვით კათოლიკეები არღვევენ წმიდა მოციქულთა და ეკლესიის მამათა კანონებს.

 

წინა - სარჩევი - შემდეგი