მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმარტებანი

 

კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო

 

თავი VII – ჩვილი ბავშვების უზიარებლობის შესახებ


 

კითხვა: სწორად იქცევიან თუ არა კათოლიკეები, როდესაც ბავშვებს არ აზიარებენ გარკვეულ ასაკამდე?


მიგება: არა, არ იქცევიან სწორად, რადგან ზიარების აკრძალვით კათოლიკეები საუკუნო ცხოვრების მიღების საშუალებას უსპობენ ჩვილ ბავშვებს. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თქვა: „ამინ, გეტყვი თქუენ: უკეთუ არა ჰსჭამოთ ხორცი ძისა კაცისა, და ჰსუათ სისიხლი მისი, არა გაქუდეს ცხოვრება თავთა შორის თქუენთა“ (იოანე 6,53).



კითხვა: იქნებ მაცხოვრის ეს სიტყვები ჩვილ ბავშვებს არ შეეხება?


მიგება: თუ მაცხოვრის ეს სიტყვები ჩვილ ბავშვებს არ ეხებოდა, მაშინ ძველი ეკლესია, რომელსაც თვით მოციქულები და მათი მოწაფენი მართავდნენ, არ იხელმძღვანელებდა მათით. ძველ ეკლესიაში ყოველთვის აზიარებდნენ ჩვილ ბავშვებს, დასავლეთშიც მთელი თორმეტი საუკუნის მანძილზე არსებობდა ეს ჩვეულება.



კითხვა: რატომ შეცვალეს კათოლიკეება ეს ტრადიცია?


მიგება: ისინი ამბობენ, რომ ჩვილ ბავშვებს არ აქვთ შეგნებული რწმენა და ამიტომ არ შეიძლება მათი ზიარება.



კითხვა: შეიძლება თუ არა ამ მიზეზით ჩვილების უზიარებელყოფა.


მიგება: არა, არ შეიძლება, რადგან ჩვილნი ეზიარებიან მათი მომყვანების რწმენით.



კითხვა: განა მომყვანების რწმენას უფალი ჩაუთვლის ბავშვს?


მიგება: ჩაუთვლის. წმიდა სახარებაში მოთხრობილია, რომ უფალმა განკურნა ავადმყოფი მისი მომყვანების რწმენით: „და იხილა იესო სარწმუნოებაი მათი, და ჰრქუა განრღუეულსა მას შვილო მიგეტევნენ შენ ცოდუანი შენნი“ (მარკოზი 2,5).



კითხვა: თუ ასეა, რა შეიძლება ითქვას კათოლიკეების ჩვეულებაზე ჩვილი ბავშვების უზიარებლობის შესახებ?


მიგება: ამ ჩვეულებას არ აქვს არავითარი საფუძველი, ეწინააღმდეგება საეკლესიო გარდმოცემას და ამიტომ უკანონოა.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი