მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მეოთხე კანონი

*****

 დასაწყისი ლოცვები...

 

ფსალმუნი 24

 

1. შენდამი, უფალო, აღვიღე სული ჩემი.

 

2. ღმერთო ჩემო, შენ გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე,

 

3. ნუცა მეცინიან მე მტერნი ჩემნი. და რამეთუ ყოველნი, რომელთა დაგითმონ შენ, არა ჰრცხუენეს.

 

4. ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი უშჯულოებენ ცუდად. გზანი შენნი, უფალო, მაუწყენ მე და ალაგნი შენნი მასწავენ მე.

 

5. მიძეღუ მე ჭეშმარიტებითა შენითა და მასწავე მე, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მაცხოვარი ჩემი და შენ დაგითმე მარადღე.

 

6. მოიჴსენე მოწყალებათა შენთა, უფალო, და წყალობანი შენნი, რამეთუ საუკუნითგან არიან.

 

7. ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ; წყალობითა შენითა მომიჴსენე მე სიტკბოებისა შენისათჳს, უფალო.

 

8. რამეთუ ტკბილ და წრფელ არს უფალი; ამისთჳს შჯულიერ-ყუნეს ცოდვილნი გზასა.

 

9. უძღუეს მშჳდთა სასჯელსა შინა, ასწავლნეს მშჳდთა გზანი მისნი.

 

10. ყოველნი გზანი უფლისანი - წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ მათთჳს, რომელნი გამოეძიებენ აღთქუმათა მისთა და წამებათა მისთა.

 

11. სახელისა შენისათჳს, უფალო, და მილხინე მე ცოდვისა ჩემისაგან, რამეთუ მრავალ არს.

 

12. ვინ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა? შჯულიერ-ყოს იგი გზასა მას, რომელიცა სთნდა;

 

13. სულმან მისმან კეთილსა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს ქუეყანა.

 

14. ძალ არს უფალი მოშიშთა მისთა და შჯული თჳსი აუწყოს მათ.

 

15. თუალნი ჩემნი მარადის უფლისა მიმართ, რამეთუ მან განარინნეს მახესა ფერჴნი ჩემნი.

 

16. მოიხილე ჩემ ზედა შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოდშობილ და გლახაკ ვარი მე.

 

17. ჭირნი გულისა ჩემისანი განმრავლდეს, ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე.

 

18. იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი.

 

19. იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე.

 

20. იცევ სული ჩემი და მიჴსენ მე და ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გესავ შენ.

 

21. უმანკონი და წრფელნი შემომეყუნეს მე, რამეთუ დაგითმე შენ, უფალო.

 

22. იჴსენ, ღმერთო, ისრაჱლი ყოველთგან ჭირთა მისთა.



ფსალმუნი 25

 

1. მისაჯე მე, უფალო, რამეთუ უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე და უფალსა ვესევდ, რათა არა მოუძლურდე.

 

2. გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე, გამოაჴურვენ თირკუმელნი ჩემნი და გული ჩემი.

 

3. რამეთუ წყალობაჲ შენი წინაშე თუალთა ჩემთა არს და სათნო-ვეყავ მე ჭეშმარიტებასა შენსა.

 

4. არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე.

 

5. მოვიძულე კრებული უკეთურთა და უღმრთოთა თანა მე არა დავჯდე.

 

6. დავიბანნე უბრალოებით ჴელნი ჩემნი და გარემოვადგე საკურთხეველსა შენსა, უფალო;

 

7. სმენად ჩემდა ჴმაჲ ქებისა შენისა და მითხრობად ყოველი საკჳრველებაჲ შენი.

 

8. უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისა და ადგილი საყოფელი დიდებისა შენისა.

 

9. ნუ წარსწყმედ უღმრთოთა თანა სულსა ჩემსა და კაცთა მოსისხლეთა თანა ცხორებასა ჩემსა;

 

10. რომელთა ჴელნი მათნი უსჯულოებასა შინა არიან, მარჯუენე მათი აღივსო ქრთამითა.

 

11. ხოლო მე უმანკოებითა ჩემითა ვიდოდე; მიჴსენ მე, უფალო, და მიწყალე მე.

 

12. ფერჴი ჩემი დადგა სიწრფოებით, ეკლესიასა შინა გაკურთხო შენ, უფალო.



ფსალმუნი 26

 

1. უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?

 

2. მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ჴორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს.

 

3. გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა. აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლა, ამისთჳს მე შენ გესავ.

 

4. ერთი ვითხოე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შუენიერებაჲ უფლისაჲ და მოხილვად ტაძარი მისი.

 

5. რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა,

 

6. კლდესა ზედა აღმამაღლა მე. და აწ, ესერა, აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხუერპლი ქებისა და ღაღადებისა, ვაქებდე და უგალობდე უფალსა.

 

7. ისმინე, უფალო, ჴმისა ჩემისა, რომლითა ღაღად-ვყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი.

 

8. შენ გრქუა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო.

 

9. ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუცა დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

 

10. რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე.

 

11. შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა შენსა, და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა

 

12. მტერთა ჩემთათჳს. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუემან თავსა თჳსსა.

 

13. მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისა ქუეყანასა მას ცხოველთასა.

 

14. დაუთმე უფალსა; მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა. დიდება...



ფსალმუნი 27

 

1. შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.

 

2. ისმინე, უფალო, ჴმაჲ ვედრებისა ჩემისა, ვედრებასა ჩემსა შენდამი, აპყრობასა ჴელთა ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა.

 

3. ნუ მიმზიდავ მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა სიცრუვისათა, ნუ თანაწარმწყმედ მე, რომელნი იტყჳან მშჳდობასა მოყუსისა მათისა თანა, ხოლო უკუეთურებასა - გულთა შინა მათთა.

 

4. მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ საქმეთა მათთასა; საქმეთაებრ ჴელთა მათთასა მიეც მათ და მიაგე მისაგებელი მათი მათვე.

 

5. რამეთუ არა გულისჴმა-ყუნეს საქმენი უფლისანი, არცა ქმნულსა ჴელთა მისთასა მიჰხედნეს; დაამჴუნე იგინი და არა აღაშენნე.

 

6. კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა.

 

7. უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა, და მხიარულ იქმნნეს ჴორცნი ჩემნი და მე ნებითა ჩემითა აუვარო მას.

 

8. უფალი ძალ არს ერისა თჳსისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებულისა თჳსისა.

 

9. აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი. და დაჰმწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.



ფსალმუნი 28

 

1. შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა,

 

2. შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა.

 

3. ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა.

 

4. ჴმაჲ უფლისაჲ ძლიერებით, ჴმაჲ უფლისაჲ დიდად შუენიერებით.

 

5. ჴმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი.

 

6. და დააწულილნეს იგინი, ვითარცა ჴბო იგი ლიბანისა და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისა.

 

7. ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისა.

 

8. ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნო და შეაძრწუნოს უფალმან უდაბნო იგი კადისა.

 

9. ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაჲ მისი.

 

10. უფალმან წყლითრღუნა დაამკჳდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე.

 

11. უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშჳდობით.



ფსალმუნი 29

 

1. აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა.

 

2. უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და განვიკურნო.

 

3. უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა.

 

4. უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა.

 

5. რამეთუ რისხვა არს გულისწყრომასა მისსა და ცხორებაჲ არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან.

 

6. ხოლო მე ვთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე.

 

7. უფალო. ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარემიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი.

 

8. მე შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო.

 

9. რამე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაჲ შენი?

 

10. ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა.

 

11. მოაქციე გლოვა ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძა ჩემი და გარეშემარტყ მე სიხარული.

 

12. რათა გიგალობდეს შენ დიდებაჲ ჩემი და არა შევინანო. უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ. დიდება...



ფსალმუნი 30

 

1. შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე.

 

2. მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა.

 

3. რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათვის მიძღუე მე და გამომზარდო მე.

 

4. და გამომიყვანო მე საფრხისა ამისგან, რომელ დამირწყეს მე, რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო.

 

5. და ხელთა შენთა შევვედრო სული ჩემი; მიხსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო.

 

6. მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაიცვენ ამაოებაი ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ.

 

7. ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იხსენ ჭირთაგან სული ჩემი;

 

8. და არა მიმცე მე ხელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერხნი ჩემნი.

 

9. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულის წყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.

 

10. რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაი ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკობითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს.

 

11. ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე გარე განივლტიედ ჩემგან.

 

12. დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენი მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული.

 

13. რამეთუ მესმა მე ყუედრებაი მრავალთაი, რომელნი გარემოის იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაი სულისა ჩემისაი იზრახეს.

 

14. ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვსთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი.

 

15. და ხელთა შენთა შინა არს მკვიდრობაი ჩემი; მიხსენ მე ხელთაგან მტერთა ჩემთაისა და მდევართა ჩემთაისა.

 

16. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.

 

17. უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთახდენ იგინი ჯოჯოხეთად.

 

18. უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუვარნი, რომელნი იტყვიან მართლისა მის ზედა უშჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა.

 

19. ვითარ მრავალ არს წყალობაი სიტკბოებისა შენისაი, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათვის წინაშე ძეთა კაცთასა.

 

20. დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთაისა; დაიცვნე იგინი კარავსა შენსა ხდომისაგან ენათაისა.

 

21. კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკვირველ ჰყო წყალობაი მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა.

 

22. ხოლო მე ვსთქუ განკვირვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარი მე პირისაგან თუალთა შენთაისა; ამისთვის შეგესმა ხმაი ლოცვისა ჩემისაი, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი.

 

23. შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავანებასა.

 

24. მხნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა.



ფსალმუნი 31

 

1. ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი.

 

2. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაი, არცა არს პირსა მისსა ზაკუვაი.

 

3. რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე;

 

4. რამეთუ დღე და ღამე დამიმძიმდა ჩემ ზედა ხელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი.

 

5. ცოდვაი ჩემი გაუწყე შენ და უშჯულოებაი ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაი გულისა ჩემისაი.

 

6. ამისთვის ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაი ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღუნაი წყალთა მრავალთაი მას არა მიეახლოს.

 

7. შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარე-მომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარე-მოუცავ მე.

 

8. გონიერ გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხვიდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი.

 

9. ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა; ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნეს.

 

10. მრავალ გუემა არიან ცოდვილთათვის, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაი გარე-მოადგეს მათ.

 

11. იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდება...


  •  შემდგომად აღსრულებისა რომელთამე კანონთა ანუ სრულიად დავითნისა