ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
პატიოსნისა წინასწარმეტყველისა შენისა მიერ, უფალო, ცაი ეკლესიად გამოაჩინე, რათა კაცნი ანგელოზთა თანა ვიხარებდეთ, მისითა ვედრებითა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, სოფელსა მშვიდობა გარდამოუვლინე, და ცხოვრება ესე ჩემი მშვიდობით განაგე, რათა გიგალობდე შენ: ალილუია.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩვენთანი, წმიდაო ღვთისმშობელო, შენდა მოვლტვით, ქალწულო უბიწოო, და ვითხოვთ წყალობასა, მოხედენ წყლულებასა ზედა სულისა ჩემისასა, ევედრე ძეს შენსა და ღმერთსა ჩვენსა მოტევებად ურიცხვთა მათ ბრალთა ჩემთა, მხოლოო კურთხეულო.
უფალო შეგვიწყალენს 40-გზის.
ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, ერთღვთაებაო, შემოქმედო ყოვლისა სოფლისაო, შემწე მეყავ მე ჟამსა ამას, განახვენ გონებაი ჩემი გულისმისხყოფად, რათა გონიერად და გულსმოდგინედ ვიწყო აღსრულებად კეთილთა საქმეთა და აღმოვსთქვნე ღვთისმეტყველებანი ამის წიგნისანი, რომელიც სთქვენ სულითა შენითა წმიდითა პირითა დავითისითა, რომელ აწ მნებავს თქმად მე უღირსსა, რათა გონიერ ვიქმნა და ვსცნა ძლიერება შენი, ამისთვის შეგივრდები და გევედრები შენ, რათა მომიტევნე უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ შენ მიერ ვითხოვ შეწევნასა, უფალო, განაბრძვნე გონებაი ჩემი და დაამატკიცე გული ჩემი შიშსა შენსა, რათა დაუცხრომელად გაქებდე და გიგალობდე ბაგითა ჩემითა და ვსცნა საიდუმლონი ესე სიტყვანი, და სიხარულით განვემზადო კეთილთა საქმეთა ზედა, და ვისწავლნე მცენბანი შენნი, და აღვასრულო ნება შენი და საქმითა კეთილითა განბრწყინვებული ღირს ვიქმნე წარდგომად სამსჯავროსა მას საშინელსა, აღდგომად წმიდათა რჩეულთა შენთათა, აწ, მეუფეო, მაკურთხე, რათა სულთ ვითქვნე გონებითა და გიგალობდე ენითა ჩემითა და ვსთქვა ესრეთ:
მოვედით, თაყვანის ვჰსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვჰსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის ვჰსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.