მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

შემდგომად აღსრულებისა რომელთამე კანონთა ანუ სრულიად დავითნისა

 

ან ვგალობთ "ღირს არსს", ან "შენდამი იხარებს მიმადლებულო".

("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოსთა კრებული და კაცთა ნათესავი. ტაძარო სიწმიდასაო, სამოთხეო პირმეტყუელო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან სიტყუა განჴორციელდა და ყრმა იშვა პირველ საუკუნეთა ღმერთი ჩუენი, რომელმან საშოჲ შენი საყდრად გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა უვრცელეს ჰყო. შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, დიდება შენდა.

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

 

მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

პატიოსნისა წინასწარმეტყველისა შენისა განცხრომითა უფალო, ცაი ეკლესიად გამოაჩინე, რათა კაცნი ანგელოზთა თანა ვიხარებდეთ, მისითა ვედრებითა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, სოფელსა მშვიდობა გარდამოუვლინე, და ცხოვრება ესე ჩემი მშვიდობით განაგე, რათა გიგალობდე შენ: ალილუია.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩვენთანი, წმიდაო ღვთისმშობელო, შენდა მოვლტვით, ქალწულო უბიწოო, და ვითხოვთ წყალობასა, მოხედენ წყლულებასა ზედა სულისა ჩემისასა, ევედრე ძეს შენსა და ღმერთსა ჩვენსა მოტევებად ურიცხვთა მათ ბრალთა ჩემთა, მხოლოო კურთხეულო.

 

უფალო შეგვიწყალენს 40-გზის.

 

მრავალმოწყალეო და ყოვლადძლიერო უფალო და ყოვლისა კეთილისა მომნიჭებელო, კაცთმოყვარეო და ყოვლისა სოფლისა მეფეთა და ერისა შენისა მფარველო, მეუფეო და უფალო შემიწყალე მე, რამეთუ გლახაკ და დავრდომილი ვარი მე. მეშინის მოწოდებად საკვირველისა და საშინელისა, წმიდისა სახელისა შენისა, რომლისაგან ყოველნი ძალნი ზეცისანი ძრწიან და ეშინის, შიშით და მოწიწებით სდგანან წინაშე შენსა, ხოლო ქვეყანასა ზედა გამოუთქმელისა კაცთ მოყვარებისა შენისა განგებულებასა ვადიდებ, მოვლინებითა საყვარელისა ძისა შენისა იესო ქრისტესითა, რომელი შენ დაუსაბამოსა მამისა საღმრთოთა წიაღთაგან განუშორებელ არს. რათა კაცნი ანგელოზთა თანა შეგვაერთნეს და ცხოველსმყოფელითა სიკვდილითა თისითა სიკვდილისაგან მიხსნეს ჩვენ. აწცა უფალო იხილე მჭმუნვარება და დახსნილება ჩემი, რამეთუ თიხა და მტვერი ვარ მე, უგალობ შენსა გამოუთქმელსა ღვთაებასა, შეგვიწყალენ და იხსნენ სულნი ჩვენნი სიკვდილისაგან და შეგვაერთენ ჩვენ მათთანა, რომელთა იგი უღელი შენი ტკბილი აღიღეს და ჯვარი ძისა შენისა მხართა იტვირთეს და დიდებასა შენსა დაუსრულებელსა ღირს ჰყვენ იგინი და მათ მიერ ეშმაკი მაცდური დაითრგუნა. შემიწყალე მეცა მრავალთა ცოდვათა მიერ შებღალული, აღახვენ ბაგენი ჩემნი ქებად შენდა, დაამტკიცე გონება ჩემი შიშსა შენსა, რათა მარადის სურვილითა შენითა აღეგზნას, მოეც უფალო თვალთა ჩემთა წყარო ცრემლთა, რათა განვიბანო მწიკვლი სულისა ჩემისა, ხოლო აღსრულებასა ჩვენსა, ღირს მყავ დაუბრკოლებლად სათნომყოფელთა შენთა თანა დგომად. მოიხსენენ უფალო მოწყალებითა შენითა მშობელნი ჩემნი და ყოველნი მოყვარენი ჩემნი, ძმანი და მეგობარნი და მეცნიერნი ჩემნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი და მეცა მაცხოვნე ლოცვითა ყოველთა წმიდათა თანა და მიითვალე აღსარება ესე ჩემი, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, შენდა დიდებისა ღმრთისა და მხოლოდშობილისა ძისა შენისა და ყოვლადწმიდისა სულისა შენისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!