მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მესამე კანონი

*****

 დასაწყისი ლოცვები...

 

ფსალმუნი 17

 

1. შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, და მჴსნელო ჩემო.

 

2. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაჲ ცხორებისა ჩემისა და ჴელისა ამპყრობელი ჩემი.

 

3. ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.

 

4. გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;

 

5. სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.

 

6. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა და ღაღადებაჲ ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა.

 

7. და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი.

 

8. აჴდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნნეს მისგან.

 

9. და მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა და ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა.

 

10. და აღჴდა ქერობინთა ზედა და აფრინდა, და აღფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა.

 

11. და დადვა ბნელი საფარველად მისა ღა გარემოს მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა.

 

12. ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუა და ნაბერწყალი ცეცხლისა.

 

13. და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.

 

14. მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი.

 

15. და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა.

 

16. გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა.

 

17. მიჴსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს.

 

18. მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა.

 

19. და გამომიყვანა მე ფართოდ; მიჴსნეს მე, რამეთუ მინება მე.

 

20. და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთასა მომაგოს მე.

 

21. რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან;

 

22. რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან.

 

23. და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან.

 

24. და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთასა წინაშე თუალთა მისთა.

 

25. წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოსა თანა უბრალო იყო,

 

26. და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო.

 

27. რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე;

 

28. რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო; ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი;

 

29. რამეთუ შენ მიერ ვიჴსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴდე ზღუდესა.

 

30. ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოჴურვებულ; შესავედრებელ არს იგი ყოველთათჳს, რომელნი ესვენ მას.

 

31. რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა ჩუენისა?

 

32. ღმერთი, რომელმან გარეშემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაჲ ჩემი;

 

33. განამტკიცნა ფერჴნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე.

 

34. განსწავლენ ჴელნი ჩვმნი ღუაწლსა და ყვენ მშჳლდ რვალისა მკლავნი ჩემნი.

 

35. და მომეც მე შემწე მაცხოვარებისა და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე.

 

36. ფართო-ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი.

 

37. ვდევნნე მტერნი ჩემნი და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ.

 

38. ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა.

 

39. და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე.

 

40. და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ.

 

41. ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ უფლისა მიმართ და არა ისმინა მათი.

 

42. და დავაწულილნე იგინი, ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თიჴაჲ უბნისა დავთრგუნნე იგინი.

 

43. მიჴსნე მე მჴდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა;

 

44. ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე, მორჩილებითა ყურისათა ისმინა ჩემი;

 

45. შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან.

 

46. ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისა.

 

47. ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა, და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე. მჴსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა

 

48. და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიჴსნე მე.

 

49. ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე.

 

50. განადიდე ცხორებაჲ მეფისა და ყოფად წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე. დიდება...



ფსალმუნი 18

 

1. ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

 

2. დღე დღესა აუწყებს სიტყუასა და ღამე ღამესა მიუთხრობს მეცნიერებასა.

 

3. არა არიან თქმულ არცა სიტყუაჲ, რომელთა-იგი არა ესმა ჴმაჲ მათი.

 

4. ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა _ სიტყუანი მათნი.

 

5. მზესა აღდგა კარავი თჳსი; და თავადი, ვითარცა სიძე რაჲ გამოვალნ ეზოთ თჳსით, იხარებდეს იგი, ვითარცა გმირი სრბად გზასა.

 

6. ცისკიდითგან არს გამოსლვა მისი და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისამდე; და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა.

 

7. შჯული უფლისაჲ უბიწო არს და მოაქცევს სულთა; წამებანი უფლისანი სარწმუნო არიან და გონიერ-ყვნიან ყრმანი.

 

8. სიმართლენი უფლისანი წრფელ არიან და ახარებენ გულთა; მცნებაჲ უფლისაჲ ბრწყინვალე არს, განმანათლებელ თუალთა. შიში უფლისაჲ წმიდა არს და ჰგიეს იგი უკუნითი უკუნისამდე.

 

9. განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტებით არიან და განმართლებულ მის თანა.

 

10. გულისსათქმელ არიან უფროს ოქროსა და ანთრაკთა პატიოსანთა ფრიად და უტკბილეს უფროს თაფლისა ღა გოლეულისა.

 

11. და რამეთუ მონამანცა შენმან იცვნეს ესე, და დაცვასა მათსა მოსაგებელ მრავალ.

 

12. შეცოდებანი ვინმე გულისჴმა-ყუნეს? საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმიდე მე.

 

13. და უცხოთაგან იცევ მონა შენი; არა თუ მეუფლნენ, მაშინ უბიწო ვიყო მე და განვწმიდნე მე ცოდვისაგან დიდისა.

 

14. და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი და ზრახვანი გულისა ჩემისანი შენ წინაშე მარადის, უფალო, მწეო ჩემო და მჴსნელო ჩემო.



ფსალმუნი 19

 

1. შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.

 

2. მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ჴელი აღგიპყარნ შენ;

 

3. მოიჴსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლადდასაწველნი შენნი განაპოხენ.

 

4. მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვა შენი აღგისრულენ.

 

5. ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა ჩუენ განვდიდნეთ;

 

6. აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაჲ შენი. აწ გულისჴმა-ყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თჳსი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაჲ მარჯუენისა მისისა.

 

7. ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით.

 

8. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.

 

9. უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.



ფსალმუნი 20

 

1. უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.

 

2. გულისთქმა გულისა მისისა მიეც მას და ნებაჲ ბაგეთა მისთა არა დააკლე მას.

 

3. რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გჳრგჳნი ქვისა მისგან პატიოსნისა.

 

4. ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.

 

5. დიდ არს დიდებაჲ მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაჲ და დიდად შუენიერებაჲ დაადგ მას ზედა;

 

6. რამეთუ მისცე მას კურთხევა უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაჲთა.

 

7. რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაჲთა არა იძრას.

 

8. იპოვენ ჴელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან პოვნეს ყოველნი მოძალენი შენნი.

 

9. რამეთუ დაასხნე იგინი, ვითარცა საჴუმილი ცეცხლისა ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.

 

10. ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.

 

11. რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახნეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.

 

12. რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განჰმზადო პირი მათი.

 

13. ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდე და ვაქებდე ძლიერებათა შენთა. დიდება...



ფსალმუნი 21

 

1. ღმერთო, ღმერთო ჩემო, მომხედენ მე; რაჲსათჳს დამიტევე მე? შორს არიან ცხორებისა ჩემისაგან სიტყუანი ბრალთა ჩემთანი.

 

2. ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე არა იღუაწე ჩემთჳს.

 

3. ხოლო შენ წმიდასა შინა დამკჳდრებულ ხარ ქებული ეგე ისრაჱლისაჲ.

 

4. შენ გესვიდეს მამანი ჩუენნი, გესვიდეს შენ და იჴსნენ იგინი;

 

5. შენდამი ღაღადებდეს და ცხონდეს, შენ გესვიდეს და არა ჰრცხუენა.

 

6. ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა.

 

7. ყოველნი, რომელნი მხედვიდეს მე, მეკიცხევდეს მე, იტყოდეს ბაგითა და ხრიდეს თავთა.

 

8. ესვიდა უფალსა და იჴსენინ იგი, აცხოვნენ იგი, რამეთუ ჰნებავს იგი.

 

9. რამეთუ შენ ხარ, რომელმან გამომიყვანე მე საშოჲთ, სასოო ჩემო, დედის ძუძუთ ჩემითგან.

 

10. შენდა შევვარდი მე საშოჲთგან, დედისმუცლით ჩემითგან. ღმერთი ჩემი ხარი შენ,

 

11. ნუ განმეშორები ჩემგან, რამეთუ ჭირი მახს მე და არა ვინ არს მწე ჩემდა.

 

12. გარემომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე;

 

13. აღაღეს ჩემ ზედა პირი მათი, ვითარცა ლომმან მტაცებელმან და მყჳრალმან.

 

14. ხოლო მე, ვითარცა წყალი დავითხიე და განიბნინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი, იქმნა გული ჩემი, ვითარცა ცჳლი დადნობილი შუა მუცელსა ჩემსა.

 

15. განჴმა, ვითარცა კეცი ძალი ჩემი და ენაჲ ჩემი სასასა ჩემსა აექუა და მიწად სიკუდილისა შთამჴადე მე.

 

16. რამეთუ გარემომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარემომიცვა მე;

 

17. განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი; მათ მიხილეს მე და განმიცადეს მე,

 

18. განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი.

 

19. ხოლო შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ჴელის აპყრობად ჩემდა მომხედენ;

 

20. იჴსენ მახჳლისაგან სული ჩემი და ჴელთაგან ძაღლთასა მხოლოდშობილებაჲ ჩემი;

 

21. მიჴსენ მე პირისაგან ლომისა და რქათაგან მარტორქისათა - სიმდაბლე ჩემი;

 

22. მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის ეკლესიასა გიგალობდე შენ.

 

23. მოშიშნი უფლისანი აქებდით მას და ყოველი ნათესავი იაკობისი ადიდებდით მას;

 

24. ეშინოდენ მისგან ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა, რამეთუ არა შეურაცხ-ყო, არცა მოიწყინა ლოცვა გლახაკისა, არცა გარემიაქცია პირი მისი ჩემგან და ხადილსა ჩემსა მისა მიმართ ისმინა ჩემი.

 

25. შენ მიერ არს ქებაჲ ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა; აღგიარო შენ, აღთქუმანი ჩემნი აღვასრულნე წინაშე მოშიშთა მისთა.

 

26. ჭამონ დავრდომილთა და განძღენ და აქებდენ უფალსა მეძიებელნი მისნი, ცხონდენ გულნი მათნი უკუნითი უკუნისამდე.

 

27. მოიჴსენონ და მოიქცენ უფლისა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და თაყუანის-სცენ წინაშე მისსა ყოველთა ტომთა თესლებისათა;

 

28. რამეთუ უფლისაჲ არს სუფევა და იგი მეუფებს ყოველთა ზედა წარმართთა.

 

29. ჭამეს და თაყვანი-სცეს ყოველთა პოხილთა ქუეყანისათა; მის წინაშე დაცჳოდიან ყოველნი, რომელნი შთავლენენ მიწად.

 

30. და სული ჩემი მისა ცხოველ არს და ნათესავმან ჩემმან ჰმონოს მას;

 

31. ეუწყოს უფალსა ნათესავი მომავალი. და უთხრობდენ სიმართლესა მისსა ერსა მას შობადსა, რომელ ქმნა უფალმან.



ფსალმუნი 22

 

1. უფალმან მმწყსოს მე და მე არა მაკლდეს.

 

2. ადგილსა მწუანვილოანსა მუნ დამამკვიდრა მე წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე.

 

3. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათჳს.

 

4. ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან - ამათ ნუგეშინის-მცეს მე.

 

5. განმზადეს წინაშე ჩემსა ტაბლა წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.

 

6. წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა, დამკჳდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.



ფსალმუნი 23

 

1. უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.

 

2. რამეთუ მან თავადმან ზღუათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი.

 

3. ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?

 

4. უბრალო ჴელითა და წმიდაჲ გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თჳსი და არცა ეფუცა ზაკვით მოყუასსა თჳსსა.

 

5. ამან მოიღოს კურთხევაჲ უფლისაგან და წყალობაჲ ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა.

 

6. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.

 

7. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა.

 

8. ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა, უფალი ძლიერი ღა მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა?

 

9. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისა.

 

10. ვინ არს ესე, მეუფჱ დიდებისა? უფალი ძალთა თავადი არს მეუფჱ დიდებისა. დიდება...


  •  შემდგომად აღსრულებისა რომელთამე კანონთა ანუ სრულიად დავითნისა