1. ვითარცა ცუარი ლეწვასა და წჳმაჲ მკასა, ეგრეცა არა არს უგუნურისა პატივი.
2. ვითარცა მფრინველი რაჲ აღფრინდის და სირი, ეგრეცა წყევაჲ ამავოჲ არავის მიუჴდეს.
3. ტანჯვაჲ ცხენსა და დეზი ვირსა, ხოლო კუერთხი ნათესავსა უგუნურსა.
4. ნუ მიუგებ უგუნურსა მისისაებრ უგუნურებისა, რაჲთა არა მსგავს მისა შჱნდე.
5. ნუ მიუგებ უგუნურსა მისისაებრ უგუნურებისა, რაჲთა არა ეგონოს ბრძენ თავი თჳსი.
6. გზათაგან თჳსთა საყუედრელ იქმნის, რომელმან მიავლინის უგუნური მოციქულად სიტყჳსა.
7. მოსპე სლვაჲ ფერჴთაჲ და იგავნი პირისაგან უგუნურისა.
8. ვითარცა იგი, ვინ შთადვის ქვაჲ შურდულსა, ეგრევე მსგავს არს, რომელმან მიჰსცეს დიდებაჲ უგუნურსა.
9. ეკალი ცენდებინ ჴელსა მომთრვალეთასა, ხოლო მონებაჲ - ჴელთა უგუნურთასა
10. ..... რამეთუ შეიმუსრის განკჳრვებაჲ მათი.
11. ვითარცა ძაღლი, რაჲ მიიქცის ნათხევსა თჳსსა და საძულელ იქმნის, ეგრეცა - უგუნური თჳსითა უკეთურებითა მი-რაჲ-იქცეს ცოდვასა.
12. ვიხილე კაცი, რომელსა ეგონა თავი თჳსი ბრძენ, ხოლო სასოებაჲ აქუნდა... უგუნურსა, ვიდრე მას.
13. თქჳს მცონარმან, წარ-რაჲ-ავლინებედ გზად: ლომი - გზათა ზედა და კაცის მკლველები - უბანთა ზედა.
14. ვითარცა კარი, რაჲ იქცევინ კორტიმლსა ზედა, ეგრეცა მცონარი ცხედარსა.
15. დაიმალნა ჴელნი მცონარმან წიაღთა შიდა და პირად ვერ უძლავს მიყოფად.
16. უბრძნჱს უჩნნ თავი თჳსი მცონარსა, ვიდრე იგი, რომელსა მაძღრივ მიაქუნ ხარებაჲ.
17. ვითარცა იგი, ვინ უპყრის ძაღლსა კუდი, ეგრეცა, რომელი წარუდგეს სხჳსა საშჯელსა.
18. ვითარცა იგი, რომელნი-იგი ულხინებედ, წარმოიხუნიან სიტყუანი წინაშე კაცთა, ხოლო რომელმან მიაგოს სიტყუაჲ, პირველადვე უბრკუმეს
19. ეგრეცა რომელნი უმზირიედ მეგობართა თჳსთა, რაჟამს ემხილის, თქჳან, ვითარმედ: «სიმღერით ვქმენით ესე.»
20. მრავალსა ზედა შეშასა აღატყდებინ ცეცხლი და სადა არნ გულ-მწყრალი, არა დაშრტის ლალვაჲ; ხოლო სადა არა არნ გულმწყრალი, დაყუდებულ არნ ლალვაჲ მარადის.
21. ლანძჳ ნაკუერცხალსა და შეშაჲ ცეცხლსა და კაცი მაგინებელი შფოთებად და ლალვად.
22. სიტყუა კუდკუეთილ ჩუკენი, ესენი ჰგუემედ საუნჯეთა მუცლისათა.
23. ვეცხლი ზაკუვით მიცემული ვითარცა კეცი შერაცხილ არს და ბაგეთა წრფელთა გულისა მწუხარებაჲ დაფარიან.
24. ბაგითა წამს-უყოფნ ყოველთა ტირილით მტერი, ხოლო გულსა თჳსსა ზაკუავნ სიტყუათა ბოროტთა.
25. რავდენვე გევედრებოდის მტერი ქენებით დიდითა ჴმითა, ნუ გრწამნ მისი, რამეთუ შჳდნი უკეთურებანი არიან გულსა მისსა.
26. რომელი იმალვიდეს მტერობასა, შეჰკრებს იგი ზაკუვასა. დაიფარნის ცოდვანი თჳსნი განცხადებულად კრებულსა შორის.
27. რომელი უთხრიდეს მღჳმესა მოყუასსა, იგივე შთავარდეს მას. და რომელი აგორვებდეს ლოდსა, თავსა ზედა თჳსსა აგორვებს.
28. ენასა მტყუვარსა ჰძულს ჭეშმარიტებაჲ, ხოლო პირმან უთმინოჲსამან აღადგინის შფოთი.