1. ნუ იქადი ხვალისა, რამეთუ არაჲ უწყი, რაჲ შვეს მომავალმან.
2. გაქებდინ შენ მოყუასი შენი და ნუ - პირი შენი, უცხონი და ნუ - ბაგენი შენნი.
3. მძიმე არს ქვაჲ და ძნიად სატჳრთველ - ქჳშაჲ, ხოლო რისხვაჲ უგუნურისაჲ უმძიმე არს ორთავე.
4. უწყალო არს გულისწყრომაჲ და მახჳლ რისხვაჲ, არამედ არარაჲ უუშურჱს არს მათსა შური.
5. უმჯობჱს არიან მხილებანი გამოცხადებულნი ვიდრე სიყუარულისა დაფარულისა
6. უღირს სარწმუნო წყლვანი მეგობრისანი, ვიდრე ნეფსით ამბორის-ყოფასა მტერისასა.
7. სული მაძღარი გოლსა ემღერინ, ხოლო სულსა ნაკლულევანსა მწარჱცა იგი ტკბილვე ჰგონიენ.
8. ვითარცა მფრინველი, რაჲ აღფრინდის ბუდეთაგან, ეგრეცა კაცი, რაჟამს უცხო იქმნის თჳსთაგან ადგილთა.
9. მონა არს ნელსაცხებელთა და ღჳნოთა და საკუმეველთა, იშუებნ გული, ხოლო დაეცემის შემთხუვათაგან სული.
10. მეგობარსა შენსა და მეგობარსა მამათა შენთასა ნუ დაუტეობ და სახლსა ძმისა შენისასა ნუ შეხუალ უკითხავად. უმჯობჱს არს მეგობარი ახლოს, ვიდრეღა-რა ძმაჲ, რომელი შორს მყოფ იყოს.
11. ბრძენ იყავ, შვილო, რაჲთა იხარებდეს გული შენი და გარე-წარაქციენ შენგან საყუედრელნი სიტყუანი.
12. გონიერი იგი მოწევნასა ბოროტისასა დაეფარა, ხოლო უგუნურნი ზედა მიუჴდენ და იზღვინენ.
13. მოუღე სამოსელი მისი, რამეთუ წარვიდა მაგინებელი მისი, რომელი უცხოჲსასა განჰრყუნის.
14. რომელი აკურთხევდეს მეგობარსა განთიად დიდითა ჴმითა, მწყევარსა არარაჲთ დააკლდეს იგი.
15. ნაწუელთა გამოაძიან კაცი დღეთა ზამთრისათა. ეგრეთვე დედაკაცმან მაგინებელმან თჳსისაგან სახლისა
16. ზეშთამოსა ქარსა ფიცხელსა სახელი მარჯუენით ჰრქჳან
17. რკინამან რკინაჲ აღმახჳს და კაცმან განარისხის პირი მოყუსისაჲ
18. რომელმან დაჰნერგოს ლეღჳ, ჭამოს მან ნაყოფი მისი; რომელი ჰსცვიდეს უფალსა თჳსსა, პოვოს მან პატივი.
19. ვითარცა იგი არა მსგავს არს პირი პირსა, ეგრეცა გულნი არა მსგავს არიან გულთა კაცთასა.
20. ჯოჯოხეთი და წარსაწყმედელი ვერ აღივსებიან; ეგრეცა თუალნი კაცთანი ვერ აღივსებიან.
21. გამოცდაჲ ვეცხლისაჲ და ოქროჲსაჲ - გამოჴურვებაჲ, ხოლო კაცი გამოიცადების პირითა მაქებელისა თჳსისაჲთა.
22. უკუეთუ ჰსაჯო უგუნური შოვრის კრებულისა და აყუედრებდე მას, ვერ-ვე მოუსპო უგუნურებაჲ მისი.
23. ცნობით იცნნე სულნი სამწყსოჲსა შენისანი და მიჰსცე გული შენი არვეზთა შენთა.
24. რამეთუ არა საუკუნე არს კაცისა სიმტკიცჱ და ძალი და არცა ეცემის ნათესავითი ნათესვად.
25. იღუწიდ ველსა ზედა მწუანვილსა და სთიბო მდელოჲ და შეკრიბე თივაჲ მწუანვილისაჲ,
26. რაჲთა გადგას ცხოვარი სამოსლად. პატივ-ეც ველსა, რაჲთა გედგნენ შენ კრავნი.
27. შვილო, გქონან შენ ჩემ მიერ სიტყუანი ძლიერნი ცხოვრებასა შენსა და ცხოვრებასა მსახურთა შენთასა.