მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

იგავნი სოლომონისანი

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 25 

 

1. იგავნი სოლომონისნი, მეფისა ისრაჱლისანი, გამოუკულეველნი, რომელ აღწერნეს მეგობართა ეზეკია მეფისა ურიასტანისათა.

 

2. დიდებაჲ ღმრთისა ჰფარავს სიტყუათა, ხოლო დიდებაჲ მეფისა პატივ-სცემს მეფესა.

 

3. ცაჲ მაღალ არს და ქუეყანაჲ ღრმა, ხოლო გული მეფისა გამოუკუველ.

 

4. განჭედე გამოუცდელი ვეცხლი და განწმიდნეს ყოვლად წმიდად.

 

5. და მოისპნენ წარმართნი პირისაგან მეუფისა და წარემართოს სიმართლით საყდარი მისი.

 

6. ნუ ლაღად იქცევი წინაშე მეფისა, ნუცა ადგილსა ძლიერსა დასჯდები.

 

7. უმჯობეს არს შენდა, რათა გრქუან: აღმორე ზემო, ვიდრე დამდაბლებასა შენსა წინაშე ძლიერისა.

 

8. რაჲ-იგი იხილეს თუალთა შენთა, თქუ: ნუ წარმდებ იქმნები ლალვასა, რათა არა ინანდე უკუანასკნელ, რაჟამს გაყუედროს მეგობარმან.

 

9. ნუუკვე გაყუედროს მეგობარმან და ლალვა და მტერობაჲ არა განგეროს შენ, არამედ იყოს სწორ სიკუდილისა; მადლი და მეგობრობაჲ განგააზნაურებს. დაიმარხე თავისა შენისა, რათა არა საყუედრელ იქმნე, არამედ დაიმარხენ გზანი შენნი კეთილად,

 

10. გარემიიქცევ მისგან, ნუუკვე შეურაცხ-გყოს.

 

11. ბირთჳ ოქროჲსა მძივსა სარდიონისასა თქუმად სიტყუაჲ;

 

12. საყურსა ოქროჲსასა და ანთრაკითა პატიოსნითა შემკული არს სიტყუაჲ სიბრძნისა ყურთა მორჩილთასა.

 

13. ვითარცა გამოსლვაჲ თოვლისა მკათა ზედა სიცხესა საგრილობელ, ეგრევე მოციქული სარწმუნოჲ, რომელთა წარავლინონ იგი, რამეთუ გულთა, რომელთა იჴსენონ იგი - სარგებელ არს იგი.

 

14. ვითარცა ქარნი და წჳმანი და ღრუბელნი სასტიკნი, ეგრეთვე რომელნი იქადიან საცემელსა ტყუელვით.

 

15. სულგრძელებაჲ გზათა მეფისათა წარმართებად, ხოლო ენამან ლბილმან შემუსრნის ძუალნი.

 

16. თაფლი ჰპოვე? ჭამე რავდენ წეს არს, ნუუკუე განსძღე და წარმოსთხიო.

 

17. იშჳთ შედგი ფერჴი შენი მეგობრისა, ნუუკე მოეწყინო და მოგიძულოს შენ. 

 

18. ვითარცა ვაზრი და მახჳლი და ისარი პირედი, ეგრეცა კაცი, რომელი შესწამებდეს მეგობარსა თჳსსა წამებასა ცილსა.

 

19. გზაჲ უკეთურისაჲ და ფერჴი უშჯულოჲსაჲ მოისპოს დღესა ბოროტსა.

 

20. ვითარცა მღილი სამოსელსა და მატლი ძელსა, ეგრეცა მწუხარებამან კაცისამან ავნის გულსა.

 

21. ჰშიოდის მტერსა შენსა, გამოზარდე იგი, უკუეთუ ჰსწყუროდის, - ასუ მას.

 

22. ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა, ხოლო უფალმან მოგაგოს შენ კეთილი.

 

23. ქარმან ზეშთამომან აღადგინის ღრუბელი და პირმან ურცხჳნომან ენაჲ აღიბაძვის.

 

24. უმჯობეს არს ყოფაჲ ყორესა ერდოჲსასა, ვიდრეღა დედაკაცისა მაგინებელისა სახლსა შინა ზოგადსა.

 

25. ვითარცა წყალი სულსა წყურიელსა, ეგრეცა სახარებაჲ კეთილი ქუეყანით შორით.

 

26. ვითარცა იგი, ვინ წყაროჲ დაყო და გამოსავალი წყლისაჲ განრყუნა, ეგრე შეუგვანებელ არს მართალი დაცემად წინაშე უღმრთოჲსასა.

 

27. ჭამად თაფლი ფრიად არაკეთილ არს, ხოლო პატივის-ცემაჲ სიტყუთა დიდებულთაჲ - ღირს.

 

28. ვითარცა ქალაქი ზღუდე დარღუეული და უზღუდოჲ, ეგრეცა კაცი, რომელი არა ზრახვით რასმე იქმნ.

 

 25