1. შვილო, ნუ ჰბაძავ კაცთა უგუნურთა, ნუცა გული გითქუამნ ყოფად მათ თანა,
2. რამეთუ სიცრუვესა იწურთის ენაჲ მათი, და სალმობასა იტყჳან ბაგენი მათნი.
3. სიბრძნით იშენების სახლი და გულისჴმის-ყოფით აღემართების.
4. და მეცნიერებით აღივსებიან საუნჯენი ყოვლითა სიმდიდრითა პატიოსნითა და კეთილითა.
5. უმჯობეს არს ბრძენი ძლიერისა და კაცი, რომელსა გონიერებაჲ აქუნდეს, ქუეყანისმოქმედისა დიდისა.
6. განგებულებით იქმნების ბრძოლაჲ, ხოლო შეწევნაჲ გულისაგან განმზრახველისა.
7. სიბრძნჱ და გონიერებაჲ კეთილი ბჭეთა ზედა ბრძენთასა. ბრძენთა არა გარდააქციონ პირისაგან ღმრთისაჲსა.
8. არამედ ზრახევდ კრებულსა შოვრის: უსწავლელთა შეემთხჳოს სიკუდილი.
9. და მოკუდეს უგუნური ცოდვასა შინა. არაწმიდებითა კაცი ბილწებით შეიგინოს.
10. დღესა ბოროტსა და დღესა ბრძოლისასა მოუკლებელად
11. იჴსენ სიკუდილდ რომელ მიცემულ იყვნენ... ნუ სწყალობ.
12. უკუეთუ სთქუა ვითარმედ: არა ვიცნი ესე, არამედ იცნის უფალმან გულნი ყოველთანი და რომელმან დაჰბადნა სულნი, მან იცის ყოველი, რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.
13. ჭამე თაფლი, შვილო, რამეთუ კეთილ არს გოლი, რაჲთა დატკბნეს სასაჲ შენი.
14. და ეგრჱთ სცნა სიბრძნჱ სულისა შენისა. უკუეთუ ჰპოვო, იყოს კეთილ აღსასრული შენი და სასოებამან არა დაგიტეოს შენ.
15. ნუ მოიყვანებ უღმრთოსა საყოფლად მართლისაჲ, ნუ სცთები მაძღრობითა გულისათა,
16. შჳდგზის ღათუ დაეცეს მართალი, აღ-ვე-დგეს, ხოლო უღმრთონი მოუძლურდნენ ბოროტსა შინა.
17. უკუეთუ დაეცეს მტერი შენი, ნუ მოგცხრებინ და შებრკოლებასა მისსა ნუ აჰმაღლდები.
18. ნუუკუე იხილოს იგი უფალმან და არა სთნდეს და გარეწარიქციოს გულისწყრომაჲ თჳსი მისგან.
19. ნუ გიხარინ ბოროტისმოქმედთა ზედა, ნუცა ჰბრძავ ცოდვილთა ზედა,
20. რამეთუ არა ესუას ნაშობი უკეთურთა და ბრწყინვალებაჲ უღმრთოთა დაშრტეს.
21. გეშინოდენ, შვილო, ღმრთისა და მეფისა და ნუ ურჩ ექმნები ორთავე მათ,
22. რამეთუ მეყსეულად იჴმინიან უღმრთონი, ხოლო ტანჯვაჲ ორთავე ამათ ვინმე ცნას.
23. ამას გეტყჳ თქუენ: გონიერთა ცნობად სამართლისა ნუ გრცხუენინ, თუალთ-ღებაჲ სასჯელსა შინა არა კეთილ არს.
24. რომელმან ჰრქუას უღმრთოსა მართალ, წყეულ იყავნ ერისაგან და საძაგელ ნათესავთა შორის.
25. ხოლო რომელთა შეატყვან იგინი, უმჯობესად გამოჩნდენ და მათ ზედა მივიდეს კურთხევაჲ.
26. ბაგითა ამბორს-უყოფენ მიგებასა კეთილთა სიტყუათა,
27. აერთა ქუეშე განჰმზადენ განსავალად საქმენი შენნი და აღემზადე ველად და ვიდოდე შემდგომად ჩემსა და აღეშენოს სახლი შენი
28. ნუ იყოფი ცრუმოწამე მოქალაქისა შენისათჳს, ნუცა განჰვრცნები ბაგითა შენითა.
29. ნუ იტყჳ ვითარმედ: ვითარცა მიყო, უყო მეცა. და მივაგო მას, რაოდენი მავნო მე.
30. ქუეყანაჲ საქმარი არს კაცი უგუნური და, ვითარცა ვენაჴი, კაცი ნაკლული გონებითა.
31. უკეთუ დაუტეო იგი, მოოჴრდეს და თივაჲ აღმოცენებულ იქმნეს და ყოვლადვე მოოჴრდეს. და ზღუდენი ქვათა მისთანი დაირღუენ.
32. უკუანასკნელ სთქუა: მე შევინანე და მოვიხილე გამორჩევად სწავლულებისა.
33. მცირედ დავიძინო და მცირედ დავისხნე ჴელნი მკერდსა ჩემსა. უკეთუ ესე ჰყო,
34. მოიწიოს, ვითარცა წინამორბედი სიგლახაკე შენი და ნაკლულევანებაჲ შენი, ვითარცა კეთილმსრბოლი.