1. რამეთუ ყოველი ესე მივეც გულსა შინა ჩემსა, და გულმან ჩემმან იხილა ესე ყოველი, ვითარცა მართალნი და ბრძენნი, და საქმენი მათნი ჴელსა შინა ღმრთისასა; და სიყვარულისაცა და სიძულილისა არს მეცნიერ კაცი, ყოველნი წინაშე პირსა მათსა.
2. ამაოებაჲ ყოველთა შინა, შემთხუევაჲ ერთ მართლისა და უღმრთოჲსაჲ, კეთილისა და ბოროტისაჲ, წმიდისა და არაწმიდისაჲ, მემსხუერპლისა და არამემსხუერპლისაჲ, ვითარცა კეთილი, ვითარცა მცოდველი, ვითარცა მფუცავი, ვითარცა მოშიში ფიცისაჲ.
3. ესე ბოროტ არს ყოვლისა ქმნილისა შორის მზესა ქუჱშე, რამეთუ შემთხუჱვაჲ ერთ არს ყოველთაჲ, და გული ძეთა კაცთაჲ აღივსო ბოროტითა და მიმოკუჱთებაჲ გულსა შინა მათსა ცხორებასა მათსა და მათსა მკუდართა მიმართ.
4. ვინათგან ვინ არს, რომელი ეზიარების, ყოველთა მიმართ ცხოველთა არს სასოებაჲ, რამეთუ ძაღლი ცოცხალი იგი უკეთეს უფროჲს ლომისა მკუდრისა.
5. ვინათგან ცოცხალნი სცნობენ, რამეთუ მოკუდებიან, ხოლო მკუდარნი არა არიან მეცნიერ არარაჲსა, და არა არს მათდა მერმეცა სასყიდელი, რამეთუ დავიწყებულ არს საჴსენებელი მათი.
6. და სიყუარული და სიძულილი მათი და შური მათი, ეგერა, წარწყმდა და ნაწილი მათი არა არს მერმე საუკუნოდ ყოველსა შინა ქმნულსა მზესა ქუჱშე.
7. მოვედ და ჭამე სიხარულსა შინა პური შენი და სუ გულითა კეთილითა ღჳნოჲ შენი, რამეთუ, ეგერა, სათნო-იჩინა ღმერთმან ქმნილნი შენნი.
8. ყოველსა შინა ჟამსა, რაჲთა იყვნენ სამოსელნი შენნი სპეტაკ, და ზეთი თავსა შენსა რაჲთა ნუ მოაკლდების.
9. და იხილე ცხორებაჲ დედაკაცისა თანა, რომელი შეიყუარე ყოველთა შინა დღეთა ცხოვრებისა ამაოებისა შენისათა, რომელი მოგეცა შენ მზესა ქუჱშე, რამეთუ ესე ნაწილ არს შენდა ცხოვრებასა შინა შენსა და შრომასა შინა შენსა, რომელსა შენ შურები მზესა ქუჱშე.
10. ყოველნი, რაოდენნი უკუეთუ პოვნეს ჴელმან შენმან ქმნად, ვითარცა ძალ-გედვას, ქმნენ, რამეთუ არა არს ქმნილი და გულისსიტყუაჲ, და მეცნიერებაჲ და სიბრძნე ჯოჯოხეთსა შინა, სადაცა შენ წარხუალ, მუნ.
11. მოვიქეც და ვიხილე მზესა ქუჱშე, რამეთუ არა სუბუქთაჲ სრბაჲ, და არცა ძლიერთაჲ ბრძოლაჲ და არცა თჳთ ბრძენსა პური, და არცა გულისჴმისმყოფელთა სიმდიდრე, და არცა მეცნიერთაჲ მადლი, რამეთუ ჟამი და შემთხუჱვაჲ შეემთხჳოს მათ ყოველთავე ამათ.
12. უკუჱ ვერ ცნა კაცმან ჟამი თჳსი, ვითარცა თევზნი მონადირებულნი ბადეთა შინა ბოროტთა, და, ვითარცა მფრინველნი შეპყრობილნი მახეთა შინა, ვითარცა ესენი მოინადირებიან ძენი კაცთანი, ჟამსა შინა ბოროტისასა, რაჟამს-იგი ზედადაეცეს მათ ზედა მეყსეულად.
13. და ვიხილე ესე სიბრძნე მზესა ქუჱშე, და დიდ არს ჩემდა მომართ.
14, ქალაქი მცირე და კაცნი მას შინა მცირენი, და მოვიდეს მას ზედა მეფე დიდი, და გარემოიცვას იგი და შეუქმნას მას ზედა საწერტელი დიდი.
15. და იპოვის მას შინა კაცი გლახაკი, ბრძენი და ამან აცხოვნის ქალაქი სიბრძნითა თჳსითა, და კაცმან არა მოიჴსენოს კაცისაჲ მის გლახაკისაჲ.
16. და ვსთქუ მე: «კეთილ არს სიბრძნე უფროჲს ძალისა და სიბრძნე გლახაკისაჲ შეურაცხ, და სიტყუანი მისნი არა არიან სმენილ».
17. სიტყუანი ბრძენთანი განსუჱნებასა შინა ისმინებიან უფროჲს ღაღადებისა ჴელმწიფეთასა უგუნურებასა შინა.
18. კეთილ არს სიბრძნე უფროჲს ჭურჭელთა ბრძოლისათა და მცოდველმან ერთისამან წარწყმიდის კეთილი მრავალი.