1. და ვინ უწყის აღჴსნაჲ სიტყჳსაჲ, სიბრძნე კაცისა განანათლებს პირსა მისსა და ურცხჳნოჲსა პირი მისი მოძულებულ იქმნეს.
2. პირი მეფისაჲ დაიცევ და სიტყჳსათჳს ფიცისა ღმრთისა ნუ ისწრაფი,
3. პირისაგან მისისა ნუ განხუალ, ნუ დასდგები სიტყუასა ზედა ბოროტსა, რამეთუ ყოველი, რომელიცა ინებოს, ქმნას.
4. ვითარცა მეფე ჴელმწიფებელი ზრახავს, და ვინ ჰრქუას მას: «რაჲ ჰყავ?»
5. და მცველმან მცნებისამან არა იცის სიტყუაჲ ბოროტი და ჟამი საშჯელისაჲ უწყის გულმან ბრძნისამან.
6. რამეთუ ყოვლისავე ნივთისა არს ჟამი და სასჯელისა, რამეთუ მეცნიერება კაცისა მრავალ არს მას ზედა,
7. რამეთუ არა არს მეცნიერი, რაჲ ყოფად, თჳნიერ ვითარცა იყოს, ვინ უთხრას მას?
8. არა არს კაცი მაჴელმწიფებელ სულითა, რომელ დაყენებად სულისა, და არა არს მოციქულობა დღესა შინა ბრძოლისასა, და არა ცხოვნდეს არაწმიდა მყოფი მათ შინა.
9. და ყოველივე ესე ვიხილე და მივეც გული ჩემი ყოვლისა შინა ქმნილისა, რომელი ქმნულ არს მზესა ქუეშჱ, ყოველსა რაოდენსა ეჴელმწიფა კაცი კაცსა შინა, რომელ განბოროტებად მისა.
10. და მაშინ ვიხილე არაწმიდა საფლავსა შინა მიყვანებულნი, და წმიდისაგან, და განვიდეს და ქებულ იქმნეს ქალაქსა შინა, რამეთუ ესრეთ ყვეს. და ესეცა ამავოება.
11. რამეთუ არა არს ცილებისა მყოფელისა მოქმედთაგან ბოროტისათა მსწრაფადსა შინა, ამისთჳს ირწმუნებს გული ძეთა კაცთა მათდა შინა, რომელ ქმნად ბოროტისა.
12. რომელმან ცოდა და ქმნა ბოროტი მიერითგან და სიშორისაგან მისისა, რამეთუ უწყი მე, რამეთუ არს კეთილი მოშიში ღმრთისა, რაჲთა ეშინოდის პირისაგან მისისა.
13. და კეთილი არა ეყოს არაწმიდასა, და არა განაგრძობს დღეთა აჩრდილსა შინა, რომელი არა არს მოშიში პირისაგან ღმრთისა.
14. არს ამაოებაჲ, რომელი შექმნულ არს ქუეყანასა ზედა, რამეთუ არიან მართალნი, ვინათგან მიიწევის მათდა ზედა, ვითარცა ქმნილი არაწმიდანი, და არიან უღმრთონი, ვინათგან მიიწევის მათდა ზედა, ვითარცა ქმნილი მართალთაჲ, და ვთქუ: «ესეცა ამაოება».
15. და ვაქე მე შვებულება, რამეთუ არა კეთილი კაცისა მზესა ქუეშჱ, არამედ რომელ ჭამად და სუმად და რომელ შუჱბულებად; და იგი სასარგებლო მისი შრომასა შინა მისსა დღეთა შინა ცხოვრებისა მისისასა, რომელი მისცა მას ღმერთმან მზესა ქუჱშე.
16. რომელთა შინა მივეც გული ჩემი ცნობად სიბრძნისა და რომელ უწყებად ზრუნვაქმნული ქუეყანასა ზედა, რამეთუ დღესა შინა და ღამესა შინა ძილისა თუალთა შინა თჳსთა არა არს მხედველი.
17. და ვიხილე ყოველთა ქმნილთა ღმრთისათა, რამეთუ ვერ ძალ-უც კაცსა პოვნად ქმნილი, შექმნული მზესა ქუჱშე, რაოდენ უკუჱთუ დაშურეს კაცი ძიებად და არა პოოს, და რაოდენ უკუჱთუ თქუას ბრძენმან ცნობად, ვერშემძლებელ იქმნეს პოვნად.