1. კეთილ არს სახლი უფროჲს ზეთისა, კეთილ არს დღე სიკუდილისაჲ უფროჲს დღისა შობისა მისისასა.
2. კეთილ არს სლვად სახლსა შინა გლოვისასა ვიდრე სლვად სახლსა შინა სუმისასა, ვინაჲთგან ესე აღსასრული ყოვლისა კაცისაჲ, და ცოცხალმან მისცეს კეთილი გულსა შინა მისსა.
3. კეთილ არს გულისწყრომაჲ უფროჲს სიცილისა, რამეთუ შეჭმუნვასა შინა პირისასა ისანატრიელოს გული.
4. გული ბრძენთაჲ სახლსა შინა გლოვისასა, და გული უგუნურთაჲ სახლსა სიხარულისასა.
5. კეთილ არს სმენად შერისხვასა ბრძნისასა, უფროჲს კაცისა მსმენელისა სიმღერისა უგუნურთა.
6. ვითარცა ჴმაჲ ეკალთაჲ ქუეშე სიავისა, ეგრეთვე სიცილი უგუნურთაჲ, და ესეცა ამაოებაჲ.
7. რამეთუ ცილისწამებაჲ შეაშფოთებს ბრძენსა და წარსწყმედს გულსა კეთილშობილობისა მისისასა.
8. კეთილ არს უკუანაჲსკნელი სიტყუაჲ უფროჲს დასაბამისა მისისა, კეთილ არს სულგრძელი უფროჲს მაღლისა სულითა.
9. ნუ მოსწრაფე ხარ სულსა შინა თჳსითა გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომაჲ წიაღთა შინა უგუნურთა განისუენებდეს.
10. ნუ იტყჳ: «რაჲ იქმნა, რამეთუ დღენი პირველნი კეთილნი იყვნეს უფროჲს ამათსა?» რამეთუ არა სიბრძნით იკითხეა მისთჳს?
11. კეთილ არს სიბრძნე დამკჳდრებით და აღმატება მხედველთა მზისათა.
12. რამეთუ აჩრდილსა შინა მისსა სიბრძნე, ვითარცა აჩრდილსა ვეცხლისასა, და აღმატება მეცნიერებისაჲ სიბრძნისაჲ ცხოველ-ჰყოფს, რომელია მისგან.
13. იხილენ ქმნილნი ღმრთისანი, რამეთუ ვის ძალ-უც შემკობად, არს შემკობად მათ, რომელიცა უკუეთუ ღმერთმან გარდააქციოს?
14. დღესა შინა კეთილობისა მისისა ცხონდი კეთილსა შინა და იხილე დღესა შინა ბოროტისასა, და იხილე ამით თანა შეთქმით, ესე ქმნა ღმერთმან თქმათათჳს, რაჲთა არა პოოს კაცმან უკანით მისა არარა.
15. ყოველნივე ვიხილენ დღეთა შინა ამაოებისა ჩემისასა; არს მართალი წარწყმედილი სიმართლესა შინა თჳსსა და არს არაწმიდა გებულ სიბოროტესა შინა თჳსსა.
16. ნუ იქმნები მართალი ფრიად და ნუ ჰბრძნობ ნამეტავად, ნუთუ არა ოდეს განცჳფრდე.
17. და ნუ არაწმიდებ ფრიად, ნუ იქმნები ფიცხელ, რაჲთა არა მოჰკუდე თჳნიერ ჟამსა შინა შენსა.
18. კეთილ არს დაპყრობად მისი, და ამისგან ნუ შეამწიკულებ ჴელსა შენსა, რამეთუ მოშიში ღმრთისაჲ მოასწრებს ყოველსა.
19. სიბრძნე შეეწევის ბრძენსა უფროჲს ათთა ჴელმწიფეთა ქალაქსა შინა.
20. რამეთუ არა არს კაცი მართალი ქუეყანასა ზედა, რომელმან ქმნეს კეთილი და არა ცოდოს.
21. ყოველთა შინა სიტყუათა, რომელთა აღმოიტყჳიან არაწმიდანი, ნუ დაიდებ გულსა შენსა, რაჲთა არა ისმინო მონისა შენისა მწყევარისა შენისა.
22. რამეთუ მრავალგზის ბოროტებს შენ ზედა და მოსლვითა განაბოროტოს გული შენი, და ვითარცა შენ სწყევ სხუათა მრავალთა.
23. ყოველნი ესე გამოვიცადენ სიბრძნესა შინა და ვთქუ: «განვბრძნდი».
24. და ესე განმეშორა ჩემგან შორს უფროჲს, ვიდრე იყვნეს და უფსკრულსა სიღრმისასა ვინ იპოოს იგი?
25. გარემოვიცევ მე და გულმან ჩემმან რომელ ცნობად, რომელ მიხედვად, და რომელ ძიებად სიბრძნისა და მეცნიერებისა, და რომელ ცნობად არაწმიდისა უმეცრებისა, და გულფიცხელობისა და საცთურისა.
26. და ვპოებ მე მას, ვარქუ: «უმწარეს უფროჲს სიკუდილისა დედაკაცისა, რამეთუ არს მომნადირებელ და საფრჴე გული მისი და საკრველი ჴელთა შინა მისთა», კეთილი წინაშე პირსა ღმრთისასა მიიღების მისგან და მცოდველი მიღებულ იქმნეს მისგან.
27. «აჰა, ესერა, ვპოვე, - თქუა ეკლესიასტე, - ერთიერთისა რომელ პოვნად გულისსიტყჳსაჲ,
28. რომელი იძია სულმან ჩემმან და არა ვპოვე; და მამაკაცი ერთი ათასისაგან ვპოე და დედაკაცი ამათ ყოველთა შორის არა ვპოე,
29. გარნა ესე ვპოე, რომელი შექმნა ღმერთმან კაცისა წრფელისა. და ამათცა მოიძიეს გულისსიტყუათა მრავალნი, ვინ უწყნის ბრძენნი.