მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ეკლესიასტე

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 6 

 

1. არს სიბოროტე, რომელი ვიხილე მზესა ქუჱშე და მრავალი არს კაცთა შორის. 

 

2. კაცსა, რომელსა მისცეს ღმერთმან სიმდიდრე და საქონელნი და დიდებაჲ, და არა ნაკლულევან არს სული მისი ყოველთაგან, რომელთა გულმან უთქუა, და არა მისცემს მას ღმერთი ფლობად მისგან ჭამად, რამეთუ კაცმან უცხომან ჭამოს მისგან. და ესე ამაოება და სნეულება ბოროტი არს. 

 

3. უკუეთუ შუნეს კაცმან ასი შჳლნი და მრავალთა წელთა ცხოვნდეს და ფრიად იყოს დღენი წელიწადთა მისთანი, და სული მისი არა განიძღოს კეთილთაგან, და დაფლვა არა იქმნა მისი, ვსთქვა: «კეთილ უფროჲს მისა განგდება.

 

4. რამეთუ ამაოებასა შინა მოვიდა, და ბნელსა შინა დაიფაროს სახელი მისი. 

 

5. და მზე არა იხილა და არცა ცნა განსუჱნებაჲ მისი უფროჲს ამისსა.

 

6. და ცხომდა ათას წელ ყოვლისაებრ და კეთილობა არა იხილა, ნუ თუ არაერთსა ადგილსა თუ მივლენ ყოველნი?

 

7. ყოველი შრომაჲ კაცისაჲ პირსა შინა მისსა, და სული არა აღივსოს. 

 

8. რამეთუ რაჲ უმეტესობა ბრძენთაჲ უფროჲს უგუნურთაჲსა მით, რამეთუ გლახაკმან სცნა სლვაჲ წინაშე ცხოვრებისა.

 

9. კეთილ არს ხედვა თვალთა უფროს მსლველისა სულითა, და, აჰა, ამავოება და აღრჩევა სულისა. 

 

10. უკუეთუ რა იქმნა, ეგერა, წოდებულ არს სახელი მისი და, იცნობა, რომელი არს კაცი, და ვერშემძლებელ არს განსჯად უძლიერესისა თანა უფროს თავისა თჳსისა.

 

11. რამეთუ არიან სიტყვანი მრავალნი, განმამრავლებელნი ამაოებისა.

 

12. რაჲ უმეტეს კაცისა, რამეთუ ვინ უწყის კეთილი კაცისაჲ ცხორებასა მისსა შინა, რიცხუსა დღეთა ცხორებისა ამაოებისა მისისათასა. და ყვნა იგინი აჩრდილსა შინა, რამეთუ ვინ მიუთხრას კაცსა, რაჲ იყოს შემდგომად მისსა მზესა ქუჱშე?

 

 6