მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ეკლესიასტე

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 5 

 

1. დაიცევ ფერჴნი შენნი, ოდეს უკუე ვიდოდი სახლსა შინა ღმრთისა, და მიეახლე, რომელ სმენად უფროს მისაცემელსა უგუნურთასა მსხუერპლი შენი, ვინაჲთგან არა უწყიან, რამეთუ ჰყოფენ ბოროტსა.

 

2. ნუ ისწრაფი პირითა შენითა და გული შენი რაჲთა სწრაფობდეს გამოღებად სიტყჳსა წინაშე პირსა ღმრთისასა, რამეთუ ღმერთი ცათა შინა მაღლა და შენ - ქუეყანასა ზედა ამისთჳს, რაჲთა იყვნენ სიტყუანი შენნი მცირე, 

 

3. რამეთუ მოიწევის სიზმარი მრავალთა შინა განსაცდელთაჲთა და ჴმაჲ უგუნურისაჲ სიმრავლითა სიტყუათაჲთა. 

 

4. ვითარცა უკუეთუ აღთქუა აღთქმა ღმერთსა, ნუ ყოვნი მიცემად მას, რამეთუ არა არს ნებაჲ უგუნურთა თანა, შენ უკუჱ რაოდენი უკუეთუ აღსთქვა, მიეც.

 

5. კეთილ არს, რომელ არა აღთქუმად შენდა, ვიდრე აღთქმასა შენდა და არა მისცემდ. 

 

6. ნუ მისცემ პირსა შენსა, რომელ საცოდველად ჴორცთა შენთა და ნუ იტყჳ წინაშე პირსა ღმრთისა, რამეთუ: «უმეცრებაჲ არს», რაჲთა არა განრისხნეს ღმერთი ჴმისათჳს შენისა და განხრწნეს ქმნილნი ჴელთა შენთანი, 

 

7. რამეთუ სიმრავლეთა შინა სიზმართაჲთა და ამაოებათაჲთა და სიტყუათა მრავალთაჲთა, ხოლო შენ ღმრთისა გეშინოდენ.

 

8. უკუეთუ ცილის-წამებაჲ დავრდომილისა და მტაცებელობა მსჯავრისა და სიმართლისა იხილო სოფელსა შინა, ნუ დაგიკჳრდების ნივთისათჳს, რამეთუ მაღალი ზედა მაღალსა სცავს და მაღალნი მათ ზედა. 

 

9. და აღმატება ქუეყანისაჲ ყოველსა ზედა, არს მეფე აგარაკისა მოქნილისა. 

 

10. მოყვარე ვეცხლისა ვერ განძღეს ვეცხლითა, და ვინ შეიყვარა სიმრავლესა შინა მათთა ნაყოფი? ესეცა ამავოება. 

 

11. სიმრავლესა შინა კეთილისა განმრავლდეს მჭამელნი მისნი, და რაჲ სიმჴნე მყოფისა მისგან; რამეთუ დასაბამ, რომელი ხილვად თუალთა თჳსთა. 

 

12. ტკბილ არს ძილი მონისაჲ, უკუეთუ მცირედ ანუ ფრიად ეჭამოს და განიძღოს, განმდიდრებად რამეთუ არა არს, რომელმან უტევოს მას ძილად. 

 

13. არს სნეულებაჲ, რომელი ვიხილე მე მზესა ქუჱშე, სიმდიდრე დამარხული მისგან განბოროტებასა შინა მისსა. 

 

14. წარწყმდების სიმდიდრე იგი ზრუნვასა შინა ბოროტსა; და შვა ძე და არა არს ჴელსა მისსა არა რაჲ. 

 

15. ვითარცა გამოვიდა იგი მუცლისათ დედისაგან თჳსისა შიშუჱლი, მიიქცეს მისლვად, ვითარცა მოვიდაცა, და არა რაჲ მიიღოს შრომათა შინა მისთა, რაჲთა მივიდეს ჴელსა შინა მისთა. 

 

16. და ესე სნეულებაჲ ბოროტი, რამეთუ, ვითარცა მოვიდა, ეგრეთვედა განვიდეს, და რაჲ მეტობასა მისსა, რომელსა შურების ქარისა ზედა.

 

17. რამეთუ ყოველნი დღენი მისნი ბნელსა შინა და ტირილსა და გულისწყრომასა შინა მრავალსა, და სნეულებასა შინა და რისხვასა შინა.

 

18. ესერა, ვიხილე მე კეთილი, რომელ არს კეთილ: რომელ ჭამაჲ და რომელ სუმაჲ და რომელ ხილვაჲ კეთილობისაჲ ყოველთა შინა შრომასა თჳსსა, რომელსაცა დაშურა მზესა ქუჱშე რიცხუსა დღეთა ცხოვრებისა მისისათა, რომელნი მისცნა მას ღმერთმან, რამეთუ ესე ნაწილ არს მისი.

 

19. რამეთუ ყოვლისა კაცისა, რომლისა მისცა მას ღმერთმან სიმდიდრე და საქონელნი, და ჴელმწიფებაჲ მისცა მას ჭამად მისგან, და მიღებად ნაწილსა თჳსსა და მხიარულ-ყოფად ნაშრომითა თჳსითა, ესე ნიჭი ღმრთისაჲ არს, 

 

20. რამეთუ არამრავალთა ჴსოვნად აქუს დღეთა ცხორებისა მისისათა, ვინაჲთგან ღმერთი მიუხუამს მას მხიარულებასა შინა გულისა მისისაჲთა.

 

 5