1. მწერნი მწყდარნი ჰყოფენ ზეთისა სიტკბოსა, პატიოსან არს მცირედ ბრძნისა უფროს დიდებასა მას უგუნურებისასა.
2. გული ბრძნისაჲ მარჯუენით მისა და გული უგუნურისაჲ მარცხენით მისა.
3. და გზასა შინა რაჟამს ვიდოდის უგუნური, ნაკლულევან იქმნების გული მისი, და რომელთაცა განიზრახეს, ყოველივე უგუნურებანი არიან.
4. უკუჱთუ სული ჴელმწიფებისაჲ აღვიდეს შენ ზედა, ადგილსა შენსა ნუ მიუტევებ, რამეთუ კურნებაჲ დააცხრობს ცოდვათა დიდთა.
5. არს სიბოროტე, რომელი ვიხილე მე მზესა ქუჱშე, ვითარცა უნებელად გამოვიდა პირისაგან ჴელმწიფეთაჲსა.
6. მიეცა უგუნური სიმაღლეთა შინა დიდთა, და მდიდარნი სიმდაბლითა დასხდეს.
7. ვიხილენ მონანი ცხენთა ზედა, და მთავარნი მავალად, ვითარცა მონანი, ქუეყანათა ზედა.
8. აღმომთხრელი მთხრებლისაჲ შთავარდეს მას შინა, და დამარღუეველსა ღობისასა უკბინოს მას გუჱლმან.
9. მიმღებელი ქუათა ტკივნეულებს მათგან, მკოდელი შეშათა ჭირსა მიეცეს მათ შინა.
10. უკუეთუ განვარდეს მოკვეთილი და თჳთ პირითა შეაძრწუნის და ძალსა განაძლიერებს და აღმატება კაცისა სიბრძნე.
11. უკუეთუ უკბინოს გუჱლმან არა ჩურჩნით, და არა არს ნაკლულევანება მსახრვალისა.
12. სიტყუათა პირისა ბრძნისასა მადლი, და ბაგენი უგუნურთანი დაანთქმენ მას.
13. დასაბამი სიტყუათა პირისა მისთასა უგუნურებაჲ, და უკანასკნელი პირისა მისისაჲ საცთური ბოროტი.
14. და უგუნური განამრავლებს სიტყუათა; ვერ ცნა კაცმან, რაჲ არს ქმნილი და რაჲ ყოფადი, რა შემდგომი მისი, და ვინ მიუთხრას მას?
15. შრომამან უგუნურთამან განაბოროტის იგი, რომელმან ვერა სცნა მისლუვად ქალაქად.
16. ვაჲ შენ, ქალაქო, რომელსა შინა მეფე ჭაბუკ, და მთავარნი შენნი ადრე ჭამენ.
17. ნეტარ ხარ შენ, ქუეყანაო, რომლისა მეფე შენი, ძე აზნაურისა და მთავარნი შენნი ჟამიერად ჭამენ ძლიერებასა შინა და არა ჰრცხუენეს.
18. მცონარებათა შინა დამდაბლდეს კრძალვაჲ და უქმობასა შინა ჴელთაჲთა წთოლად იწყებს სახლი.
19. სიცილსა ჰყოფენ პური და ღჳნოჲ და ზეთი, რომელი შვებულ-ჰყოფს ცოცხალთა, და ვეცხლსა თანა სიმდაბლით დაემორჩილონ ყოველსა.
20. და სჳნდისსა შინა უკუჱ შენსა ნუ სწყევ მეფესა და საუნჯესა შინა საწოლისა შენისათა ნუ სწყევ მდიდარსა, რამეთუ მფრინველმან ცისამან წარიღოს ჴმაჲ შენი და მქონებელმან ფრთისამან მიუთხრას სიტყვა შენი.