მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები წიგნის შესახებ

ეკლესიასტე

*****
 ლოცვა წმინდა წერილის კითხვის წინ...

 

 11 

 

1. წარეც პური შენი პირსა ზედა წყლისასა, რამეთუ სიმრავლესა შინა დღეთასა ჰპოო იგი. 

 

2. ეც ნაწილი შჳდთა და მერმე რვათაცა, რამეთუ არა უწყი, თუ რაჲ იყოს ბოროტი ქუეყანასა ზედა. 

 

3. უკუეთუ აღივსნენ ღრუბელნი წჳმითა, ქუეყანასა დამოადინებნ მას, და უკუეთუ დაეცეს ხე სამხარსა შინა და უკუეთუ ბღუარსა შინა, სადაცა დაეცეს ხე, მუნცა იყოს. 

 

4. მომზირალი ქართაჲ არა სთესავს, და მხედველი ღრუბელთა შინა არა მოიმკის. 

 

5. რომელთა შორის არა არს მეცნიერება, ვითარ არს გზაჲ სულისაჲ, ვითარცა ძუალნი მუცელსა შინა მიდგომილისასა, ეგრეთ არა უწყნი ქმნილნი ღმრთისანი, რაოდენ შექმნა თანად ყოველნი. 

 

6. განთიად სთესე თესლი შენი და მწუხრი ნუ დაუტეობნ ჴელი შენი, რამეთუ არა უწყი, თუ რა მოჴდეს, ესე ანუ იგი, და უკუეთუ ორივე ერთბამად კეთილ. 

 

7. და ტკბილ არს ნათელი და კეთილ თუალთა ხედვად მზისა. 

 

8. რამეთუ უკუეთუ და წელთა მრავალთა იცოცხლოს კაცმან და ყოველთათჳს იშვებდეს და იჴსენებდეს დღეთა ბნელისათა, რამეთუ მრავალ იყუნენ ყოვლისავე მომავალისა ამაოდ. 

 

9. იხარებდ უკუჱ, ჭაბუკო, სიჭაბუკით შენითგან და კეთილ-ყავ გული შენი დღეთა სიჭაბუკისა შენისათა და ვიდოდე გზათა გულისათა უბიწოდ და ხედვასა თუალთა შენთასა და სცნობდ, ვითარმედ ამას ყოველსა ზედა მოგიყვანოს შენ ღმერთმან საშჯელად. 

 

10. და განაგდე გულისწყრომაჲ გულისაგან შენისა, განაშორე სიბოროტე ჴორცისაგან შენისა, რამეთუ სიჭაბუკე და უგუნურება ამავო არს.

 

 11