1. და მოგეჴსენედ დამბადებელი შენი დღეთა სიჭაბუკისა შენისათა, ვიდრემდის არა მოიწინენ დღენი ბოროტისა შენისანი და წარმოგიდგენ წელნი, რომელთა შინა სთქუა: «არა არს მათ შინა ნება ჩემი».
2. ვიდრემდე არა დაბნელდეს მზე და ნათელი და მთოვარე და ვარსკულავნი, და მიიქცენ ღრუბელნი უკუანაგან წჳმათა.
3. დღესა შინა, რომელსა შინა შეირყინენ მცველნი სახლისანი და იცვალნენ მამაკაცნი ძლიერებისანი და უქმ იქმნენ მფქველნი, რამეთუ შემცირდეს და დაბნელდეს მხედველნი ნაპრალთა შინა.
4. და დაეჴშნენ კარნი უბანთა ზედა უძლურებათა შინა ჴმისა მფქველთასა და აღდგენ ჴმათა ზედა სირისათა, და დამდაბლდენ ასულნი ჴმანელობისანი.
5. და მაღალთა ზედა გამოიხედენ და საკჳრველებათა გზასა ზედა, და აღყვავნეს ნუში და განსხუნეს მკალი და დაირღვეს კაპარი, რამეთუ წარვიდა კაცი სახლსა შინა საუკუნისა თჳსისა და მოიცვეს უბანთა ზედა მტყებართა.
6. ვიდრემდის არა შესცვალოს საბელი ვეცხლისა, და არა შეიმუსროს გამოცდა ოქროსა, და და შეიმუსროს სარწყული წყაროსა თანა, და შეიმუსროს ბორბალი მღჳმესა ზედა.
7. და მიიქცეს მიწაჲ ქუეყანასა შინა, ვითარცა იყო, და სული მიიქცეს ღმრთისა მიმართ, რომელმან მოსცა იგი.
8. ამაოებაჲ ამაოთაჲ, - თქუა ეკლესიასტე, - ყოველნივე ამაო.
9. და უმეტესად, რამეთუ იქმნა ეკლესიასტე ბრძენ და ასწავა მეცნიერებაჲ კაცთა არაგამოკულევად შემკობასა იგავთასა.
10. ფრიად იძია ეკლესიასტე პოვნად სიტყუათა ნებისათა და დაწერილთა სიწრფოებისა სიტყუათა ჭეშმარიტებისა.
11. სიტყუანი ბრძენთანი, ვითარცა ჴარისსაკუჱთელნი, და ვითარცა სამსჭუალნი განმსჭვალულნი, რომელნი შეწყობილებისაგან მოეცნენ მწყემსისა ერთისაგან და მრავალნი მათგან.
12. შვილო ჩემო, განეკრძალე ქმნად წიგნთა მრავალთა, რამეთუ არა არს დასრულება, და სწავლაჲ მრავალი შრომა არს ჴორცთაჲ.
13. დასასრული სიტყჳსა ყოველი ისმინე, ღმრთისა გეშინოდენ და მცნებანი მისნი დაიცვენ, მრავალი ესე ყოველსა კაცსა,
14. რამეთუ ყოველი ქმნილი მიიყვანოს ღმერთმან სასჯელსა ზედა და ყოველთათჳს შეცოდებისა, უკუეთუ კეთილი და უკუეთუ ბოროტი.