ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 5


1. ეს არის წიგნი ადამიანთა შექმნისა; რომელ დღესაც შექმნა ღმერთმა ადამი, ღვთის ხატისაებრ შექმნა იგი;

2. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი და აკურთხა ისინი. და დაარქვა მისი სახელი ადამი, რომელ დღესაც შექმნა ისინი.

3. და იცოცხლა ადამმა ორას ოცდაათი წელი და შვა თავისი სახისაებრ და თავისი ხატისაებრ და დაარქვა მისი სახელი სეითი.

4. ხოლო იყო ადამის დღეების სეითის შობის შემდეგ შვიდასი წელი, და შვა ძეები და ასულები.

5. და იყო ადამის ყველა დღე, რაც იცოცხლა, ცხრაას ოცდაათი წელი, და მოკვდა.

6. ხოლო იცოცხლა სეითმა ორას ხუთი წელი და შვა ენოსი.

7. და იცოცხლა სეითმა ენოსის შობის შემდეგ შვიდას შვიდი წელი, და შვა ძეები და ასულები.

8. და იყო სეითის ყველა დღე ცხრაას თორმეტი წელი და მოკვდა.

9. და იცოცხლა ენოსმა ას ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი.

10. და იცოცხლა ენოსმა კაინანის შობის შემდეგ შვიდას თხუთმეტი წელი, და შვა ძეები და ასულები.

11. და იყო ენოსის ყველა დღე ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა.

12. და ოცოცხლა კაინანმა ას სამოცდაათი წელი და შვა მალელეილი.

13. და იცოცხლა კაინანმა მალელეილის შობის შემდეგ შვიდას ორმოცი წელი, და შვა ძეები და ასულები.

14. და იყო კაინანის ყველა დღე ცხრაას ათი წლი, და მოკვდა.

15. და იცოცხლა მალელეილმა ას სამოცდახუთი წელი და შვა იარედი.

16. და იცოცხლა მალელეილმა იარედის შობის შემდეგ შვიდას ოცდაათი წელი, და შვა ძეები და ასულები.

17. და იყო მალელეილის ყველა დღე რვაას ოთხმოცდათხუთმეტი წელი, და მოკვდა.

18. და იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი.

19. და იცოცხლა იარედმა ენოქის შობის შემდეგ რვაასი წელი, და შვა ძეები და ასულები.

20. და იყო იარედის ყველა დღე ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა.

21. და იცოცხლა ენოქმა ას სამოცდახუთი წელი და შვა მათუსალა.

22. და სათნო იყო ენოქი ღვთისათვის. და იცოცხლა ენოქმა მათუსალას შობის შემდეგ ორასი წელი, და შვა ძეები და ასულები.

23. და იყო ენოქის ყველა დღე სამას სამოცდახუთი წელი.

24. და სათნო იყო ენოქი ღვთისათვის და ვერ პოულობდნენ, რადგან გარდაცვალა იგი ღმერთმა.

25. და იცხოცხლა მათუსალამ ას სამოცდაშვიდი წელი და შვა ლამექი.

26. და იცოცხლა მათუსალამ ლამექის შობის შემდეგ რვაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა.

27. და იყო მათუსალას ყველა დღე, რაც იცოცხლა, ცხრაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა.

28. და იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდარვა წელი და შვა ძე,

29. და დაარქვა მას სახელი ნოე და თქვა: ეს დაგვასვენებს ჩვენ ჩვენი საქმეებისაგან და ჩვენი ხელების წუხილისგან და მიწისგან, რომელიც დაწყევლა უფალმა ღმერთმა.

30. და იცოცხლა ლამექმა ნოეს შობის შემდეგ ხუთას სამოცდაათი წელი, და შვა ძეები და ასულები.

31. და იყო ლამექის ყველა დღე შვიდას ორმოცდაცამეტი წელი, და მოკვდა.

32. და იყო ნოე ხუთასი წლისა და შვა ნოემ სამი ძე: სემი, ქამი, იაფეთი.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი