ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 36


1. ხოლო ესენი არიან შთამომავლები ესავისა; ეს არის ედომი:

2. და ესავმა მოიყვანა ცოლები თავისთვის ქანაანელთა ასულთაგან: ადა - ელონ ქეტელის ასული და ოლიბემა - ეველი სებეგონის ძის, ანანის, ასული.

3. და ბასემათი - ისმაელის ასული, ნაბეოთის და.

4. და უშვა ადამ ესავს ელიფაზი და ბასემათმა უშვა რაგუელი,

5. და ოლიბემამ უშვა იეუსი და იეგლომი და კორე; ესენი არიან ესავის ძეები, რომლებიც ეყოლა მას ქანაანის ქვეყანაში.

6. და წაიყვანა ესავმა თავისი ცოლები და ძეები და ასულები და თავისი სახლის ყველა სულდგმული და მთელი ქონება და მთელი საქონელი და ყველაფერი, რაც შეიძინა და მოიპოვა ქანაანის ქვეყანაში, და წავიდა ქანაანის ქვეყნიდან იაკობისგან, თავისი ძმისგან,

7. რადგან იყო მათი ქონება ბევრი ერთად სახლობისთვის და არ შეეძლო მათ მწირობის ქვეყანას მათი ტვირთვა მათი ქონების სიმრავლის გამო.

8. და დასახლდა ესავი სეირის მთაზე. ესავი - ეს არის ედომი.

9. ესენი არიან ესავის, ედომის მამის, შთამომავლები სეირის მთაზე;

10. და ეს არის ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ადასი, ესავის ცოლისა, და რაგუელი, ძე ბასემათისა, ესავის ცოლისა.

11. და იყვნენ ელიფაზის ძეები: თემანი, ომარი, სოფარი, გოთომი და კენეზი.

12. ხოლო თამნა იყო ელიფაზის, ესავის ძის, ხარჭა, და უშვა ელიფაზს ამალეკი; ესენი არიან ძეები ადასი, ესავის ცოლისა.

13. ხოლო ესენი არიან ძეები რაგუელისა: ნაქოთი, ზარე, სომე და მოზე; ესენი იყვნენ ძეები ბასემათისა, ესავის ცოლისა.

14. ხოლო ესენი იყვნენ ძეები ოლიბემასი, სებეგონის ძის, ანანის ასულის, ესავის ცოლისა. და უშვა ესავს იეუსი და იეგლომი და კორე.

15. ესენი არიან მთავრები, ძეები ესავისა: ელიფაზის, ესავის პირმშოს, ძეები: მთავარი თემანი, მთვარი ომარი, მთავარი სოფარი, მთავარი კენეზი,

16. მთავარი კორე, მთავარი გოთომი, მთავარი ამალეკი; ესენი არიან ელიფაზის მთავრები იდუმეის ქვეყანაში; ესენი არიან ადას ძეები.

17. და ესენი არიან ძეები რაგუელისა, ესავის ძისა: მთავარი ნაქოთი, მთავარი ზარე, მთავარი სომე, მთავარი მოზე; ესენი არიან რაგუელის მთავრები ედომის ქვეყანაში; ესენი არიან ძეები ბასემათისა, ესავის ცოლისა.

18. ხოლო ესენი არიან ძეები ოლიბემასი, ესავის ცოლისა: მთავარი იეუსი, მთავარი იეგლომი, მთავარი კორე; ესენი არიან ოლიბემას მთავრები.

19. ესენი არიან ესავის ძეები და ესენი - მათი მთავრები. ესენი არიან ედომის ძეები.

20. ხოლო ესენი არიან ძეები სეირ ქორელისა, რომელიც დამკვიდრებული იყო იმ ქვეყანაში: ლოტანი, სობალი, სებეგონი, ანა

21. და დესონი და ასარი და რისონი; ესენი არიან მთავრები ქორელის, სეირის ძისა, ედომის ქვეყანაში.

22. და იყვნენ ლოტანის ძეები: ქორი და ემანი; ხოლო ლოტანის და - თამნა.

23. ხოლო ესენი არიან სობალის ძეები: გოლონი და მანაქათი და გებელი, სოფი და ონამი.

24. ხოლო ესენი არიან სებეგონის ძეები: აიე და ანა; ეს არის ანა, რომელმაც იპოვა იამინი უდაბნოში, როცა აძოვებდა თავისი მამის, სებეგონის, სახედრებს.

25. ხოლო ესენი არიან ანას ძეები: დესონი; და ოლიბემა - ანას ასული.

26. ხოლო ესენი არიან დესონის ძეები: ამადა და ასბანი და იეთრანი და ქარანი.

27. ხოლო ესენი არიან ასარის ძეები: ბალაანი და ზუკამი და იოვიკამი და უკანი.

28. ხოლო ესენი არიან რისონის ძეები: ოსი და არანი.

29. ესენი არიან ქორის მთავრები: მთავარი ლოთანი, მთავარი სობალი, მთავარი სებეგონი, მთავარი ანა,

30. მთავარი დესონი, მთავარი ასარი, მთავარი რისონი. ესენი არიან ქორის მთავრები თავის სამთავროებში, ედომის ქვეყანაში.

31. და ესენი არიან მეფეები, რომლებიც მეფობდნენ ედომში, ვიდრე გამეფდებოდა მეფე ისრაელში.

32. და გამეფდა ედომში ბალა, ბეორის ძე, და მისი ქალაქის სახელი - დენაბა.

33. ხოლო მოკვდა ბალა და გამეფდა მის ნაცვლად იობაბი, ზარას ძე, ბოსორადან.

34. ხოლო მოკვდა იობაბი და გამეფდა მის ნაცვლად ასომი, თემანელთა ქვეყნიდან.

35. ხოლო მოკვდა ასომი და გამეფდა მის ნაცვლად ადადი, ბარადის ძე, რომელმაც გაანადგურა მადიამი მოაბის ველზე, და მისი ქალაქის სახელი - გეთემი.

36. ხოლო მოკვდა ადადი და გამეფდა მის ნაცვლად სამალა მასეკადან.

37. ხოლო მოკვდა სამალა და გამეფდა მის ნაცვლად საული როობოთიდან, რომელიც არის მდინარის პირას.

38. ხოლო მოკვდა საული და გამეფდა მის ნაცვლად ბალაენონი, აქობორის ძე.

39. ხოლო მოკვდა ბალაენონი, აქობორის ძე, და გამეფდა მის ნაცვლად ადადი, ბარადის ძე, და მისი ქალაქის სახელი - ფოგორი, ხოლო მისი ცოლის სახელი - მეტებეელი, ასული მატრეთესი, მეზოობის ძისა.

40. ეს არის ესავის მთავრების სახელები თავის ტომებში, მათი ადგილის მიხედვით, თავის ქვეყნებსა და თავის ხალხებში: მთავარი თამნა, მთავარი გოლა, მთავარი იეთერი,

41. მთავარი ოლიბემასი, მთავარი ელასი, მთავარი ფინონი,

42. მთავარი კენეზი, მთავარი თემანი, მთავარი მაზარი,

43. მთავარი მეგედიელი, მთავარი ზაფოინი. ესენი არიან ედომის მთავრები მათ მიერ დაუფლებულ ქვეყანაში დასახლებულთა შორის. ეს არის ესავი, ედომის მამა.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი