ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი

წიგნი შექმნისა

თავი 15


1. ხოლო ამ სიტყვების შემდეგ იყო უფლის სიტყვა აბრამის მიმართ ღამის ხილვისას და თქვა: ნუ გეშინია, აბრამ; მე გიფარავ შენ; შენი საზღაური ძლიერ ბევრი იქნება.

2. და თქვა აბრამმსა: მეუფეო, რას მომცემ მე? მე მივდივარ უშვილო; ხოლო ძე არის მასეკი - ჩემი სახლისნაშობისა - ეს არის დამასკელი ელიეზერი.

3. და თქვა აბრამმა: რადგანმე არ მომეცი თესლი, ჩემი სახლისწული იქნება ჩემი მემკვიდრე.

4. და მაშინვე ხმა ღვთისა იყო მის მიმართ, მეტყველი: არ იქნება შენი მემკვიდრე ეს, არამედ ვინც გამოვა შენგან, ის იქნება შენი მემკვიდრე.

5. და გაიყვანა იგი გარეთ და უთხრა მას: აიხედე ცაში და დათვალე ვარსკვლავები, თუ შეძლებ მათ დათვლას. და უთხრა: ასე იქნება შენი თესლი.

6. და ირწმუნა აბრამმა ღვთისა, და შეერაცხა მას სიმართლედ.

7. და უთხრა მას: მე ვარ ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე შენ ქალდეველთა მხარიდან, რათა მოგცე შენ ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად.

8. და თქვა: მეუფეო უფალო, რის მიხედვით გავიგო, რომ დავიმკვიდრებ მას?

9. და უთხრა მას: მომიყვანე მე დეკეული სამი წლისა და თხა სამი წლისა და ვერძი სამი წლისა და გვრიტი და მტრედი.

10. და მიუყვანა მას ეს ყველაფერი და გაყო ისინი შუაზე, და დააწყო ისინი ერთმანეთის პირდაპირ, ხოლო ფრინველები არ გაყო.

11. და დაეშვნენ ფრინველები მათს ორადგაჭრილ სხეულებზე, და იჯდა მათთან აბრამი.

12. ხოლო მზის ჩასვლისას გაოგნება დაეცა აბრამს, და აჰა, ბნელი და დიდი შიში დაეცა მას.

13. და ითქვა აბრამის მიმართ: ცოდნით იცოდე, რომ მწირი იქნება შენი თესლი ქვეყანაში, რომელიც არ არის მისი, და დაიმონებენ მათ და ბოროტს გაუკეთებენ მათ და დაამდაბლებენ მათ ოთხასი წელი.

14. და ხალხს, რომელსაც დაემონებიან, განვსჯი მე; და ამის შემდეგ გამოვლენ აქ დიდი მონაგრით;

15. ხოლო შენ წახვალ შენს მამებთან მშვიდობით, მიღწეული კეთილ სიბერეს.

16. და მეოთხე თაობა დაბრუნდება აქ, რადგან ჯერ არ ავსებული ამორელთა ცოდვები აქამდე.

17. და როცა იყო მზე დასავლეთით, ალი გაჩნდა, და აჰა, მბოლავი ღუმელი და ცეცხლის ლამპრები, რომლებმაც გაიარეს იმ ორადგაჭრილთა შორის.

18. იმ დღეს აღუთქვა უფალმა აბრამს აღთქმა და უთხრა: შენს თესლს მივცემ ამ ქვეყანას ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე.

19. კენელებს და კენეზელებს და კედმონელებს

20. და ქეტელებს და ფერეზელებს და რაფაინელებს

21. და ამორელებს და ქანანელებს და ეველებს და გერგესელებს და იებუსელებს.

 

 

წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი