ძველი აღთქმა
ახალი თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე
ხელმძღვანელი: პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
წიგნი შექმნისა
თავი 10
1. ხოლო ეს არის წარმომავლობა ნოეს ძეებისა: სემის, ქამის, იაფეთისა, და შვეს
მათ ძეები წარღვნის შემდეგ.
2. იაფეთის ძეები: ღამერი და მაგოგი და მადაი და იოვანი და ელისა და თობელი და
მოსოქი და თირასი.
3. და ღამერის ძეები: ასქანაზი და რიფათი და თორღამა.
4. და იოვანის ძეები: ელისა და თარსისი, კიტიელნი და როდიელნი.
5. ამათგან გამოიყო წარმართთა კუნძულები თავიანთ ქვეყანაში, თითოეული - ენის
მიხედვით თავის ტომებში და თავის ერებში.
6. ხოლო ქამის ძეები: ხუსი და მესრაიმი, ფუდი და ქანაანი.
7. ხოლო ხუსის ძეები: სავა და ევილა და სავათა და რეღმა და სავაკათა. ხოლო
რეღმას ძეები: სავა და დადანი.
8. ხოლო ხუსმა შვა ნებროთი. მან დაიწყო გმირობა ქვეყანაზე;
9. ეს იყო გმირი მონადირე უფალი ღმერთის წინაშე; ამის გამო ამბობენ: ნებროთივით
გმირი მონადირე უფლის წინაშე.
10. და იყო მისი მეფობის დასაბამი ბაბილონი და ორექი და არქადი და ხალანი
სენაარის ქვეყანაში.
11. იმ ქვეყნიდან გამოვიდა ასური, და ააშენა ნინევი და ქალაქი როობოთი და
ხალახი,
12. და დასემი ნინევისა და ხალახს შორის; ეს არის დიდი ქალაქი.
13. და მესრაიმმა შვა ლუდიმელნი და ენემიტიმელნი და ლაბიმელნი და ნეფთალიმელნი
14. და პატროსონიმელნი და ხალსონიმელნი, საიდანაც გამოვიდა ფილისტიმი, და
კაფთორიმელნი.
15. ხოლო ქანაანმა შვა სიდონი, პირმშო, და ქეტელი
16. და იებუსელი და ამორელი და გერგესელი
17. და ეველი და არუკეელი და ასენელი
18. და არადიელი და სამარიელი და ამაათი. და ამის შემდეგ განითესნენ ქანანელთა
ტომები.
19. და იყო ქანანელთა საზღვრები სიდონიდან გერარისა და ღაზის მისასვლელამდე,
სოდომისა და გომორის, ადამისა და სევოიმის მისასვლელამდე, ლასამდე.
20. ესენი არიან ქამის ძეები თავის ტომებში თავისი ენების მიხედვით, თავის
ქვეყნებსა და თავის ხალხებში.
21. და სემსაც შეეძინა, ებერის ყველა ძის მამას და იაფეთის უფროს ძმას.
22. სემის ძეები: აილამი და ასური და არფაქსადი და ლუდი და არამი და კაინანი.
23. და არამის ძეები: ოსი და ული და ღათერი და მოსოხი.
24. და არფაქსადმა შვა კაინანი, და კაინანმა შვა სალა, ხოლო სალამ შვა ებერი.
25. და ებერს შეეძინა ორი ძე: ერთის სახელი - ფალეკი, რადგან მის დროს განაწილდა
ქვეყანა, და მისი ძმის სახელი - იეკტანი.
26. ხოლო იეკტანმა შვა ელმოდადი და სალეფი და ასარმოთი და იარახი
27. და ოდორა და აიზელი და დეკლა
28. და აბიმეელი და საბევი
29. და უფირი და ევილა და იობაბი. ყველა ესენი არიან იეკტანის ძენი.
30. და იყო მათი სამკვიდრებელი მასიდან სოფირას, აღმოსავლეთის მთის,
მისასვლელამდე.
31. ესენი არიან სემის ძეები თავის ტომებში თავისი ენების მიხედვით, თავის
ქვეყნებსა და თავის ერებში.
32. ეს არის ნოეს ძეთა ტომები თავისი წარმომავლობის მიხედვით, თავისი ერების
მიხედვით: ამათგან განითესნენ წარმართთა კუნძულები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ.
წინა - - - სარჩევი - - - შემდეგი
|