1. პავლე, მონაი ღმრთისაი და მოციქული ქრისტე იესოისი, სარწმუნოებისაებრ რჩეულთა
ღმრთისათა და მეცნიერებითა ჭეშმარიტებისაითა, რომელ არს ღმრთის მსახურებისაი,
2. სასოებითა ცხოვრებისა საუკუნოისაითა, რომელი-იგი აღუთქუა უტყუველმან ღმერთმან
უწინარეს ჟამთა საუკუნეთა,
3. ხოლო გამოაცხადა ჟამთა თვისთა სიტყუაი იგი მისი ქადაგებითა, რომელი მარწმუნა მე
ბრძანებითა ღმრთისა მაცხოვრისა ჩუენისა.
4. ტიტეს, ერთგულსა შვილსა ზოგადისაებრ სარწმუნეობისა: მადლი, წყალობაი და
მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესო ქრისტეს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა.
5. ამისთვის დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაითა ნაკლული იგი განაგო და დაადგინნე
ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ,
6. რომელი იყოს უბრალო, ერთის ცოლისა ქმარ, შვილნიმცა უსხენ მორწმუნენი, ნუმცა
შესმენილ არიან ბილწებისათვის გინა ურჩებისა.
7. რამეთუ ჯერ-არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფაი, ვითარცა ღმრთისა მონისაი, ნუ თავხედ,
ნუ გულ-მწყრალ, ნუ მოღვინე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელის შემძინელ.
8. არამედ სტუმრის მოყუარე, კეთილის მოყუარე, წმიდა, მართალ, ღირს, მოთმინე,
თავს-მდებელ მსგავსად მოძღურებისა მის.
9. სარწმუნეობისა სიტყვისა, რაითა შემძლებელ იყოს ნუგეშინის-ცემადცა მოძღურებასა
მას შინა სიცოცხლისასა და სიტყვის- მგებელთა მათ მამხილებელ.
10. რამეთუ არიან მრავალნი დაუმორჩილებელცა და ამაოისა მეტყუელ და გონება-მაცთურ,
უფროის ხოლო წინადაუცუეთილებისაგანნი იგი,
11. რომელთაი ჯერ-არს პირსა დაყოფაი, რომელნი ყოველსა სახლებსა გარდააქცევენ,
ასწავებენ, რომელი-იგი არა ჯერ-არს, საძაგელისა შეძინებისათვის.
12. თქუა ვინმე მათგანმან თვისმანვე მათმან წინაისწარმეტყუელმან: კრიტელნი მარადის
მტყუვარნი, მხეცნი ბოროტნი, მუცელნი უქმნი.
13. წამებაი ესე არს ჭეშმარიტ. ამისთვის ამხილე მათ თუალუხუავად, რაითა ცოცხალ
იყვნენ სარწმუნებითა;
14. და ნუ ერჩიედ ჰურიაებრთა ზღაპართა და მცნებასა კაცთასა, რომელნი გარე-მიქცეულ
იყვნენ ჭეშმარიტებისაგან.
15. რამეთუ ყოველივე წმიდა არს წიმდათათვის; ხოლო შეგინებულთათვის და ურწმუნოთა
არარაი არს წმიდა, არამედ შეგინებულ არს მათი გულიცა და გონებაიცა.
16. ღმერთსა აღიარებენ, ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ, საძაგელნი არიან
და ურჩნი და ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა გამოუცდელ.
1. ხოლო შენ იტყოდე, რომელი ჰშუენი სიცოცხლისა მას მოძღურებასა:
2. ხუცესნი ფრთხილ იყვნედ, ღირს, წმიდა, ცოცხალ სარწმუნოებითა, სიყუარულითა,
მოთმინებითა;
3. მოხუცებულნი დედანი ეგრეთვე დაწყნარებულებითა შუენიერ, ნუ მასმენელ, ნუ ღვინოსა
ფრიადსა მორჩილ, კეთილის მოძღუარ,
4. რაითა განაბრძნობდენ ჭაბუკთა მათ ქმართ მოყუარე ყოფად, შვილთ მოყუარე,
5. წმიდა, უბიწო, სახლის მპყრობელი, სახიერ, დამორჩილებულ თვისთა ქმართა, რაითა არა
სიტყუაი ღმრთისაი იგმობვოდის.
6. ჭაბუკთა მამათა ეგრეთვე ჰლოცევდ, რაითა წმიდა იყვნენ.
7. ყოველისავეთვის თავსა შენსა სახედ მისცემდი კეთილთა საქმეთა, მოძღურებასა მას
შინა უხრწნელებაი, ღირსებაი, განურყუნელობაი,
8. სიტყუაი, ცოცხალი, უგმობელი, რაითა წინააღმდგომსა ჰრცხუნოდის, და რაითა არა
აქუნდეს ჩუეენდა მომართ სიტყუად ბოროტისა.
9. მონანი თვისთა უფალთა დაემორჩილნედ და ყოველსა შინა სათნო იყვნედ, ნუ
სიტყვის-მგებელ,
10. ნუ მომხუეჭელ, არამედ ყოველსავე სარწმუნოებასა აჩუენებდედ კეთილსა, რაითა
მოძღურებაი იგი მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაი შეამკონ ყოვლითავე.
11. რამეთუ გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაი მაცხოვრად ყოველთა კაცთა,
12. სამოძღურებელად ჩუენდა, რაითა უარ-ვყოთ უღმრთოებაი და სოფლისა გულის თქუმაი,
სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხოვნდებოდით ამას სოფელსა
13. და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა
და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესსა,
14. რომელმან-იგი მისცა თავი თვისი ჩუენთვის, რაითა მიხსნნეს ჩუვენ ყოველისაგან
უსჯულოებისა და განმწმიდნეს თავისა თვისისა ერად მოგებულად, მობაძავად კეთილთა
საქმეთა.
15. ამას ეტყოდე და ნუგეშის-სცემდ და ამხილებდ ყოვლითა ბრძანებითა, ნუცა ვინ
შეურაცხ-გყოფს შენ.
1. მოახსენებდ მათ მთავრობათა და ხელმწიფეთა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად და
რაითა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმზადებულ იყვნენ,
2. ნუმცა ვის ჰგმობედ, ულალვენ იყვნედ, სახიერ, ყოველსავე აჩუენებდედ სიმშვიდესა
ყოველთა მიმართ კაცთა.
3. რამეთუ ვიყვენით ოდესმე ჩვენცა უცნობელ და ურჩ, შეცთომილ და ვჰმონებდით გულის
თქუმათა და გემოთა მრავალთა, უკეთურებასა და შურსა შინა ვიყვენით, შემაწუხებელ და
მოძულე ურთიერთას.
4. ხოლო რაჟამს სიტკბოებაი და კაცთ-მოყვარეობაი გამოჩნდა მაცხოვრისა ჩუენისა
ღმრთისაი,
5. არა საქმეთაგან სიმართლისათა, რომელნი-იგი ვქმნენით ჩუენ, არამედ წყალობითა
თვისითა მიხსნნა ჩუენ, ბანითა მით მეორედ შობისაითა, განახლებითა სულისა
წმიდისაითა,
6. რომელი-იგი მოჰფინა ჩუენ ზედა მდიდრად იესო ქრისტეს მიერ მაცხოვრისა ჩუენისა.
7. რაითა განვმართლდეთ მადლითა მით მისითა და მკვიდრ ვიქმნნეთ სასოებისაებრ
ცხოვრებისა საუკუნოისა.
8. სარწმუნო არს სიცყუაი; და მათთვისცა მნებავს შენდა განმტკიცებაი, რაითა
ზრუნვიდენ კეთილთა საქმეთა ზედა დგომად მორწმუნენი ღმრთისანი: რამეთუ ესე არს კეთილ
და სარგებელ კაცთა.
9. ხოლო სიცოფისათა მათ ძიებათა და ტომის რაცხათა და ხდომათა და ლალვათა სჯულისათა
განეშორე, რამეთუ არიან ურგებ და ამაო.
10. მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე.
11. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით
დასჯილ.
12. ოდეს მოვავლინო შენდა არტემან ანუ ტვიქიკოს, ისწრაფე მოსლვად ჩემდა ნიკოპოლის,
რამეთუ მუნ ვირჩიე დაზამთრებაი.
13. ზინან სჯულის მწერალი და აპოლო ადრე წარმოგზავნენ, და ნუმცა რაი აკლს მათ.
14. ისწავებდედ ჩუენნიცა იგი კეთილსა საქმესა წარდგინებად საჭიროთა მათთვის
სახმართა, რაითა არა იყვნენ უნაყოფო.
15. გიკითხვენ შენ ჩემ თანანი ყოველნი. კითხვაი არქუ, რომელნი გუყუარობენ ჩუენ
სარწმუნოებით. მადლი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.