1. პავლე, კრული ქრისტე იესოისი, და ტიმოთე ძმაი ფილიმონს, საყუარელსა და
თანა-შემწესა ჩუენსა,
2. და აპფიას, დასა საყუარელსა, და არქიპოსს, თანა-მოსაგრესა ჩუენსა და სახლისა
შენისა კრებულთა:
3. მადლი თქუნდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესო
ქრისტესა.
4. ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა, მარადის ხსენებასა შენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა.
5. მესმის შენი ეგე სიყუარული და სარწმუნოებაი, რომელი გაქუს უფლისა მიმართ იესო
ქრისტესა და ყოველთა მიმართ წმიდათა.
6. რაითა ზიარებაი სარწმუნოაბისა შენისაი შეწვნულ იყოს მეცნიერებითა ყოვლისა
კეთილისაითა, რომელ არს ჩუენ შორის ქრისტე იესოის მიმართ.
7. რამეთუ სიხარულში დიდი მაქუს და ნუგეშის-ცემაი სიყუარცლისა შინსთვის, რამეთუ
ნაწლევნი წმიდათანი განსუენებულ არიან შენ მიერ, ძმაო.
8. ვინაიცა მრავალი კადნიერებაი მაქუს ქრისტეს მიერ ბრძნებად შენდა ჯეროვანისა.
9. სიყუარულისათვის უფროისღა გლოცავ ესევითარი-ესე, ვითარცა პავლე მოხუცებული, ხოლო
აწ კრულიცა ქრისტე იესოისი;
10. გლოცავ შენ შვილისა ჩემისათვის, რომელი ვშევ კრულებათა შინა ჩემთა, ონისიმე,
11. რომელი-იგი ოდესმე უხმარ შენდა, ხოლო აწ შენდა და ჩემდა სახმარ, რომელი-იგი
მივავლინე შენდა;
12. ხოლო შენ შეიწყნარე ესე; იგი არს ნაწლევი ჩემი,
13. რომლისა მეგულებოდა და ყენებად ჩემ თანა, რაითა შენ წილ მმსახურებდეს მე
კრულებათა ამათ შინა სახარებისათა.
14. ხოლო თვინიერ ცნობისა შენისა არა ვინებე ყოფად, რაითა არა უნებლებით კეთილი იგი
შენი იყოს, არამედ ნებსით.
15. ვინ უწყის, გან-ვე ამისთვის –გეშორა ჟამ ერთ, რაითა საუკუნოდ მიიყვანო იგი.
16. არღა ვითარცა მონაი, არამედ უფროისღა მონისა, საყუარელი ძმაი, ვინაითგან ჩემდა
ესრეთ, რავდენ უფროის შენდა ხორციელადცა და უფლისა მიერცა.
17. უკუეთ შეგირაცხიე მე თანა- ზიარად, შეიწყანე ეგე, ვითარცა მე.
18. ხოლო უკუეთუ რაიმე შეგცოდა გინა თანა-აც, იგი მე შემირაცხე.
19. მე, პავლე, დავწერე ხელითა ჩემითა: მე გარდავიხადო, რაითა არა გრქუა შენ,
ვითარმედ თავიცა შენი თანა-გაც ჩემდა.
20. ჰე, ძმაო, მე მოგიპოვე შენ უფლისა მიერ; განუსუენე ნაწლევთა ჩემთა ქრისტეს
მიერ.
21. სასოებითა მორჩილებისა შინისაითა მივწერე შენდა, უწყი, რამეთუ რომლისათვის-ესე
გეტყვი, ჰყოცა,
22. და მის თანა გნმიმზადე მე ვანიცა, რამეთუ ვესავ, ვითარმედ ლოცვითა თქუენითა
მიგემადლო თქუენ.
23. გიკითხვენ შენ ეპაფრა, ჩემი თანა-ტყუე ქრისტე იესოის მიერ, მარკოზ, არისტარქოს,
დემა, ლუკა, თანა-შემწენი ჩემნი.
24. მადილი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი სულისა თქუენისა თანა. ამინ.