1. მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე ღმერთი ეტყოდა მამათა
წინაისწარმეტყუელთა მიერ, ხოლო უკუანაისკნელთა ამათ დღეთა მეტყოდა ჩუენ ძისა მიერ
თვისისა,
2. რომელი-იგი დაადგინა მკვიდრად ყოველთა, რომლისაგანცა შექმნნა ღმერთმან
საუკუნენი.
3. რომელი-იგი არს ბრწყინვალებაი დიდებისაი და ხატი ძლიერებისა მისისაი, უტვირთვან
ყოველნი სიტყვითა მით ძლიერებისა მისისაითა, თავისა მიერ თვისისა განწმედაი ცოდვათა
ჩუენთაი ყო; და დაჯდა იგი მარჯუენით სიმდიდრესა მისსა მაღალთა შინა,
4. ესოდენ უმჯობეს იყო ანგელოზთა, რავდენცა უდიდებულესი მათსა დაიმკვიდრა სახელი.
5. რამეთუ ოდეს სადა ვის ჰრქუა ანგელოზთაგანსა: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს
მიშობიე შენ. და მერმე იტყვის: მე ვიყო მისა მამა, და იგი იყოს ჩემდა ძე?
6. და ოდეს კალად შემოჰყავს პირმშოი იგი სოფლად, იტყვის: და თაყუანის-სცემდენ მას
ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი;
7. ხოლო ანგელოზთათვის იტყვის: რომელმან შექმნნა ანგელოზნი თვისნი სულად და
მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.
8. ხოლო ძისათვის იტყვის: საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე; კუერთხი
განგებისაი, კუერთხი სუფევისა შენისაი.
9. შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულეობაი. ამისთვის გცხო შენ, ღმერთო, ღმერთმან
უკუნისამდე; კუერთხი განგებისაი, კუერთხი სუფევისა შენისაი.
10. და კუალად: შენ დასაბამსა, უფალო, ქუეყანაი დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანი
ცანი არიან,
11. იგინი წარხდენ, ხოლო შენ ეგო უკუნისამდე, და ყოველნი ვითარცა სამოსელნი
დაძუელდენ,
12. და ვითარცა შესამოსელნი სცვალნე იგინი; და იცვალნენ. ხოლო შენ თავადი იგივე
ხარ. და წელიწადთა შენთა არა მოაკლდეს.
13. ოდეს სადა ვის ანგელოზთაგანსა ჰრქუა სადამე: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის
დავსხნე მტერნი შენნი ქუეშა ფერხთა შენთა?
14. ანუ არა ყოველნივე არიანა მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთვის,
რომელთაი - იგი დამკვიდრებად არს ცხოვრებაი?
1. ამისთვის ჯერ-არს უმეტესად კრძალვაი ჩუენ, რომელთა-ესე გუასმიეს, რაითა არა
მოუძლურდეთ.
2. რამეთუ, უკუეთუ რომელი -იგი ანგელოზთა მიერ ითქუა სიტყუაი, იქმნა მტკიცე, და
ყოველმან სჯულისა გარდამავალმან და ურჩმან მიიღო სასჯელი კუალად-გებისაი,
3. ვითარ-მე ჩუენ განვერნეთ, უკუეთუ ესოდენი- ესე უდებვყოთ ცხოვრებაი, რომელმან-იგი
დასაბამი მიიღო სიტყუად უფლისა მიერ, მსმენელთა მათგან ჩუენდა მომართ დამტკიცნა,
4. თანა- მოწამებითა ღმრთისაითა სასწაულებითა და ნიშებითა და ფერად-ფერადითა ძალითა
და სულისა წმიდისა განყოფითა ნებისაებრ მისისა?
5. რამეთუ არა ანგელოზთა დაამორჩილა ღმერთმან მერმე იგი სოფელი, რომლისათვის –ესე
ვიტყვი.
6. ხოლო უწამებიეს სადამე ვისმე და იტყვის: რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე იგი? ანუ
ძე კაცისაი, რამეთუ მოჰხედე მას?
7. დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა; დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ იგი
და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა.
8.ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა, რამეთუ დამორჩილებასა მას ყოვლისასა
არაარაი დაუშთა მისა დაუმორჩილებელად. ხოლო აწ არღარა ვხედავთ ყოველსავე
დამორჩილებულად.
9. ხოლო მცირედ რაიმე ანგელოზთა დაკლებულად ვხედავთ იესოს ვნებითა მით
სიკუდილისაითა და დიდებითა პატივითა გვირგვინოსანსა, რაითა მადლითა ღმრთისაითა
ყოვლისავეთვის იხილოს გემოი სიკუდილისაი.
10. რამეთუ შეჰგვანდა მისა, რომელისათვის არს ყოველი და რომელისაგან არს ყოველი,
რომელმან მრავალნი შვილნი დიდებად მოიყვანნა, და წინამძღუარი იგი ცხოვრებისა
ჩუენისაი ვნებითა სრულ ყოფად.
11. რამეთუ განმწმედელი იგი და განწმედილნი იგი ერითისაგან არიან ყოველნი,
რომლისათვისაცა არა ჰრცხენის ძმად წოდებაი მათი და იტყვის:
12. მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა გიგალობდე შენ.
13. და მერმე იტყვის: მე ვიყო მოსავ მისა. და კუალად: აჰა ესერა მე და ყრმანი,
რომელნი მომცნა მე ღმერთმან.
14. რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ხორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო
მათივე, რაითა სიკუდილითა მით განაქარვოს, რომელსა-იგი ხელმწიფებაი აქუნდა
სიკუდილისაი, ესე იგი არს ეშმაკი.
15. და განათავისუფლნეს ესენი, რავდენნი შიშითა სიკუდილისაითა სამარადისოდ
ცხოვრებად თანა- მდებ იყვნეს კირთებისა.
16. რამეთუ არა სადაით ანგელოზთაით იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო.
17. ამისთვის ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაი, რაითა მოწყალე ექმნეს და
სარწმუნო მღდელთ მოძღარ ღმერთისა მიმართ, რაითა ულხინებდეს ცოდვილთა ერისათა.
18. რამეთუ რომლითა-იგი ივნო თავადმან და გამოიცადა, ძალ-უც, რომელნი-იგი
განიცადებოდიან, მათდაცა შეწევნად.
1.ვინაიცა, ძმანო წმიდანო, ჩინებისა მის ზეცათაისა ზიარნო, განიცადეთ მოციქული
იგი და მღდელთ მოძღუარი აღსარებისა ჩუენისაი, იესო ქრისტე,
2.რომელი სარწმუნო არს შემოქმედისა თვისისა, ვითარცა-იგი მოსეცა ყოველსა მას სახლსა
მისა.
3.რამეთუ უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო უფროის მოსესა, ვითარცა-იგი უფროის
პატივი აქუნ სახლისა მის მაშინებელსა მას მისსა.
4.რამეთუ ყოველი სახლი აღეშენის ვისგანმე; ხოლო რომელმან ყოველივე აღაშენა, ღმერთი
არს.
5.და მოსეცა სარწმუნო იყო ყოველსავე სახლსა მისსა, ვითარცა მსახური მოწამედ თქმულთა
მათ.
6.ხოლო ქრისტე, ვითარცა ძე სახლსა ზედ მისსა; რომლისა სახლ ვართ ჩუენ, უკეთუ
კადნიერებაი იგი და სიქადული სასოებისაი მის ვიდრე აღსასრულადმდეთ მტკიცედ
შევიკრძალოთ.
7.ამისთვის, ვითარცა იტყვის სული წმიდაი, დღეს, თუ ხმისა მისისაი ისმინოთ,
8.ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ
გამოცდისა უდაბნოსა ზედა,
9.სადა-იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა, გამოცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი
ორმეოც წელს.
10. ამისთვის მოვიწყინე ნათესავი იგი და ვთქუ: მარადის სცთებიან იგინი გულითა
მათითა და მათ არა იცნნეს გზანი ჩემნი.
11. ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა.
12. ეკრძალენით, ძმანო, ნუუკუე სადამე იყოს ვისმე თქუნგანსა თანა გული უკეთური
ურწმუნოებისაი განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა.
13. არამედ ნუგეშინის-სცემდით თავთა თვისთა დღითი დღედ, ვიდრე-ესე დღესღა ჰრქვიან,
რაითა არა გან-ვინმე-ფიცხნეს თქუენგანი საცთურითა მით ცოდვისაითა.
14. რამეთუ თანა-ზიარ ქრისტესა ვიქმნენით, უკუეთუ დასაბამი იგი ძლიერებისაი
აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ.
15. რაჟამს იტყოდის: დღეს თუ ხმისა მისისაი ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა,
ვითარცა-იგი განმწარებასა მას.
16. რამეთუ ესმა ვიეთმე და განამწარეს არამედ არა ყოველთა, რომელნი გამოვიდეს
ეგვიპტით მოსეს მიერ.
17. ხოლო ვიეთნი მოიწყინნა ორმეოც წელს? ანუ არა რომელთა-იგი შესცოდესა,
რომელთაი-იგი ძუალები დაცვივა უდაბნოსა ზედა? ანუ ვიეთ ეფუცა არა შესლვად
განსასუენებელსა მისსა, არა-მე ურჩთა მათ?
18. და ვხედავთ, რამეთუ ვერ შეუძლეს შესლვად ურწმუნოებითა.
1. გუეშინოდენ უკუე, ნუსადა, დატევებასა მას აღთქუმისასა შესლვად
განსასუენებელსა მისსა, ჰგონებდეს ვინმე თქუენგანი დაკლებულად თავსა თვისსა.
2. და რამეთუ ვართ ჩუენ ხარებულ, ვითარცა იგინი. არამედ არარაი არგო მათ სიტყუამან
მან სმენისამან, ვინაითგან არა თანა-შეეზავა სარწმუნებაი იგი მსმენელთა მათ.
3. ხოლო ჩუენ შევიდეთ განსასუენებელსა, მორწმუნენი ესე, ვითარცა-იგი თქუა: ვითარცა
ვფუცე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა, დაღათუ საქმენი
იგი დასაბამითგან სოფლისაით ქმნულ იყვნეს.
4. რამეთუ უთქუამს სადამედ მეშვიიდის მისთვის ესრეთ: და განისუენა ღმერთმან დღესა
მას მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა.
5. და ამისა შემდგომად კუალად იტყვის: ვერ შევიდენ იგინი განსასუნებელსა ჩემსა.
6. ვინაითგან უკუე და-ვიეთმე-აკლებს შესლვად მას შინა, და რომელნი-იგი წანაისწარ
ხარებულ იქმნნეს, ვერ შევიდეს ურწმუნეობითა.
7. კუალად რასმე განაჩინებს დღესა დავითის მიერ და იტყვის: შემდგომად ესოდენისა
ჟამისა, ვითარცა-იგი თქუმულ არს: დღეს თუ ხმისა მისისაი ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ
გულთა თქუენთა.
8. რამეთუ უკუეთუმცა ისუს, ძესა ნავესსა, განესუენა მათდა, არამცა სხვისა დღისათვის
ამისსა შემდგომად იტყოდა.
9. და-სამე-აკლდების შაბათობაი იგი ერსა ღმრთისასა.
10. რამეთუ რომელი-იგი შევიდა განსასუენებელსა მისსა, მანცა განისუენა საქმეთაგან
მისთა, ვითარცა-იგი თვისთაგან ღმერთმან.
11. ვისწრაფოთ უკუე შესლვად განსასუენებელსა მას, რაითა არა მასვე სახესა
ურწმუნეობისასა ვინმე შთავარდეს.
12. რამეთუ ცხოველ არს სიტყუაი ღმრითსაი და ძლიერ, და უმკუეთელეს უფროის ყოვლისა
მახვილისა ორპირისა: და მისწუთების იგივე განსაყოფელადმდე სამშვინველისა და სულისა,
ნაწევართა და ტვინთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა.
13. და არარაი არს დაბადებული დაფარულ წინაშე მისსა, არამედ ყოველივე შიშუელ და
ქედდადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათვის არს სიტყუაი ესე ჩუენი.
14. მივის ჩუენ მღდელთ მოძღუარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესო, ძე ღმრთისაი,
შევიკრძალოთ აღსარებაი იგი მისა მართლ.
15. რამეთუ არა ეგევითარი გვივის მღვდელთ მოძღარი, რომელიმცა ვერ შემძლებულ იყო
შეწყალებად უძლურებათა ჩუენთა, გამოცდილი ყოვლითავე მსგავსებითა, თვინიერ ცოდვისა.
16. მოუხდეთ უკუე განცხადებულად საყდარსა მას მადლისასა, რაითა მოვიღოთ წყალობაი და
ვპოვოთ მადლი ჟამსა შემწყნარებისას.
1. რამეთუ ყოველი მღდელთ მოძღუარი, კაცთაგან მოყვანებული, კაცთათვის დადგის იგი
ღმრთისა მიმართ, რაითა შესწირვიდეს შესაწირავთა და მსხუერპლთა ცოდვათათვის
შენდობით.
2. და სწორად წყალობად, და შემძლებელ არს უმეცართა მათ და შეცთომილთა, ვინაითგან
მასცა ზედა-აც უძლურებაი.
3. და ამისთვის თანა-აც ვითარცა ერისათვის, ეგრეცა თავისა თვისისათვის შეწირვად
მსხუერპლი ცოდვათათვის.
4. და არავინ თავით თვისით მოიღო პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ,
ვითარცა-იგი აჰრონ.
5. ეგრეთცა ქრისტე არა თავი თვისი ადიდა ყოფად იგი მღდელთ მოძღურად, არამედ
რომელი-იგი ეტყოდა მას: ძე ჩემი ხარი შენ, და მე დღეს მიშობიე შენ;
6. ვითარცა-იგი სხუასაცა ადგილსა იტყვის: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა
მელქისედეკისსა.
7. ვითარცა-იგი დღეთა მათ ხორცთა მისთასა ვედრებასა და ლოცვასა შემძლებელისა მის
მიმართ ხსნად მისა სიკუდილისაგან ხმითა მაღლითა და ცრემლითა შესწირვიდა; და
შეისმინა მისი მოშიშებისა მისგან.
8. და რამეთუ ძეღა იყო, ისწავა, ვინაითგან-იგი ივნო მორჩილებაი,
9. და სრულ იქმნა და ექმნა ყოველთა მორჩილთა მისთა მიზეზ ცხოვრებისა საუკუნოისა.
10. და სახელ-ედვა ღმრთისა მიერ მღდელთ მოძღურად წესს: მას ზედა მელქისედეკისსა.
11. რომლისათვის მრავლ არს ჩუენდა სიტყუად და ძნიად სათარგმანებელ თქუმად,
ვინაითგან უძლურ იქმნენით სასმენელითა.
12. და რამეთუ თანა-გედვა, რაითამცა იყვენით მოძღუარ, ჟამისა ამისგან. კუალად
გიხმსვეღა მოძღურებად თქუენ ასოთა რათმე დასაბამისა სიტყუათა ღმრთისათა; და
იქმნენით მოქენე სიძისაი და არა მტკიცისა საზრდელისასი.
13. რამეთუ ყოველი, რომელი მიიღებენ სძესა, უმეცარ არს სიტყუასა მას სიმართლისასა,
რამეთუ ჩჩვილ არს.
14. ხოლო სრულთაი არს მტკიცე იგი საზრდელი, რომელთა წესითა მით საცნოებლნი და
გონებანი წურთილნი ჰქონედ განრჩევად კეთილისა და ბოროტისა.
1. ამისთვის დაუტეოთ დასაბამისა მის ქრისტეს სიტყუაი და სისრულისა მიმართ
მოვიდეთ; ნუ კუალად საძირკუელსა დავსდებთ სინანულისასა მკუდართაგან საქმეთა და
სარწმუნეობისა ღმრთისა მიმართ,
2. ნათლის-ღებისა სწავლისა, დასხმისა ხელთაისა და აღდგომისა მკუდართაისა და
სასჯელისა მის საუკუნოისა.
3. და ესე ვყოთ, უკუეთუ გვიბრძანოს ღმერთმან.
4. რამეთუ შეუძლებელ არს ერთ გზის განათლებულთა მათ, რომელთა გემოი ეხილვოს ნიჭთა
მათ ზეცისათაი და ზიარ-ქმნულ იყვნენ სულისა წმიდისა.
5. და კეთილი გემოი ეხილვოს სიტყვისა ღმრთისაი და ძალი იგი მერმისა მის
საუკუნოისაი.
6. და დაცემულთა კუალად განახლებაი სინანულად თან-ჯუარს-ცუმად თავთა მათთა ძესა
ღმრთისასა და განქიქებად.
7. რამეთუ ქუეყანამან რომელმან სვის მარავალ გზის მის ზედა მოსრული წვიმაი და
გამოიღის მწუანვილი, სარგებელი მათთვის, რომელთათვისცა იქმნების, მიიღებს
კურთხევასა ღმრთისა მიერ.
8. ხოლო უკუეთუ მოიღის ეკალი და კუროის-თავი ურგები და დაწყევისა მახლოებლი,
რომლისა უკუანაისკნელი და დასაწუველად არნ.
9. ხოლო ჩუენ გურწამს თქუენთვის, საყუარელნო, უმჯობესი და მახლოებლი ცხოვრებისაი,
ესრეთღა თუ ვიტყვით.
10. რამეთუ არა არს სიცრუვე ღმრთისა თანა, ვითარმცა დაივიწყნა საქმენი თქუენნი და
შრომაი სიყვარულისა თქუენისაი, რომელი აჩუენეთ სახელისა მისისათვის, რამეთუ
ჰმსახურებდით წმიდათა მათ და ჰმსახურებთცა.
11. გუსურის კაცად-კაცადისა თქუენისა, რაითა მასვე აჩუენებდეთ მოსწრაფებასა
გულ-სავსებისა მის მიმართ სასოებისა ვიდრე აღსასრულადმდე.
12. რაითა არა მოჰმედგრდეთ. არამედ მობაძავ იყვნეთ მათდა, რომელთა-იგი
სარწმუნეობითა და სულგრძელებითა დაიმკვიდრნეს აღთქუმანი.
13. რამეთუ აბრაჰამს აღუთქუა ღმერთმან, ვინაითგან არავინ იყო უფროისი, რომლისამცა
ფუცა, ფუცა თავისა თვისისა.
14. და თქუა, ვითარმედ: კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განგამრავლო შენ,
15. და ესრეთ სულგრძელ იქმნა და მიემთვია მღთქუმასა.
16. რამეთუ კაცთა უფროისისა მიმართ ფუციან, და ყოველისა ცილობისა მათისა დასასრულსა
დასამტკიცებლად ფიცი არს.
17. რომელთა უმეტესად უნდა ღმერთსა ჩუენებად მკვიდრთა მათ მის აღთქუმისათა
შეუძრველობაი ზრახვისა მისისაი, შუამდგომელ ყო ფიცი,
18. რაითა ორთა მათ საქმეთა მიერ შეუძრავთა, რომელთა შინა შეუძლებელ იყო ცრუებად
ღმრთისა, ძლიერი ნუგეშის-ცემაი გუაქუენდეს ჩვენ, რომელნი-ესე შევევედრენით
შეკრძალვად წინაგანმზადებულსა მას სასოებასა,
19. რომელი ვითარცა ხარისხი გვიპყრიეს სულისაი კრძალული და მტკიცე და შემავალი
შინაგანსა მას კრეტსაბმელსა,
20. სადა-იგი წაინამორბედად ჩუენთვის შევიდა იესო, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა
მღდელთ მოძღუარ იქმნა იგი უკუნისამდე.
1. რამეთუ ესე მელქისედეკ, მეფე სალიმისაი, მღდელი ღმრთისა მაღლისაი, რომელი
შეემთხვია აბრაჰამს, მო-რაი-ქცეულ იყო იგი მოწყუედისა მისგან მეფეთაისა, და აკურთხა
იგი,
2. რომელსაცა–იგი ათეული მისცა ყოვლისა მისგან ნაწილად აბრაჰამ, პირველად უკუე
ითარგმანების მეუფე სიმართლისაი, და მერმე მეფე სალიმისაი, რომელ არს მეუფე
მშვიდობისაი,
3. უმამოდ, უდედოდ, ნათესავ-მოუხსენელებელ; არცა დასაბამი დღეთაი, არცა აღსასრული
ცხოვრებისაი აქუს, ხოლო მიმსგავსებულ არს იგი ძესა ღმრთისასა და ჰგიეს იგი მღდელად
სამარადისოდ.
4.იხილეთ-ღა, რაბამ იყო ესე, რომელსა-იგი ათეულიცა მისცა აბრაჰამ რჩეულთა მათგან
მამათმთავარმან.
5.და რომელნი- იგი ლევის ძეთაგანნი მღდელობასა მიიღებენ, მცნებაი აქუს ათეულისა
მიღებად ერისაგან მსგავსად სჯულისა, ესე იგი არს, ძმათაგან თვისთა, და გამოსრულთა
მათგანღა წელთაგან აბრაჰამისთა.
6.ხოლო ნათესავ-მოუხსენებელმან მან მათგან ათეული მიიღო აბრაჰამისგან და აკურთხა,
რომელსა-იგი აღთქუმანი აქუნდეს.
7.ხოლო თვინიერ ყოველისა ცილობისა უმცირესი იგი უმჯობესისაგან იკურთხევინ.
8.და აქა რომელნი-იგი მოსწყდებიან კაცნი, ათეულსა მიიღებენ; ხოლო მუნ წამებულ არს,
ვითარმედ ცხოველ არს.
9.და, რაითა მოკლედ ვთქუათ, აბრაჰამისთვის და ლევისთვის, და რომელი ათეულსა
მიიღებს, ათეულადვე შეწირულ არს.
10. რამეთუ წელთაღა შინა მამისათა იყო, ოდეს-იგი შეემთხვია მას მელქისედეკ.
11. რამეთუ, უკუეთუმცა განსრულებაი ლევიტელთაგან მღდელობისაი იყო, რამეთუ ერი იგი
მას ზედა სჯულ-დებულ არს, რადღა სახმარ იყო მერმე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა
სხუაი აღდგინებად მღდელი და არა წესსა მას ზედა აჰრონისსა თქუმად?
12. რამეთუ ცვალებასა თანა მღდელობისასა ჩანს იძულებით, რამეთუ სჯულისაიცა ცვალებაი
იქმნების.
13. რომელსა ზედა თქუმულ არს ესე, სხვისა ნათესავსა ეზიარა, რომლისაგან არასადა
საკურთხეველსა წარდგომილ იყო.
14. წინაისწარ ჩანს, რამეთუ იუდაის ნათესავისაგან აღმოგვიბრწყინდა უფალი ჩუენი,
რომელისა ნათესავისაი მღდელობისათვის არა ახსენა მოსე.
15. და უმეტესადღა ცხად არს, უკუეთუ მსგავსად მელქისედეკისა აღდგეს სხუაი მღდელთ
მოძღუარი,
16. რომელი არა სჯულისა მისებრ მცნებისა ხორციელისა იყო, არამედ ძალისა მისებრ
ცხოვრებისა წარუვალისა.
17. რამეთუ ეწამების, ვითარმედ შენ ხარ მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა
მელქისედეკისსა.
18. რამეთუ შეურაცხებაი იქმნების პირველისა მის მცნებისაი უძლურებისა მისისათვის და
ურგებებისა,
19. რამეთუ არარაი სრულ ყო სჯულმან; ხოლო შემოსლვაი უმჯობესისა სასოებისაი, რომლისა
მიერ მივეახლებით ღმერთსა.
20. და რავედენ-იგი არა თვინიერ ფიცისა,
21. რამეთუ რომელნიმე თვინიერ ფიცისა არიან მღდელ ყოფილ.თთ ხოლო ესე ფიცით მის
მიერ, რომელმან-იგი ჰრქუა მას: ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღდელ
უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა.
22. ესოდენ უმჯობესისა აღთქუმისა იქმნა თავს-მდებ იესო.
23. და რომელნიმე მრავალნი არიან მღდელად დადგინებულნი სიკუდილისაგან დაყენებითა
დადგრომად.
24. ხოლო ამას დადგრომისათვის მისისა უკუნისამდე წარუვალად აქუს მღდელობაი იგი.
25. ვინაიცა ყოვლითურთ ცხოვრებად შემძლებელ არს მათდა, რომელნი-იგი მის მიერ
მოუხდებიან ღმერთსა, და სამარადისოდ ცხოველ არს მეოხად მათთვის.
26. რამეთუ ესევითარი შეჰგვანდა ჩუენდა მღდელთ მოძღუარი: წმიდაი, უმანკოი,
შეუგინებელი, განშორებული ცოდვათაგან და უმაღლესი ცათაი.
27. რომელსა არა უხმს დღითი დღედ, ვითარცა მღდელთ მოძღუართა მათ, პირველად თვისთა
ცოდვათათვის მსხუერპლისა შეწირვაი და მერმე ერისათვის, რამეთუ თავადმან ერთ გზის ყო
ესე და თავი თვისი შეწირა.
28. რამეთუ სჯულმან კაცნი სჯულმან კაცნი დაადგინნა მღდელთ მოძღურად, რომელთა აქუნდა
უძლურებაი, ხოლო სიტყუამან ფიცისამან, რომელი-იგი შემდგომად სჯულისა იყო, ძე
უკუნისამდე განსრულებული.
1. ხოლო თავად თქუმულთა მათ ზედა ესე არს: ესევითარი გვივის ჩვენ მღდელთ
მოძღუარი, რომელი დაჯდა მარჯუნით საყდართა დიდებისათა ზეცათა შინა,
2. წმიდათა მსახური და კარვისა მის ჭეშმარიტისაი, რომელი აღაშენა უფალმან და არა
კაცმან.
3. რამეთუ ყოველივე მღდელთ მოძღუარი შეწირვად მსხუერპლისა და შესაწირავისა
დადგინებულ არს. ვინაიცა უღირს მასცა, რაითა აქუნდეს რაიმე, რომელი-იგი შეწიროს
თავისა თვისისათვის.
4. რამეთუ უკუეთუმცა იყო ქუეყანასა ზედა, არამცა იყო მღდელ, ყოფილთა მათ მღდელთა
შემწირველთა, მსგავსად სჯულისა, მსხუერპლთა,
5. რომელნი-იგი სახედ და აჩრდილად ჰმსახურებენ ზეცისასა მას, ვითარცა-იგი ბრძანებაი
მოიღო მოსე საქმესა მას კარვისასა, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: იხილე და ქმენ
ყოველივე მსგავსად სახისა მის, რომელი გიჩუენეს შენ მთასა ზედა.
6. ხოლო აწ უმჯობესსა მიიწია მსახურებასა, ვითარცა-იგი არს უმჯობესისა აღთქუმისა
შუამდგომელ, რომელი-იგი უმჯობესსა მას აღთქუმასა ზედა სჯულ-დებულ არს.
7. რამეთუ უკუეთუმცა პირველი იგი იყო უბიწო, არღარამცა მეორისა მის საძიებელ იყო
ადგილი.
8. რამეთუ აბრალებს მათ და ეტყვის: აჰა ესერა დღენი მოვლენან, იტყვის უფალი, და
აღვასრულო სახლსა ზედა ისრაელისასა და სახლსა ზედა იუდაისსა აღუთქუმაი ახალი.
9. არა აღთქუმისა მისებრ, რომელი-იგი აღუთქუ მამათა მათთა დღესა მას, რომელსა უპყარ
ხელი მათი გამოყვანებად მათა ქუეყანით ეგვიპტით, რამეთუ იგინი არა დაადგრეს სჯულსა
ჩემსა, და მე შეურაცხ-ვყვენ იგინი, იტყვის უფალი.
10. რამეთუ ესე არს აღთქუმაი, რომელი აღუთქუა სახლსა ისრაელისასა შემდგომად დღეთა
მათ, იტყვის უფალი: მივსცნე სჯულნი ჩემნი გონებათა მათთა და გულთა მათთა ზედა
გამოვწერნე იგინი; და ვიყო მათდა ღმერთ, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად;
11. და არა ასწავებდეს კაცად -კაცადი მოქალაქესა თვისსა და კაცად-კაცადი ძმასა
თვისსა და ჰრქუას: იცან უფალი, რამეთუ ყოველთა მიცოდიან მე მცირითგან მათით ვიდრე
დიდად მათდამდე.
12. რამეთუ ულხინო სიცრუეთა მათთა და უსჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა
მოვიხსენნე მერმე.
13. რაჟამს-იგი თქუას: ახალიო, დააძუელა პირველი იგი, ხოლო დაძუელებადი იგი და
დაბერებადი მახლობელ არს განრყუნისა.
1. რამეთუ აქუნდა პირველსა მასცა სჯულსა სამართალი მსახურებათაი, წმიდაი იგი
მსოფლიოი,
2. რამეთუ კარავი შეიმზადა პირველი, რომელსა შინა იყო სასანთლე იგი ტაბლაი და
დაგებაი იგი პურთაი, რომელსა ერქუა წმიდა.
3. ხოლო შემდგომად მეორისა მის კრეტსაბმელისა კარავი, რომელსა ერქუა წმიდა წმიდათა.
4. ოქროისაი აქუნდა სასაკუმევლე და კიდობანი იგი სჯულისაი შემიოსილი გარეთ და
გინაით ოქროითა, რომელსა შინა იყო ტაკუკი იგი ოქროისაი, სავსე მანანაითა, და
კუერთხი იგი აჰრონისი. რომელი განედლდა, და ფიცარნი იგი სჯულისანი.
5. ხოლო ზედა კერძო მისსა ქერობინი დიდებისაი, რომელი აგრილობდა სალხინებელსა მას,
რომელთათვის არა არს აწ თითოეულად სიტყუად.
6. და ესერა ესრეთ აღმართებულ იყო, პირველსა მას კარავსა მარადის შევლენედ მღდელნი
და მსახურებასა მას აღასრულებედ.
7. ხოლო შინაგანსა მას ერთ გზის წელიწადსა მღდელთ მოძღუარი იგი ხოლო შევიდის და არა
თვინიერ სისხლისა, რომელი-იგი შეწირის თავისა თვისისათვის და ერისა უმეცრებისათვის.
8. და ესე უწყებითა სულისა წმიდისაითა, რამეთუ არღა გამოჩინებულ იყო წმიდითაი იგი
გზაი, არამედ პირველისა მისღა კარვისაი აქუნდა წესი.
9. რომელი-იგი იგავი იყო ჟამისა მის მოწევნადისაი, რომელსა შინა მსხუერპლნი და
შესაწირავნი შეიწირვოდეს, რომელნი ვერ შემძლებელ იყვნეს გულითად სრულყოფად
შემწირველთა მათ,
10. გარნა საჭმელთა ხოლო ზედა და სასუმელთა და პირად-პირადთა ბანათა და სამართლითა
ხორცთაითა ვიდრე ჟამადმდე განგებისა მის მოწევნადისა.
11. ხოლო ქრისტე მოვიდა, მღდელთ მოძღუარი იგი ყოფადთა მათ კეთილთაი, უფროისითა მით
და უსრულესითა კარვითა ხელით უქმნელითა, ესე იგი არს, არა ამის დაბადებულისაითა.
12. არცა სისხლითა ვაცთა და ზუარაკთაითა, არამედ თვისითა სისხლითა შევიდა ერთ გზის
სიწმიდესა მას და საუკუნოი გამოხსნაი პოვა.
13. რამეთუ უკუეთუ სისხლი იგი ვაცთა და ზუარაკთაი, და ნაცარი იგი დიაკეულთაი,
რომელი ეპკურებოდა შეგინებულთა მათ და განსწმედდა მსგავსად ხორცთა მათ
განწმედისათა,
14. რავდენ უფროის სისხლმან ქრისტესმან, რომელმან-იგი სულითა საუკუნოდ თავი თვისი
შეწირა უბიწოდ ღმრთისა, განწმიდნეს გონებანი თქუენნი მკუდართაგან საქმეთა
მსახურებად ღმრთისა ცხოველისა!
15. და ამისთვის ახლისა აღთქუმისა შუამდგომელ არს, რაითა სიკუდილიღა მოიწიოს
გამოსახსრად პირველისა მის სჯულისა გარდასრულთა, აღთქუმაი იგი მოიღონ ჩინებულთა მათ
საუკუნოისა მის მკვიდრობისათა.
16. რამეთუ სად-იგი წიგნის წერაი არს, სიკუდილი უნებლიაით ზედა-აც წიგნის მწერალსა
მას,
17. რამეთუ ანდერძი დაწერილი მკუდართა შემდგომადღა მტკიცე არნ, უკუეთუ არა, ვერსადა
მტკიცე არნ, ვიდრე ცოცხალღა არნ ანდერძის მწერალი იგი.
18. ვინაიცა არცა პირველი იგი თვინიერ სისხლისა განახლდებოდა.
19. რამეთუ ითქუნეს ყოველნი იგი მცნებანი მსგავსად სჯულისა მოსეს მიერ ყოვლისა
მიმართ ერისა, მოიღის სისხლი იგი ზუარაკთა და ვაცთაი წყალსა თანა მატყლითა
მეწამულითა და უსუპითა თვით მას წიგნსა და ყოველსა ერსა აპკურის
20. და თქვის: ესე სისხლი აღთქუმისაი, რომელი გამცნო თქუენ ღმერთმან.
21. თვით მას კარავსა და ყოველსა მას ჭურჭელსა სამსახურებელისასა ეგრეთვე მსგავსად
სისხლი ასხურის.
22. და კნინღა ყოველივე იგი სისხლითა განწმდებოდა მსგავსად სჯულისა მის, და თვინიერ
სისხლისა დათხევისა არა იყო მოტევებაი.
23. საჭიროა არს უკუე, ვინაითაგან სახენი იგი ზეცისათანი ამით განწმდებოდეს, რაითა
ზეცისანი იგი ამათსა უმჯობესითა მსხუერპლითა განწმდენ.
24. რამეთუ არა ხელით ქმნულთა სიწმიდეთა შევიდა ქრისტე სახედ ჭეშმარიტთა მათ,
არამედ თვით მათ ცათა აწვე ჩუენებად პირსა ღმრთისასა ჩუენთვის.
25. არცა რაითა მრავალ გზის შეწიროს თავი თვისი, ვითარცა - იგი მღდელთ მოძღუარი
შევიდის წელიწადსა ერთ გზის სიწმიდესა მას სისხლითა სხვისაითა;
26. უკუე ჯერ-ვიდრემე –ყო მისა მრავალ გზის ვნებად სოფლის დაბადებითგან, ხოლო აწ
ერთ გზის აღსასრულსა ჟამთასა შეურაცხის-ყოფად ცოდვათა მსახუერპლითა თვისითა
გამოჩნდა.
27. და ვითარცა-იგი წინა –უც კაცთა ერთ გზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი,
28. ეგრეცა ქრისტე ერთ გზის შეიწირა მრავალთათვის ახოცად ცოდვათა, ხოლო მეორედ
თვინიერ ცოდვათა გამოეცხადოს, რომელნი-იგი მოელიან მას მაცხოვრად.
1. რამეთუ აჩრდილი აქუნდა სჯულსა მერმეთა მათ კეთილთაი, არა თვით იგი ხატი
საქმეთაი მათ წლითი წლად მსხუერპლთა მათ, რომელთა შესწირვედ სამარადისოდ, ვერსადა
შემძლებელ იყვნეს იგინი შემწირველთა მათ განსრულებად.
2. უკუეთუმცა არასადა დასცხრეს შეწირვისაგან, ვინაითგან არცა ერთიღამცა რაი იჭვი
აქუნდა ცოდვათაი შემწირველთა მათ ერთ გზის განწმედილთა.
3. არამედ მათ შინა კუალად მოხსენებაი ცოდვათაი წლითი წლად,
4. რამეთუ ვერ შემძლებელ არს სისხლი ვაცთა და კუროთაი ახოცად ცოდვათა.
5. ამისთვის შემო-რაი- ვალს სოფლად, იტყვის: შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა,
ხოლო ხორცნი დამამტკიცენ მე,
6. საკუერთხები და ცოდვისათვის არა ითხოვე.
7. მაშ ვთქუ: ესერა მოვალ, თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთვის ყოფად, ღმერთო ჩემო,
ნებისა შეისა.
8. ზემო კერძო იტყვის, ვითარმედ: მსხუერპლი და შესაწირავი და საკუერთხი და
ცოდვისათვის არა ინებე, არცა სათნო-იყავ, რომელნი-იგი მსგავსად სჯულისა შეიწირვიან,
9. მაშინ თქუა: ესერა მოვალ ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო. აღიღებს პირველს ამას,
რაითა მეორე იგი დაამტკიცოს.
10. რომლისა ნებითა ჩუენ განწმედილ ვართ შესაწირავითა მათ, ხორცითა იესო ქრისტესითა
ერთ გზის.
11. და ყოველი იგი მღდელი დგან დღითი დღედ მსახურებასა მას და მათვე მსხუერპლთა
შესწირავნ მრავალ გზის, რომელნი-იგი არასადა შემძლებელ არიან ახოცად ცოდვათა.
12. ხოლო თავადმან ერთ გზის შეწირა მსხუერპლი ცოდვათათვის სამარადისოდ და დაჯდა იგი
მარჯუენით ღმრთისა
13. და მიერითგან მოელის, ვიდრემდის დაისხნეს მტერნი მისნი ქუეშე ფერხთა მისთა.
14. რამეთუ ერთი მსხუერპლი სრულ იქმნა სამარადისოდ განწმედილთა მათთვის.
15. ხოლო მეწამების ჩუენ სული წმიდაიცა, რამეთუ შემდგომად სიტყვისა მის, ვითარმედ:
16. ესე არს აღთქუმაი ჩემი, რომელი აღვთქუ მათდა მიმართ შემდგომად დღეთა მათ,
იტყვის უფალი, მივსცნე სჯულნი ჩემნი გულთა მათთა, და გონებათა მათთა ზედა
გამოვწერნე იგინი
17. და უსჯულოებანი მათნი და ცოდვანი მათნი არღარა მოვიხსენნე.
18. ხოლო სადა ამათი მოტევებაი არს, არღარა ხამს მსხუერპლი ცოდვათათვის.
19. გუაქუს უკუე, ძმანო, კადნიერებაი შესლვად სიწმიდეთა მათ სისხლითა იესოისითა.
20. რომელ-იგი განგვიახლა ჩუენ გზაი ახალი და ცხოველი კრეტსაბმელითა მით, ესე იგი
არს, ხორცითა მისითა,
21. და მღდელთ მოძღუარი დიდი სახლსა შინა ღმრთისასა,
22. მოუხდეთ მას ჭეშმარიტითა გულითა, გულ-სავსებითა სარწმუნეობისაითა, სხურებულნი
გულითა იჭვისაგან ბოროტისა და განბანილნი გუამითა წყლითა წმიდითა,
23. შევიკრძალოთ აღსარებაი იგი სასოებისაი მიუდრეკელად, რამეთუ სარწმუნო არს,
რომელმან-იგი აღმითქუა.
24.და განვიცდიდეთ ურთიერთას აღბაძვებად სიყუარულსა და კეთილთა საქმეთა.
25. ნუ დაუტეობთ შესაკრებელსა თვისსა, ვითარცა –იგი ჩუეულებაი არს ვიეთიმე, არამედ
ნუგეშინის-სცემდით და ესოდენ უფროის, რაოდენ-ესე ჰხედავთ მოახლებულსა ამას დღესა.
26. რამეთუ ნებსით შეცოდებათა ჩუენთათვის, შემდგომად მოღებისა მის ცნობისა
ჭეშმარიტებისა, არღარა ცოდვათათვის მოაკლდების მსხუერპლი,
27. არამედ საშინელი რაიმე მოლოდებაი სასჯელისაი და ცეცხლისა შური შესჭამდეს მტერთა
მათ.
28. უკუეთუ ვინმე შეურაცხყოს სჯული მოსესი, თვინიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა
მოწამითა, მოკუდების.
29. რავდენ ჰგონებთ, უძვრესისა ტანჯვისა ღირს-ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაი
დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაი არა ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა, და
სული იგი მადლისაი აგინა?
30. რამეთუ ვიცით, რომელმან - იგი თქუა: ჩემი არს შურის-გებაი და მე მივაგო, იტყვის
უფალი; და კუალად იტყვის, რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თვისი.
31. საშინელ არს შევრდომაი ხელთა ღმრთისა ცხოველისათა.
32. მოიხსენებდით პირველთა მათ დღეთა, რომელთა-იგი შინა ნათელ –იღეთ და მრავალი
ღუაწლი დაითმინეთ ვნებათაი.
33. ესე არს ყუედრებათა და ჭირთა შინა სოფლისა სახილველ იქმნენით და ესე, რამეთუ
ეზიარენით მათ, რომელნი-იგი მათ შინა იქცეოდეს.
34. და რამეთუ კრულებათა მათ ჩემთათვის გელმოდა, და იავარისყოფაი იგი მონაგებთა
თქუენთაი სიხარულით შეიწყნარეთ, უწყით, რამეთუ გაქუს თავისა თქუენისა საუნჯე
უმჯობესი, ცათა შინა დადგრომილი.
35. ნუ განიშორებთ განცხადებულებასა მაგას თქუენსა, რომელსა აქუს დიდი სასყიდლის
მოგებაი.
36. რამეთუ მოთმინებაი გიხმს თქუენ, რაითა ნებაი ღმრთისაი ჰყოთ და მოიღოთ
აღნათქუემი იგი.
37. რამეთუ მცირედ, წუთ ერთღა, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს.
38. ხოლო მართალი სარწმუნოებით ცხოვნდეს; და უკუეთუ იჯმნეთ მისგან, არა სთნავს
სულსა ჩემსა მას შინა.
39. ხოლო ჩუენ არა ვართ ჯმნულებისანი მის წარსაწყმედელად, არამედ სარწმუნეობისანი
შესასაწევნელად სულისა.
1. ხოლო არს სარწმუნოებაი მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არახილულთა.
2. რამეთუ ამას შინა იწამნეს მოხუცებულნი.
3. სარწმუნოებით გვიცნობიეს დამყარებად საუკუნეთა სიტყვითა ღმრთისაითა არა
საჩინოისაგან ხილულად შექმნულად.
4. სარწმუნოებით უმრავლესი მსხუერპლები შეწირა ღმრთისა აბელ კაენისსა, რომლისაგან
იწამა, ვითარმედ მართალ არს წამებითა ღმრთისაითა მსხუერპლთა მათ მისთა ზედა; და
ამისთვის მო-ღათუ –კუდა, მერმე იტყვისვეღა.
5. სარწმუნოებით ენუქ გარდაიცვალა, რაითა არა იხილოს სიკუდილი; და არა იპოვა,
რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან, რამეთუ პირველ გარდაცვალებისა მისისა წამებულ არს,
ვითარმედ სათნო-იყო იგი ღმერთმან.
6. ხოლო თვინიერ სარწმუნეობისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაი, რამეთუ სარწმუნოებაი
უღირს, რომელი მოუხდების ღმერთსა, რამეთუ არს და მეძიელებლთა მისთა სასყიდლის
მიმცემელ იქმნების.
7. სარწმუნოებით ბრძანებაი მოიღო ნოვე არღა სადა ხილულთა მათთვის, შეეშინა და ქმნა
კიდობანი საცხოვრებელად სახლისა თვისისა, რომელითა დასაჯა სოფელი, და სარწმუნეობითა
მით სიმართლისაითა იქმნა იგი მკვიდრ.
8. სარწმუნოებით იწოდა რაი აბრაჰამ, ერჩდა გამოსლვად ადგილსა მას, რომელი დაპყრობად
იყო მისა სამკვიდრებელად, და გამოივდა და არა უწყოდა, ვიდრე მოვიდოდა.
9. სარწმუნეობით მწირობა ქუეყანასა მას აღთქუმისასა ვითარცა უცხოსა, კარავსა შინა
მკვიდრობთდა ისააკ და იაკობის თანა, მკვიდრთა მათ თანა მისვე აღთქუმისათა;
10. რამეთუ მოელოდა მას, რომელსა-იგი საფუძველ უსხენ ქალაქსა, რომლისა-იგი
ხუროთ-მოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს.
11. სარწმუნეობით იგიცა სარა, ბერწ ღათუ იყო, ძალი მიიღო შესაწყნარებელად თესლისა
და ჟამთა გარდასრულმან შვა, რამეთუ სარწმუნოდ შეჰრაცხა, რომელმან-იგი აღუთქუა მას.
12. ვინაიცა ერთისაგან იშვნეს და ესე მკუდრისა მისგან, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი
სიმრავლითა და ვითარცა ქვიშაი ზღვისაი ურიცხვი.
13. სარწმუნობით მოწყდეს ესე ყოველნი, და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ
შორით იხილეს იგი და მოიკითხეს და აღიარეს, რამეთუ სტუმარ და წარმავალ არიან იგინი
ქუყანასა ზედა.
14. რამეთუ, რომელნი ესევითარსა იტყვიედ, გამოაჩინებენ, ვითარმედ მამულსა ეძიებენ.
15. და თუმცა მას მოიხსენებედეს, ვინაი-იგი გამოვიდეს, აქუნდამცა ჟამი მიქცევისაი.
16. ხოლო აწ უმჯობესსა მას გული ეტყვის, ესე იგი არს ზეცისასა, ამისთვისცა არა
სირცხვილ უჩნს მათი ღმერთსა სახელის- დებად მათდა ღმრთად, რამეთუ განუმზადა მათ
ქალაქი.
17. სარწმუნეობით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდ შობილსა მას
შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაი იგი მოიღო,
18. რომლისა მიმართ ითქუა, ვითარმედ: ისაკისაგან გეწოდოს შენ ნათესავად.
19. ესრეთ შეჰრაცხა, ვითარმედ მკუდრეთითცა აღდგინებად შემძლებელ არს ღმერთი,
რომლისათვისცა იგავით მოიყვანა იგი.
20. სარწმუნეობით მერმეთა მათთვის ისაკმან აკურთხა იაკობი და ესავი.
21. სარწმუნოით იაკობმან, მო-რაი-კუდებოდა, თვითოეულად ძენი იოსებისნი აკურთხნა და
თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა.
22. სარწმუნეობით იოესებ, აღრაი-ესრულებოდა, გამოსლვისათვის ძეთა ისრაელისათა
მოიხსენა და ძუალთა თვისთათვის ამცნო.
23. სარწმუნეობით მოსე, იშვა რაი, დამალეს სამ თთუე მამა-დედათა მისთა, რამეთუ
იხილეს მკვირცხლ ყრმაი იგი, და არა შეიშინნეს ბრძანებისა მისგან მეფისა.
24. სარწმუნეობით მოსე, განრაი-მწვისნა, უარ-ყო სახელის-დებაი შვილად ასულისა
ფარაოისა,
25. უფროისღა გამოირჩია თანა-ძვირის ხილვაი ერსა თანა ღმრთისასა, ვიდრეღა არა რაითა
აქუნდეს მას საწუთოი იგი საშუებელი ცოდვისაი.
26. უფროისად სიმდიდრედ შეჰრაცხა ეგვიპტისა საფასეთა ყუედრებაი იგი ქრისტესი,
რამეთუ ხედვიდა იგი სასყიდლის კუალად-გებასა.
27. სარწმუნეობით დაუტევა ეგვიპტე და არა შეიშინა გულის წყრომისა მისგან მეფისა,
რამეთუ უხილავი იგი ვითარცა ხილული შეჰრაცხა.
28. სარწმუნოებით ყო ზატიკი იგი და პკურებაი იგი სისხლისაი, რაითა არა მომსრველი
იგი პირმშოთაი შეეხოს მათ.
29. სარწმუნოებით წიაღხდეს ზღუასა მას მეწამულსა, ვითარცა ხმელსა ქუეყანასა,
რომელსა-იგი აზმნეს მეგვიპტელთა და დაინთქეს.
30. სარწმუნეობით ზღუდენი იერიქოისანი დაეცნეს გარე-მოდგმითა შვიდ დღე.
31. სარწმუნეობით რააბ, მეძავი იგი, არა წარწყმდა ურჩთა მათ თანა, რამეთუ
შეიწყნარნა მსტოვარნი იგი მშვიდობით.
32. და რაიღა-მე ვთქუა? რამეთუ დამაკლებს მე ჟამი ესე მითხრობად გედეონისთვის,
ბარაკისთვის და სამფსონისთვის და იეფთაესთვის, დავითისთვის და სამოელისთვის და
წინაისწარმეტყუელთა,
33. რომელნი სარწმუნეობით ერეოდეს მეფეთა, იქმოდეს სიმართლესა, მიემთხვინეს
აღთქუმასა, დაუყვნეს პირნი ლომთანი,
34. დაშრიტეს ძალი ცეცხლისაი, განერნეს პირსა მახვილისასა, განძლიერდეს
იძულებისაგან, იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა, ბანაკები აოტეს უცხო თესლთაი.
35. მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაითა
აღესრულნეს, და არა მოიღეს მათ გამოხსნაი, რაითა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნნენ;
36. ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს, მერმე კუალად ბორკილებითა და
საპყრობილებითა,
37. ქვითა განიტვინნეს, განიხერხნეს, განიცადნეს, სიკუდილითა მახვილისაითა მოწყდეს,
იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა, ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძვირ-ხილულნი,
38. რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა
შინა და ხურელთა ქუეყანისათა.
39. და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნეობით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი,
40. რამეთუ ღმერთმან ჩუენთვის უმჯობესი წინაისწარ განიგულა, რაითა არა თვინიერ
ჩუენსა სრულ იქმნენ.
1. აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა
მოწამეთაი, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაი
და მოთმინებით ვრბიოდით წინა განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა
2. და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესოს,
რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხვილი
შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.
3.გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი
სიტყვის-გებაი, რაითა არა დაჰშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ.
4. რამეთუ არღა სისხლადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად
5.და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყვის თქუენ: შვილო
ჩემო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰხსნდები მის მიერ
მხილებასა.
6. რამეთუ რომელი უყუარს უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი
შეიწყნარის.
7. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ
ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან?
8.ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი
ვიდრემე ხართ და არა შვილნი.
9. აწ უკუე, თუმცა გუესხნეს ხორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა
სამემცა; არა-მე უფროის დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხოვნდეთ?
10. რამეთუ რომელნიმე-იგი მცირეთა დღეთა მათისაებრ ნებისა ჰსწავლიდეს, ხოლო
ესე-უმჯობესისათვის, რაითა მოიღონ სიწმინდისაგან მისისა.
11. ყოველივე სწავლაი მეყსეულად არა არნ სიხარულ, არამედ მწუხარება, ხოლო
უკუანაისკნელ ნაყოფი მშვიდობისაი მის მიერ წურთილთა მათ მოაგის-სიმართლე.
12. ამისთვის დაშთომილნი ხელნი და დახსნილნი მუხლნი აღჰმართენით
13. და ალაგნი მართლ ყვენით ფერხთა თქუენთანი, რაითა არა მკელობელი იგი დაეცეს,
არამედ უფროისღა განიკურნოს.
14. მშვიდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმინდესა, რომლისა თვინიერ ვერვინ
იხილოს უფალი.
15. ეკრძალენით, ნუ ვინმე დაკლებულ იყოს მადლისაგან ღმრთისა, ნუ ვისმე თანა ძირი
სიმწარისაი აღმოცენებულ იყოს შემაურვებელი, და მის მიერ შეიგინნენ მრავალნი;
16. ნუვინ მეძავ და ბილწ არნ, ვითარცა-იგი ესავ, რომელმან ერთისა წილ საჭმლისა
განყიდა პირმშოებაი თვისი.
17. უწყით, რამეთუ ამისსა შემდგომად უნდა დამკვიდრებად კურთხევაი და შეურაცხ იქმნა
იგი, რამეთუ სინანულისა ადგილი არა პოვა და ცრემლით ღათუ ითხოვდა მას.
18. რამეთუ არა მოსრულ ხართ თქუენ მთასა მას ხელით შესახებელსა და აღგზნებულსა
ცეცხლითა და წყუდიადითა და ბნელითა და ნისლითა
19. და საყვირისა ოხრასა და ხმასა სიტყუათასა, რომელთა-იგი ესმა, იჯმნეს, რაითა
არღარა შეეძინოს მათ სიტყუაი.
20. რამეთუ ვერ ითმენდეს ბრძანებულსა მას: მხეციღა თუ შეეხებოდა მთასა მას, ქვითა
განიდევნებოდა.
21. და ესრეთ საშინელ იყო საოცრებაი იგი, მოსე თქუა: შეშინებულ ვარ და შეძრწუნებულ.
22. არამედ მოსრულ ხართ თქუენ მთასა სიონსა და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისასა,
იერუსალემსა ზეცისასა და ბევრეულსა ანგელოზთა კრებულსა
23. და ეკლესიასა პირმშოთასა, აღწერილსა ცათა შინა, და ღმრთისა მსაჯულისა
ყოველთაისა და სულებისა მართალთა მათ აღსრულებულთაისა.
24. და სჯულისა მის ახლისა შუამდგომელისა იესოისა და სისხლითა პკურებასა, უმჯობესსა
თქუმულისა მის აბელის მიერ.
25. ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე იჯმნეთ მეტყუელისა მისგან, რამეთუ, უკუეთუ იგინი ვერ
განერნეს, რომელთა ქუეყანასა ზედა იჯმნეს ბრძანებისაგან, რავდენ უფროის ჩუენ,
უკუეთუ ზეცისასა მას გარე-მივექცეთ,
26. რომლისა ხმამან ქუეყანაი შეძრა მაშინ, და აწ აღუთქუა მას და იტყვის: მერმე ერთ
გზისღა შევძრა მე არა ხოლო ქუეყანაი, არამედ ცანიცა.
27. ხოლო ესე “ მერმე ერთ გზისღა” აუწყებს შეძრულთა მათ ცვალებასა ვითარცა
ქმნულთასა, რაითა ეგოს შეუძრველი იგი.
28. ამისთვისცა სასუფეველი შეუძრველი დავიპყრათ; მაქუს ჩუენ მადლი, რომლითა
ვჰმსახურებთ სათნოდ ღმერთსა მოშიშებით და ღირსებით.
29. რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არს.
1. ძმათ მოყუარებაი ეგენ.
2. სტუმრის მოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და
ანგელოზნი ისტუმრნეს.
3. მოიხსენენით კრულნი იგი, ვითარცა მათ თანავე კრულთა, და ძვირ-ხილულნი იგი,
რამეთუ თქუენცა ხორცნივე გასხენ
4. პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ; ხოლო მეძავნი და
მემრუშენი საჯნეს ღმერთმან
5. ვერცხლის უყუარულ იყვენით სახითა, კმა-გეყავნ, რომელი-იგი გაქუნდეს, რამეთუ
თავადმან თქუა: არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ.
6. ვინაიცა საკადრებელ არს ჩუენდა თქუმად: უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რაი
მიყოს მე კაცმან?
7. მოიხსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ
ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხოვრებისა მათისასა და ჰბაძევდით
სარწმუნოებასა მათსა.
8. იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე.
9. მოძღურებასა მრავალ-სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა
განმტკიცებულ ხართ გულთა და არა საჭმლითა, რომლითა ვერარაი ირგეს, რომელნი ვიდოდეს
მას შინა.
10. მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ხელ-ეწიფების, რომელნი-იგი
კარავსა მას ჰმსახურებენ.
11. რომელსა-იგი შეიწირვის საცხოვართა სისხლი ცოდვათათვის სიწმიდესა მას შინა
მღდელთ მოძღურისა მიერ, ამათნი იგი ხორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას.
12. ამისთვისცა იესო, რაითა წმიდა-ყოს თვისითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო.
13. აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაი იგი მისი მოვიღოთ.
14. რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ.
15. ამისთვის შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს,
ნაყოფსა ბაგეთასა და აღსარებასა სახელისა მისისასა.
16. ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ: რამეთუ ესევითარნი
მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.
17. დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღვიძებენ
სულთა თქუენთათვის, ვითარცა-იგი სიტყუაი მისცენ, რაითა სიხარულით ამას ჰყოფდენ და
არა სულთითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა.
18. ილოცევდით ჩუენთვისცა, რამეთუ გურწამს, ვითარმედ კეთილი გონებაი გუაქუს და
ყოველსა შინა კეთილად გუნებავს სლვად.
19. უმეტესღა გლოცავ ამას ყოფად, რაითა ადრე მოვიდე თქუენდა.
20. ხოლო ღმერთმან მშვიდობისამან, რომელმან აღმოიყვანა მკუდრეთით მწყემსი იგი
ცხოვართაი დიდი სისხლითა მით აღთქუმისა საუკუნოისაითა-უფალი ჩუენი იესო ქრისტე,
21. დაგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა საქმითა კეთილითა ყოფად ნებისა მისისა, რომელმან
ყვის სათნოებაი მისი ჩუენ შორის წინაშე მისსა ქრისტე იესოის მიერ, რომლისა არს
დიდებაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
22. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, თავს-იდევით სიტყუაი ესე ვედრებისაი; დაღათუ მცირედ
მივწერე თქუენდა.
23. იცით, ტიმოთე, ძმაი ჩუენი, რომელ მივავლინე, რომლისა თანა, ადრე თუ მოვიდეს,
გიხილნე თქუენ.
24. კითხვაი არქუთ ყოველთა წინამძღუართა თქუენთა და ყოველთა წმიდათა. გიკითხვენ
თქუენ, რომელნი-იგი არიან იტალიაით.
25. მადლი თქუენ ყოველთა თანა ამინ.