გამოცხადება იოანესი
 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19 20 21 22

 

თავი 1.

1. გამოცხადებაი იესო ქრისტესი, რომელ-იგი მოსცა მას ღმერთმან ჩუენებად მონათა მისთა საქმეთა მათ, რომელთაი ჯერ-არს ადრე აღსრულებაი, და გამოუცხადა მოვლინებითა ანგელიზისა მისისაითა მონასა მისსა იოანეს,
2. რომელმანცა წამა სიტყუაი ღმრთისაი წამებაი იესო ქრისტესი, რავდენიცა იხილა და რომელიცა არს და რომელსა ეგულების ყოფად.
3. ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაისწარმეტყუელებისათა და დაიმახონ, რაი-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს.
4. იოანე შვიდთა ეკლესიათა ასიაისათა: მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისაგან, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, და შვიდთა მათ სულთაგან, რომელნი წინაშე საყდარსა მისსა არიან.
5. და იესო ქრისტესგან, მოწამისა მის სარწმუნოისა, პირმშოისა შესუენებულთაისა და მთავრისა მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და გენგუბანნა ცოდვათა ჩუენთაგან სისხლითა თვისითა.
6. და მყვნა ჩუენ სამეფო მღდელ ღმრთისა და მამისა თვისისა, რამეთუ მისი არს დიდებაი და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
7. აჰა ესერა მოვალს ღრუბელთა თანა, და იხილოს იგი ყოველმან თუალმან და რომელთა-იგი უგუმირეს მას; და გოდებდენ ტომნი ქუეყანისანი: ჰე, ამინ.
8. მე ვარ ანი და ჰოი, იტყვის უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი.
9. მე, იოანე, ძმაი თქუენი და ზიარი ჭირსა და სუფევასა და მოთმინებასა თქუენსა ქრისტე იესოის მიერ, ვიყავ ჭალაკსა მას, რომელსა ეწოდების პატმოს, სიტყვისათვის ღმრთისა და წამებისათვის იესო ქრისტესისა.
10. ვიქმენ სულითა დღესა კვირიაკესა და მესმა უკუანაით კერძო ჩემსა ხმაი დიდი, ვითარცა საყვირისაი,
11. რომელი მეტყოდა, ვითარმედ: რომელსა-ესე ჰხედავ, დაწერე წიგნსა შინა და წარეც შვიდთა მათ ეკლესიათა ეფესოს და ზმირნას და პერღამოს და თვიატირს და სარდეს, ფილადელფიას და ლავდიკის.
12. და მივიქეც მუნ ხილვად ხმისა მის, რომელი მეტყოდა მე. და ვითარცა მივიქეც, ვიხილენ შვიდნი სასანთლენი ოქროისანი,
13. და შორის შვიდთა მათ სასანთლეთა მსგავსი ძისა კაცისაი, შემოსილი ზეწრითა, და ერტყა სარტყელი ოქროისაი ძუძუთა თანა მისთა.
14. და თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა თოვლი, და თუალნი მისნი, ვითარცა ალი ცეცხლისაი.
15. და ფერხნი მისნი მსგავს იყვნეს რვალსა გუნდრუკსა, ვითარცა ცეცხლსა შინა გამოხურვებულნი, და ხმაი მისი, ვითარცა ხმაი წყალთა მრავალთაი.
16. და მარჯუენესა ხელსა მისსა აქუნდეს ვარსკულავნი შვიდნი, და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახვილი ორპირი აღლესული; და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თვისითა.
17. და რაჟამს ვიხილე იგი, დავვარდი ფერხთა თანა მისთა, ვითარცა მკუდარი და დადვა მან მარჯუენე მისი ჩემ ზედა და თქუა: ნუ გეშინინ : მე ვარ პირველი და უკუანაისკნელი;
18. და რომელი ცხოველ ვარ და ვიქმენ მკუდარ, და აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე. ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი.
19. დაწერე უკუე, რაი-ესე იხილე და რაი-ესე არს და რაი ეგულების ყოფად შემდგომად ამისა.
20. საიდუმლოი შვიდთა ამათ ვარსკულავთაი, რომელნი იხილენ მარჯუენესა ზედა ჩემსა, და შვიდნი ესე სასანთლენი ოქროისანი.შვიდნი ესე ვარსკულავნი ანგელოზნი შვიდთა ეკლესიათანი არიან, და შვიდნი ესე სასანთლენი შვიდნი ეკლესიანი არიან.

თავი 2.

1.ანგელოზსა ეფესოისა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყვის, რომელსა უპყრიან შვიდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისა, რომელი-იგი ვალს შვიდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროისათა:
2. ვიცნი საქმენი შენნი და შრომაი შენი და მოთმინებაი შენი და ვითარმედ ვერ ძალ-გიც ტვირთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყვიან თავთა თვისთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ.
3. და მოთმინებაი გაქუს და იტვირთე სახელისა ჩემისათვის და არა დაშუერ.
4. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე.
5. მოიხსენებდ, უკუეთუ სადაით დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ; უკუეთუ არა, მოვალ ადრე და აღვძრა სასანთლე შენი ადგილისაგან თვისისა, უკუეთუ არა შეინანო.
6. არამედ ესე გაქუს, რამეთუ გძულან საქმენი იგი ნიკოლაელთანი, რომელნი-იგი მე მძულან.
7. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყვის სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, მივსცე მას ჭამად ძელისა მისგან ცხორებისა, რომელი არს შორის სამოთხესა ღმრთისა ჩემისასა.
8. და ანგელოზსა ზმირნისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყვის პირველი და უკანაისკნელი იგი, რომელი იქმნა მკუდარ და ცხონდა:
9. ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი და სიგლახაკე (არამედ მდიდარ ხარ) და გმობაი იგი მათი, რომელნი იტყვიან თავთა თვისთა ჰურიად, და არა არიან, არამედ შესაკრებელი ეშმაკისაი.
10. ნუ გეშინის საქმეთაგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეგულების ეშმაკსა თქუენგანთა შთაგდებად საპყრობილესა, რაითა გამოიცადნეთ ათ დღე. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გვირგვინი იგი ცხორებისაი.
11. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყვის სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, არაი ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა.
12. და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყვის, რომელსა-იგი აქუს მახვილი ორპირი აღლესული:
13. ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკვიდრ ხარ, სადა-იგი არს საყდარი ეშმაკისაი, და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარ-ჰყავ სარწმუნოებაი ჩემი დღეთა მათ ანტიპაის მოწამისა ჩემისა სარწმუნოისათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკვიდრ არს.
14. არამედ მაქუს შენდა მომართ მცირედი, რამეთუ გყვანან ვინმე, რომელთა უპყრიეს სწავლაი იგი ბალამისი, რომელი ასწავა ბალაკს, რაითა დადვას დაბრკოლებაი წინაშე ძეთა ისრაელისათა, და ჭამად კერპთა ნაზორევისა და სიძვად.
15. ეგრეთვე შენცა გყვანან, რომელთა უპყრიეს სწავლაი იგი ნიკოლაელთაი.
16. შეინანე; უკუეთუ არა, მოვალ შენდა ადრე და ბრძოლა – ვყო მათ თანა მახვილითა პირისა ჩემისაითა.
17. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყვის სული ეკლესიათა, ვითარმედ: რომელმან სძლოს, მივსცე მას მანანაისა მისგან დაფარულისა და მივსცე ქვაი სპეტაკი და ქვასა მას თანა სახელი ახალი დაწერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა რომელმან მიიღოს.
18. და ანგელოზსა თვიატრისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყვის ძე ღმრთისაი: რომლისა თუალნი არიან, ვითარცა ალი ცეცხლისაი, და ფერხნი მისნი მსგავს არიან რვალსა გუნდრუკსა:
19. ვიცნი საქმენი შენნი და სიყუარული შენი და სარწმუნოებაი და მსახურებაი და მოთმინებაი და საქმენი შენნი უკუანაისკნელნი უმრავლეს პირველისა.
20. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ უტევე ცოლი შენი იეზაბელ, რომელი იტყვის თავსა თვისსა წინაისწარმეტყუელად და ასწავლის და აცთუნებს ჩემთა მონათა სიძვად და ჭამად კერპთა ნაზორევისა.
21. და მივეც მას ჟამი, რაითა შეინანოს, და არა ჰნებავს სინანულად სიძვისაგან მისისა.
22. აჰა ესერა დავამხუა იგი სარეცელსა ზედა, და რომელნი იმრუშებდეს მის თანა, შთავყარნე ჭირსა დიდსა, უკუეთუ არა შეინანონ საქმეთაგან მათთა.
23. და შვილნი მისნი მოვსწყვიდნე სიკუდილითა, და ცნან ყოველთა ეკლესიათა, ვითარმედ მე ვარ, რომელი განვიკითხავ გულსა და თირკუმელთა; და მიგცე თქუენ თვითოეულსა საქმეთა თქუენთაებრ.
24. ხოლო თქუენ გეტყვი, სხუათა მაგათ, რომელნი ხართ თვიატირს შინა, რომელთა არა გაქუს სწავლაი ესე, რომელთა არა გიცნობიან სიღრმენი ეშმაკისანი, ვითარ იტყვიან, არღარა მოვაწიო თქუენ ზედა სხუაი სიმძიმე.
25. არამედ რომელი-ეგე გაქუს, დაიმჭირეთ, ვიდრემდის მოვიდე.
26. და რომელმან სძლოს და დაიმარხნეს ვიდრე აღსასრულადმდე საქმენი ჩემნი, მივსცე ხელმწიფებაი წარმართთა ზედა.
27. და ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაითა; ვითარცა ჭურნი იგი მეკეცეთანი შეიმუსრნიან, ვითარცა მე მოვიღე მამისაგან.
28. და მივსცე მას ვარსკულავი იგი განთიადისაი.
29. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყვის სული ეკლესიათა.

თავი 3.

1. და ანგელოზსა სარდისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყვის, რომელსა ჰქონან შვიდნი იგი სულნი ღმრთისანი და შვიდნი იგი ვარსკულავნი: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ სახელი გაქუს და ცხოველ ხარ და მკუდარ ხარ.
2. იქმენ მღვიძარე და დაამტკიცენ სხუანი იგი, რომელთაი გეგულებოდა განგდებაი, რამეთუ არა მიპოვნიან საქმენი შენნი აღსრულებულად წინაშე ღმრთისა ჩემისა.
3. იხსენებდ უკუე, ვითარ მიიღე და ისმინე, დაიმარხე და შეინანე, ხოლო უკუეთუ არა მღვიძარე იყო, მოვიდე შენ ზედა, ვითარცა მპარავი, და ვერ სცნა, რომელსა ჟამსა მოვიდე შენ ზედა.
4.არამედ მცირედი სახელები გყავს სარდეს შინა, რომელთა არა შეუგინებიეს სამოსლები მათი, და ვიდოდიან იგინი ჩემ თანა სამოსლითა სპეტაკითა, რამეთუ ღირს არიან.
5. რომელმან სძლოს, ესრეთ შეიმოსოს სამოსელი სპეტაკი და არა აღვხოცო სახელი მისი წიგნისაგან ცხოველთაისა და აღვიარო სახელი მისი წინაშე მამისა ჩემისა და წინაშე ანგელოზთა მისთა.
6. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყვის სული ეკლესიათა.
7. და ანგელოზსა ფილადელფიისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყვის წმიდაი იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰხშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დახშული იგი.
8. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაი ჩემი და არა უარ-ჰყავ სახელი ჩემი.
9. აჰა ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყვიან თავსა თვისსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან; აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაითა მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე ფერხთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ.
10.რამეთუ დაიმარხე შენ სიტყუაი მოთმინებისა ჩემისაი, და მეცა დაგიცვა შენ ჟამისა მისგან განსაცდელისა, რომელსა ეგულების მოსლვად ყოველსა ზედა სოფელსა გამოცდად მკვიდრთა მათ ქუეყანისათა.
11. აჰა მოვალ ადრე. იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რაითა არავინ მიგიღოს გვირგვინი შენი.
12. რომელმან სძლოს, ვყო იგი სუეტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისასა, და გარე არღარა განვიდეს და დავწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისაი და სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისაი ახლისა იერუსალემისაი, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი იგი ახალი.
13.რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყვის სული ეკლესიათა.
14. და ანგელოზსა ლავდიკიისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყვის ამინ, მოწამე იგი სარწმუნოი და ჭეშმარიტი, დასაბამი დაბადებულთა ღმრთისათაი:
15. ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაითამცა ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი.
16. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი; მეგულების აღმოგდებაი შენი პირისაგან ჩემისა.
17. რამეთუ იტყვი: მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაი მეხმარების. და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ.
18. განგაზრახებ შენ, რაითა იყიდო ჩემგან ოქროი გამოხურვებული ცეცხლითა, რაითა განჰმდიდრდე, და სამოსელი სპეტაკი, რაითა შეიმოსო, და არა გამოცხადნეს სირცხვილი სიშიშულისა შენისაი, და საოლავი, რაითა იოლნე თუალნი შენნი და ჰხედვიდე.
19. მე რომელნიცა მიყუარდენ, ვამხილებ და ვასწავებ. ეშურებოდე უკუე და შეინანე.
20. აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ. უკუეთუ ვინ ისმინოს ხმისა ჩემისაი და განაღოს კარი, და შევიდე მის თანა და ვჭამო მის თანა სერი, და მან - ჩემ თანა.
21. რომელმან სძლოს, მივსცე მას დაჯდომაი ჩემ თანა საყდარსა ჩემსა, ვითარცა-იგი მე ვსძლე და დავჯდე მამისა ჩემისა თანა საყდარსა მისსა,
22. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყვის სული ეკლესიათა.

თავი 4.

1. შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა კარი განღებული ცათა შინა,
და ხმაი იგი, რომელ მესმა პირველ, ვითარცა საყვირისაი, მეტყოდა მე, ვითარმედ: აღმოვედ აქა, და გიჩუენო, რაი-იგი ყოფად არს შემდგომად ამისა.
2.მეყსეულად ვიქმენ სულითა. და აჰა დგა საყდარი ცათა შინა და საყდარსა ზედა მჯდომარე.
3. და მჯდომარე იგი იყოს მსგავსი ქვასა მას იასპსა და სარდიონსა; და ირისე იყო გარემო საყდრისა მის, და ეგრეთვე ხილვაი სამარაგდეთაი.
4. გარემო საყდრისა საყდარნი ოც და ოთხნი, და საყდართა მათ ზედა ოც და ოთხნი მღდელნი მსხდომარენი, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა, და თავთა მათთა ზედა გვირგვინნი ოქროისანი.
5. და საყდრისა მისგან გამოვლენ ელვანი და ხმანი და ქუხილნი; და შვიდნი ლამპარნი ცეცხლისანი იწურებოდეს წინაშე საყდარსა მისსა, რომელნი არიან შვიდნი იგი სულნი ღმრთისანი.
6. და წინაშე საყდარსა მისსა, ვითარცა ზღუაი ჭიქისაი, მსგავსი ბროლისაი; და შორის საყდრისა და გარემო საყდრისა ოთხნი ცხოველნი, სავსენი თუალითა წინაით და უკუანაით.
7. და პირველი იგი ცხოველი მსგავსი იყო ლომისაი, და მეორე ცხოველი მსგავსი იყო კუროისაი, და მესამესა ცხოველსა აქუნდა პირი კაცისაი, და მეოთხე მსგავსი არწივისა მფრინვალესა.
8. და ოთხთა მათ ცხოველთა თვითოეულსა აქუნდეს ექუსნი ფრთენი გარემო, და შინაგან სავსე არიან თუალთა. და განსუენებაი არა აქუს დღე და ღამე, არამედ იტყვიან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, რომელი იყო და რომელი არს და რომელი მომავალ არს.
9. და რაჟამს მისცენ ცხოველთა მათ დიდებაი და პატივი და მადლობაი მჯდომარესა მას საყდარსა ზედა, რომელი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე,
10. დავარდებიან ოც და ოთხნი იგი მღდელნი წინაშე საყდართა ზედა მჯდომარისა მის და თაყუანის-სცემენ მას, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, და დასხმენ გვირგვინთა მათთა წინაშე საყდრისა მის და იტყვიან:
11. ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაებადნეს.

თავი 5.

1. და ვიხილე მარჯუენით საყდართა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შვიდითა.
2. და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, რომელი ქადაგებდა ხმითა დიდითა, ვითარმედ: ვინ-მე ღირს არს განღებად წიგნისა ამის და განხსნად ბეჭედთა მისთა?
3. და ვერვინ შემძლებელ იყო ზეცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, არცა უფსკრულთა შინა განღებად წიგნისა მის და არცა მიხედვად მისა.
4. და მე ვტიროდე ფრიად, რამეთუ არავინ იპოვა, რომელსამცა განეღო წიგნი იგი, ანუმცა მიეხედნეს მისა.
5. და ერთმან მღდელთა მათგანმა მრქუა მე: ნუ სტირ, აჰა ესერა სძლო ლომმან თესლისაგან იუდაისა, ძირმან დავითისმან, რომელმან აღაღოს წიგნი და შვიდნი იგი ბეჭედნი მისნი.
6. და ვიხილე შორის საყდარსა და ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთაისა კრავი მდგომარე, ვითარცა დაკლული. და აქუნდეს შვიდნი რქანი და შვიდნი თუალნი, რომელ არიან შვიდნი იგი სულნი ღმრთისანი, რომელნი მოივლინებიან ყოველსავე ქუეყანასა.
7. და მოვიდა და მიიღო წიგნი მარჯუენისაგან საყდართა ზედა მჯდომარისა.
8. და რაჟამს მიიღო მან წიგნი იგი, ოთხნი მღდელნი დავარდეს წინაშე კრავისა მის. და აქუნდა თითოეულსა ათძალი და ლანკნანი ოქროისანი, სავსენი საკუმეველითა, რომელ არიან ლოცვანი წმიდათანი.
9. და გალობდეს გალობასა ახალსა და იტყოდეს: ღირს ხარ შენ მიღებად წიგნისა მის და აღებად ბეჭედთა მისთა, რამეთუ დაიკალ და გვიყიდენ ჩუენ ღმრთისა სისხლითა შენთა ყოვლისაგანვე თესლისა და ენისა და ერთა და წარმართთა,
10. და ჰყვენ იგინი ღმრთისა ჩუენისა მეფედ და მღდელად, და სუფევდენ იგინი ქუეყანასა ზედა.
11. და ვიხილე და მესმა, ვითარცა ხმაი ანგელოზთა მრავალთაი გარემო საყდრისა და ცხოველთა და მღდელთაისა. და იყო რიცხვი მათი ბევრნი ბევრთანი და ათასნი ათასთანი,
12. რომელნი იტყოდეს ხმითა დიდითა: ღირს არს კრავი იგი დაკლული მიღებად ძალისა და სიმდიდრისა და სიბრძნისა და პატივისა და დიდებისა და კურთხევისა.
13. და ყოველთავე დაბადებულთაი, რომელნი არიან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და უფსკრულთა შინა და ზღუათა, ყოველთაი მესმა, რომელნი იტყოდეს: რომელი ზის საყდართა ზედა და კრავისა კურთხევაი და პატივი და დიდებაი და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
14. და ოთხთა მათ ცხოველთა თქუეს: ამინ. და მღდელნი იგი დავარდეს და თაყუანის-სცეს.

თავი 6.

1. და ვიხილე, რმეთუ აღაღო კრავმან მან ერთი შვიდთა მათ ბეჭედთაგანი, და მესმა ერთისა ცხოველთა მათგანისაი, რომელი იტყოდა, ვითარცა ხმითა ქუხილისაითა, ვითარმედ: მოვედ და იხილე.
2. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა მშვილდი, და მიეცა მას გვირგვინი, და განვიდა ძლევითა, და სძლოსცა.
3. და რაჟამს აღაღო მეორე ბეჭედი, მესმა მეორისა მის ცხოველისაი, რომელი იტყოდა, ვითარმედ: მოვედ და იხილე.
4. და გამოვიდა სხუაი ცხენი წითელი, და მჯდომარესა მას ზედა მიეცა აღებად მშვიდობაი ქუეყანით, რაითა ერთმანერთი მოსწყვიდონ, და მიეცა მას მახვილი დიდი.
5. და რაჟამს აღაღო მესამე ბეჭედი, მესმა მესამისა მის ცხოველისაი, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე. და აჰა ცხენი შავი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა ხელთა მისთა უღელი.
6. და მესმა ხმაი შორის ოთხთა მათ ცხოველთაისა, რომელი იტყოდა: სამაგდანი იფქლი დრაჰკნის, და სამი სამაგდანი ქერი დრაჰკნის, და ღვინოსა და ზეთსა ნუ ავნებ.
7. და რაჟამს აღაღო მეოთხე ბეჭედი, მესმა მეოთხისა ცხოველისაი, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე,
8. და აჰა ცხენი მწუანე, და მჯდომარესა მას ზედა სახელი მისი სიკუდილი; და ჯოჯოხეთი შეუდგა მას, და მიეცა მას ხელმწიფებაი მეოთხედსა ზედა ქუეყანისასა მოსრვად მათდა მახვიილითა სიყმილითა და სიკუდილითა და მხეცთა მიერ ქუეყანისათა
9. და რაჟამს აღაღო მეხუთე ბეჭედი, ვიხილენ საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყვისათვის ღმრთისა და წამებისათვის კრავისა მის, რომელ აქუნდა.
10. და ხმა-ყვეს ხმითა დიდითა და თქუეს: ვიდრემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არა სჯი სისხლსა ჩუენსა მკვიდრთაგან ქუეყნისათა?
11.და მიეცა მათ სამოსლები სპეტაკები, და ითქუა მათდა მიმართ, რაითა განისუენონ მცირედ ჟამღა, ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი და რომელთა ეგულებოდა სიკუდილი, ვითარცა მათ.
12. და ვიხიდე, რაჟამს აღაღო მეექუსე ბეჭედი, და ძრვაი იქმნა დიდი, და მზე შავ იქმნა, ვითარცა ძაძაი ბალნისაი, და მთოვარე ყოვლითურთ იქმნა, ვითარცა სისხლი.
13.და ვარსკულავნი ცისანი გარდამოცვივეს ქუეყანად, ვითარცა ლეღუმან რაი დაყარის ყუავილი თვისი, ქარისაგან დიდისა შერყეულმან.
14. და ცაი წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი. და ყოველნი მთანი და ბორცუნი ადგილთა თვისთაგან შეიძრნეს.
15. და მეფეთა ქუეყანისათა და მთავართა და ათასის-თავთა და მდიდართა და ძლიერთა და ყოველმან მონამან და აზნაურმან დამალნეს თავნი მათნი ქუაბთა შინა და კლდეთა შინ მთათასა.
16. და ეტყოდეს მთათა და კლდეთა: დამეცენით ჩუენ ზედა და დაგუფარენით ჩუენ პირისაგან საყდართა ზედა მჯდომარისა და რისხვისაგან კრავისა.
17. რამეთუ მოვიდა დღე იგი დიდი რისხვისა მისისაი და ვინ შემძლებელ არს დადგომად?

თავი 7.

1. და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი იგი ქარნი ქუეყანისანი, რაითა არაქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა.
2. და ვიხილე სხუაი ანგელოზი, აღმომავალი აღმოსავალით მზისაით, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაი. და ხმა-უყო ხმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაი ქუეყანისა და ზღვისაი, ვითარმედ:
3. ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა.
4. და მესმა რიცხვი დაბეჭდულთაი მათ: ას ორმეოც და ოთხი ათასი დაბეჭდულთაი ყოვლისაგან ტომისა ძეთა ისრაელისათა:
5. თესლისაგან იუდაისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაი, თესლისაგან რუბენისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან გადისა ათორმეტი ათასი,
6. თესლისაგან ასერისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ნეფთალემისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან მანასესა ათორმეტი ათასი,
7. თესლისაგან სვიმეონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ლევისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იზაქარისა ათორმეტი ათასი,
8.თესლისაგან ზაბულონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იოსებისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ბენიამენისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაი.
9. და შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა და ხელთა მათთა აქუნდა ფინიკები.
10. და ხმობდეს ხმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაი ღმრთისა ჩუენისაი, მჯდომარისა საყდართა ზედა, და კრავისა.
11.და ყოველნივე ანგელოზნი დგეს გარემოის საყდრისა და მღდელთაისა და ოთხთა მათ ცხოველთაისა და დავარდეს წინაშე საყდრისა მისისა პირთა ზედა მათთა და თაყუანის-სცეს ღმერთსა
12. და იტყოდეს: ამინ. კურთხევაი და დიდებაი და სიბრძნე და მადლობაი და პატივი და ძალი ღმრთისა ჩუენისაი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
13. და მომიგო ერთმან მღდელთაგანმან და მრქუა: ესენი, რომელთა ჰმოსიეს სამოსლები სპეტაკები, ვიეთნი არიან, ანუ ვინაი მოსრულ არიან?
14. და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი. და მრქუა მე: ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაითა.
15. ამისთვის არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკვიდროს მათ შორის.
16. არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე.
17. რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღვის წყაროთა მიმართ წყლისა ცხოვრებისათა, და აღხოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა.

თავი 8.

1. და რაჟამს აღაღო მეშვიდე ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა.
2. და ვიხილენ შვიდნი იგი ანგელოზნი, რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან, და მიეცნეს მათ შვიდნი საყვირნი.
3. და სხუაი ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლე ოქროისაი; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი , რაითა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროისასა, რომელი არს წინაშე საყდარსა.
4. და აღხდა კუამლი იგი საკუმეველთაი ლოცვისა მიმართ წმიდათაისა ხელისაგან ანგელოზისა მის წინაშე ღმრთისა.
5. და აღიღო ანგელოზმან მან სასაკუმევლე იგი და აღავსო ცეცხლისა მისგან საკურთხეველისა და დაასხა იგი ქუეყანასა ზედა, და იქმნნეს ქუხილნი და ხმანი და ელვანი და ძრვაი.
6. და ანგელოზთა მათ, რომელთა აქუნდეს შვიდნი იგი საყვირნი, განჰმზადნეს თავნი თვისნი ცემად.
7. და პირველმან მან დასცა, და იქმნა სეტყუაი და ცეცხლი, შეერთებული სისხლითა, და მოვიდა ქუეყანად, და მესამედი ქუეყანისაი დაიწუა და და მესამედი ხეთაი დაიწუა და ყოველივე თივაი ნედლი დაიწუა.
8. და მეორემან ანგელოზმან დასცა საყვირსა და ვითარცა მთაი დიდი, მოტყინარე ცეცხლითა, შთავარდა ზღუად, და მესამედი ზღვსაი იქმნა სისხლ.
9. და მოსწყდა მესამედი დაბადებულთა ზღვისათაი, რომელთა თანა არს სული, და მესამედი ნავთაი განიხრწნა.
10. და მესამემან ანგელოზმან დასცა, და გარდამოვარდა ზეცით ვარსკულავი დიდი, მოტყინარე ვითარცა ლამპარი, და დავარდა მესამედსა ზედა მდინარეთასა და წყაროთა ზედა წყალთასა.
11. და სახელი ვარსკულავისაი მის არს აფსინთი. და გარდაიქცა მესამედი წყალთაი აფსინთად, და მრავალნი კაცთაგანნი მოსწყდეს წყალთა მიერ, რამეთუ დამწარდეს.
12. და მეოთხემან ანგელოზმან დასცა საყვირსა, და იწყლა მესამედი მზისაი და მესამედი მთოვარისაი და მესამედი ვარსკულავთაი, რაითა დაბნელდეს მესამედი მათი და მესამედი მათი არღარა გამოჩნდეს, და დღე და ღამე ეგრეთვე.
13. და ვიხილე და მესმა ერთისა არწივისა მფრინველისაი ჰაერთა შინა, რომელი იტყოდა ხმითა დიდითა: ვაი არს, ვაი არს მკვიდრთა ქუეყანისათა სხუათა მათ ხმათაგან საყვირთაისა სამთა მათ ანგელოზთა, რომელთა ეგულების ხმობად.

თავი 9.

1. და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყვირსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტე ჯურღმელისა მის უფსკრულისაი.
2. და აღხდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაი, და დაბნელდა მზე და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა.
3. და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ხელმწიფებაი, ვითარცა აქუს ხელმწიფებაი ღრიაკალთა ქუეყანისათა.
4. და ითქუა მათ და მიმართ, რაითა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ხეთა, არცა ყოველსა მწუანივილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაი შუბლთა ზედა მათთა.
5. და მიეცა მათ, რაითა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაითა იტანჯნენ ხუთ თთუე. და ტანჯვაი მათი, ვითარცა ტანჯვაი ღრიანკალისაი, რაჟამს უცეს კაცსა.
6. და მათ დღეთა შინა ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოვონ, და ჰსუროდის მოკუდომად, და ივლტოდის მათგანი სიკუდილი.
7. და მსგავსებაი იგი მკალთაი ესევითარი იყო: მსგავს იყვნეს ცხენთა, განმზადებულთა ბრძოლად. და თავთა ზედა მათთა, ვითარცა გვირგვინნი ოქროისანი, და პირნი მათნი, ვითარცა პირნი კაცთანი.
8. და აქუნდა თმები, ვითარცა თმანი დედათანი, და კბილნი მათნი ვითარცა ლომთანი იყვნეს.
9. და აქუნდა ჯაჭუები ვითარცა ჯაჭუები რკინისაი, და ხმაი ფრთეთა მათთაი ვითარცა ხმაი ეტლთა ცხენთა მრავალთაი, რომელნი რბიოდიან ბრძოლად.
10. და აქუს კუდები, მსგავსი ღრიაკალთაი, და საწერტლები. და კუდებითა მათითა აქუს ხელმწიფებაი ვნებად კაცთა ხუთ თთუე.
11. და აქუს მათ ზედა მეფედ ანგელოზი იგი უფსკრულისაი. სახელი მისი ებრაელებრ: ავადონ, ხოლო ბერძლებრ აქუს სახელი აპოლიონ.
12.ერთი იგი ვაებაი წარხდა. აჰა ესერა მოვლენ ორნიღა ვაებანი შემდგომად ამისა.
13. მეექუსემან ანგელოზმან დასცა საყვირსა თვისსა, და მესმა ხმაი ერთი ოთხთა მათ რქათაგან საკურთხეველისა მის ოქროისათა, რომელ არს წინაშე ღმრთისა,
14. რომელი ეტყოდა მეექუსესა მას ანგელოზსა, ვითარმედ: რომელსა-ეგე გაქუს საყვირი, განხსნენ ოთხნი იგი ანგელოზნი, რომელნი შეკრულ არიან მდინარესა მას ზედა დიდსა ევფრატსა.
15. და განიხსნენ ოთხნი იგი ანგელოზნი, განმზადებულნი ჟამისა მისთვის და დღისა და თთვისა და წელიწადისა, რაითა მოსრან მესამედი კაცთაი.
16. და რიცხვი მხედრობათაი მათ ცხენთაი ბევრნი ბევრთანი, მესმა რიცხვი მათი.
17. და ესრეთ ვიხილენ ცხენნი იგი ხილვითა, და მსხდომარეთა მათ ზედა აქუნდა ჯაჭუები ცეცხლისა და ვიაკინთისა და წუმწუბის სახენი; და თავნი ცხენთანი ვითარცა თავნი ლომთანი; და პირთა მათთაგან გამოვალს ცეცხლი და კუამლი და წუმწუბაი.
18.სამთა ამათ წყლულებათაგან მოსწყდა მესამედი კაცთაი – ცეცხლისაგან და კუამლისა და წუმწუბისა, რომელ-იგი გამოვიდოდეს პირთაგან მათთა.
19. რამეთუ ხელმწიფებაი იგი ცხენთაი მათ პირთა შინა მათთა არს და კუდთა, რამეთუ კუდნი მათნი მსგავს არიან გუელთა, და აქუს თავები და მით ავნებენ.
20. და სხუათა მათ კაცთა, რომელნი-იგი არა მოიკღნეს ამათ წყლულებათაგან, არა შეინანეს მათ საქმეთაგან ხელთა მათთაისა, რაითამცა არა თაყუანის-სცემდეს ეშმაკთა და კერპთა ოქროისა და ვერცხლისა და ქვისა და შეშისათა, რომელთა ვერცა ხედვად ძალუც, ვერცა სმენად ვერცა სლვად.
21. და არა შეინანეს კაცისმკლველობათა მათთაგან და არცა მწამლველობათა მათთაგან, არცა სიძვისა მათისაგან, არცა მპარაობათა მათთაგან.

თავი 10.

1. და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, გარდამომავალი ზეცით, და ემოსა ღრუბელი; და ირისე, რომელ არს მშვილდი ცისაი ბერძლებრ, იყო თავსა ზედა მისსა; და პირი მისი, ვითარცა მზე, და ფერხნი მისნი, ვითარცა სუეტნი ცეცხლისანი.
2. და აქუნდა ხელთა მისთა წიგნი განღებული. და დადვა ფერხი მისი მარჯუენე ზღუასა ზედა და მარცხენე-ქუეყანასა ზედა.
3. და ხმა-ყო ხმითა დიდითა, ვითარცა ლომი რაი ყვირინ და რაჟამს ხმა-ყო, თქუნეს შვიდთა ქუხილთა ხმანი მათნი.
4. და რაჟამს თქუეს შვიდთა მათ ქუხილთა, მეგულებოდა წერად. და მესმა ხმაი ზეცით, რომელი მეტყოდა: დაჰბეჭდე, რაი-ეგე თქუეს შვიდთა მათ ქუხილთა, და ნუ დასწერ.
5. და ანგელოზმან მან, რომელი-იგი ვიხილე ქუეყანასა ზედა და ზღუასა ზედა მდგომარე, აღიღო ხელი თვისი მარჯუენე ზეცად.
6. და ფუცა მისა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, რომელმან დაჰბადა ცაი და რაი არს მას შინა, და ქუეყანაი და რაი არს მას შინა, და ზღუაი და რაი არს მას შინა, ვითარმედ: ჟამი არღა იყოს.
7. არამედ დღეთა მათ ხმისა მეშვიდისა ანგელოზისა, რომელსა ეგულების დაცემად საყვირისა, და აღესრულა საიდუმლოი ღმრთისაი, ვითარცა ახარა მონათა თვისთა წინაისწარმეტყუელთა.
8. და ხმაი იგი, რომელი მესმა პირველ, კუალად მეტყოდა მე, ვითარმედ: წარვედ და აღაღე წიგნი იგი განღებული ხელთა შინა ანგელოზისა მის, მდგომარისა ზღუასა ზედა და ხმელსა.
9. და წერვედ ანგელოზისა მის და ვარქუ მას მოცემად ჩემდა წიგნი იგი და მრქუა მე, ვითარმედ: აღიღე და შეჭამე წიგნი ესე, და დაამწაროს მუცელი შენი, არამედ პირსა შენსა ტკბილ იყოს ვითარცა თაფლი.
10. და აღვიღე წიგნი იგი ხელთაგან ანგელოზისათა და შევჭამე. და იყო პირსა შინა ჩემსა ტკბილ ვითარცა თაფლი. და რაჟამს შევჭამე იგი, დაამწარა მუცელი ჩემი.
11. და მრქუა მე: ჯერ-არს შენდა კუალად წინაისწარმეტყუელებაი ერთა ზედა და წარმართთა და და ენათა და მეფეთა ქუეყანისათა.

თავი 11.

1. და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაი, და მრქუა: აღდეგ და განზომე ტაძარი ღმრთისაი და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა.
2. და ეზოი იგი, რომელი არს გარეგან ტაძრისა, განაგდე გარე და ნუ განჰზომ მას, რამეთუ მიეცა იგი წარმართთა, და ქალაქი იგი წმიდაი დათრგუნონ ორმეოც და ორ თთუე.
3. და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინაისწამეტყუელებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილი ძაძითა.
4.ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.
5. და რომელსა უნდეს ვნებად მათდა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შეშჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაი მათი, ესრეთ ჯერ - არს მოკუდომაი მისი.
6. ამათ აქუს ხელმწიფებაი დახშვად ცათა, რაითა არა წვიმდეს დღეთა მათ წინაისწარმეტყუელებისა მათისათა; და ხელმწიფებაი აქუს წყალთა ზედა, რაითა გარდააქციონ სისხლად და რაითა შემუსრონ ქუეყანაი, რაოდენ – გზისცა ენებოს, ყოვლითავე წყლულებითა.
7. და რაჟამს აღასრულონ წამებაი მათი, მხეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა – ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი.
8. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქისა მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგვიპტე, სადა – იგი უფალი მათი ჯუარს-ეცუა.
9. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარესა შინა.
10. და მკვიდრთა ქუეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშუებდენ და ძღუენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინაისწარმეტყუელთა ტანჯნეს მკვიდრნი ქუყანისანი.
11. და შემდგომად სამისა მის და ნეხევრისა დღისა სული ღმრთისაი ცხოველი შევიდა მათ თანა; და აღდგეს ფერხთა ზედა მათთა. და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ.
12. და მესმა ხმაი დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა. და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა.
13. მას დღესა შინა იქმნა ძრვაი დიდი, და მეათედი ქალაქისაი დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შვიდ ათასნი, და სხუანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაი ღმერთსა ცათასა.
14. ვაებაი იგი მეორე წარხდა, და აჰა ესერა ვაებაი იგი მესამე მოვალს ადრე.
15. და მეშვიდემან მან ანგელოზმან დასცა საყვირსა, და იქმნეს ხმანი დიდნი ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: იქმნა სუფევაი სოფლისაი უფლისა ჩუენისაი და ქრისტეს მისისაი.
16. და კუალად ოც და ოთხნი იგი მღდელნი, რომელნი სხენან წინაშე საყდარსა ღმრთისასა საყდართა ზედა მათთა, დავარდეს პირსა ზედა და თაყუანის – სცეს ღმერთსა
17. და თქუეს: გმადლობ შენ, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, რომელი ხარ და რომელი – ეგე იყავ, რამეთუ მიიღე ძალი ეგე შენი დიდი და ჰსუფევ.
18. და წარმართნი განრისხნეს. და მოვიდა რისხვაი შენი და ჟამი მკუდართა სჯისაი და მიცემად სასყიდელი შენი მონათა წინაისწარმეტყუელთა და წმიდათა და მოშიშთა სახელისა შენისათა, მცირეთა და დიდთა.
19. და განეღო ტაძარი ღმრთისაი ცათა შინა, და იხილვა კიდობანი იგი აღთქუმისა ღმრთისაი ტაძარსა შინა მისსა. და იქმნნეს ელვანი და ქუხილნი და ხმანი და სეტყუაი დიდი.

თავი 12.

1. და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზე, და მთოვარე იყო ქუეშესა ფერხთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გვირგვინი ვარსკულავთა ათორმეტთაი.
2. და მუცლად – ეღო და ღაღადებდა, რამეთუ ელმოდა და იგუემებოდაშობად.
3. და იხილვა სხუაი სასწაული ცათა შინა. და აჰა ვეშაპი ცეცხლისაი დიდი, რომელსა ედგნეს თავნი შვიდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა მისთა შვიდნი გვირგვინი.
4. და კუდი მისი მიითრევდა მესამედსა ვარსკულავთა ცისათა, და გარდამოყარნა იგინი ქუეყანად. და ვეშაპი იგი დგა წინაშე დედეკაცისა მის, რომელსა ეგულებოდა შობაი, რაითა, ოდეს შვეს, შთანთქას შვილი მისი.
5. და შვა მან ძე წული, რომელსა ეგულების მწყსაი ყოველთა წარმართთაი კუერთხითა რკინისაითა, და წარტაცებულ იქმნა შვილი მისი ღმრთისა მიმართ და საყდრისა მიმართ მისისა.
6. და დედაკაცი იგი ივლტოდა უდაბნოდ, სადა – იგი აქუს მუნ ადგილი განმზადებული ღმრთისა მიერ, რაითა მუნ გამოზარდონ იგი ათას ორას და სამეოც დღე.
7. და იქმნა ბრძოლაი ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ებრძოდეს მათ.
8. და ვერ შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა.
9. და გარდამოვარდა ვეშეპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაი, რომელსა ეწოდება ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გარდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი მისნი მის თანა გარდამოცვივეს.
10. და მესმა ხმაი დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: აწ იქმნა მაცხოვარებაი და ძალი და სუფევაი ღმრთისა ჩუენისაი და ხელმწიფებაი ქრისტეს მისისაი, რამეთუ გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაი, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე.
11. და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაითა და სიტყვითა წემებისა მისისაითა და არა შეიყუარნეს სული მათნი ვიდრე სიკუდილადმდე.
12. ამისთვის იხარებდით ცანი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა. ვაი არს ქუეყანისა და ზღვისა, რამეთუ გარდამოხდა ეშმაკი, თქუენდა მომართ სავსე გულის წყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას.
13. და რაჟამს იხილა ვეშაპმან მან, ვითარმედ გარდამოვარდა ქუეყანად, დევნა- უყო დედაკაცსა მას, რომელმან შვა ძე იგი წული.
14. და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი არწივისა მის დიდისანი, რაითა ფრინვიდეს უდაბნოდ ადგილსა მისსა, რაითა გამოიზარდოს მუნ წელსა და წელთა და კერძოსა წელიწდისასა პირისაგან გუელისა მის.
15. და აღმოასხა გუელმან მან პირისაგან თვისისა წყალი, ვითარცა მდინარე, შემდგომად დედაკაცისა მის, რაითამცა წარიღო დედაკაცი იგი მდინარემან მან.
16. და შეეწია ქუეყანაი დედაკაცსა მას. და აღაღო ქუეყანამან პირი თვისი და შთანთქა მდინარე იგი, რომელი აღმოასხა ვეშაპმან მან პირით თვისით.
17. და განრისხნა ვეშეპი იგი დედაკაცისა მისთვის და წარვიდა ბრძოლის – ყოფად სხუათა მათ თანა თესლისა მისისათა, რომელნი იმარხვენ მცნებასა ღმრთისასა და აქუს წამებაი იესოისი.

თავი 13.

1. და დავდეგ მე ქვიშასა ზედა ზღვისასა და ვიხილე მხეცი ერთი აღმომავალი ზღვით, რომელსა აქუნდეს ათნი რქანი და შვიდნი თავნი და რქათა ზედა მისთა ათნი გვირგვინნი და თავთა ზედა მისთა სახელნი გმობისანი.
2. და მვიეცი იგი, რომელი ვიხილე, იყო მსგავსი ვეფხისაი, და ფერხნი მისნი, ვითარცა დათვისანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაი. და მისცა მას ვეშაპმან მან ძალი თვისი და საყდარი თვისი და ხელმწიფებაი დიდი.
3. და ერთი თავთა მისთაგანი, რომელი – იგი დაკლულ იყო სიკუდილდ, და წყლულებაი იგი სიკუდილისა მისისაი განიკურნა. და დაუკვირდა ყოველსავე ქუეყანასა მხეცისა მისთვი.
4. და თაყუანის – სცეს ვეშაპსა მას, რომელმანცა მისცა ხელმწიფებაი იგი მხეცსა მას; და თაყუანის- სცეს მხეცსა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს მხეცისა მის? ვინ შემძლებელ არს ბრძოლად მისა ?
5. და მიეცა მას პირი დიდად მეტყუელი და მგმობარი, და მიეცა მას ხელმწიფებაი ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე.
6. და აღაღო პირი თვისი გმობად ღმრთისა მიმართ, გმობად სახელისა მისისა და სამკვიდრებელისა მისისა და ცათა შინა დამკვიდრებულთა მათ.
7. და მიეცა მას ბრძოლისაცა-ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ხელმწიფებაი ყოველსა ზედა ტომსა და ერსა და ენასა და ნათესავსა.
8. და თაყუანის- სცენ მას ყოველთა მკვიდრთა ქუყანისათა, რომელთა სახელები არა დაწერილ არს დასაბამითგან სოფლისაით წიგნსა მას ცხოვრებისასა კრავისა მის დაკლულისა.
9. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ.
10. რომელსა აქუს ტყუეობაი, წარვალს ტყუეობად; რომელი მახვილითა ჯერ – არს მისი მოკლვაი, მახვილითა თვისითა მოიკლას. აქა არს მოთმინებაი და სარწმუნოებაი წმიდათაი.
11. და ვიხილე სხუაი მხეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი.
12. და ხელეწიფებასა პირველისა მის მხეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკვიდრთა მისთა, რაითა თაყუანის- სცენ მხეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაი სიკუდილისა მისისაი განიკურნა.
13. და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაითა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა.
14. და აცთუნებს მკვიდრთა, მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთვის, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მხეცისა მის, და ეტყვის მკვიდრთა ქუყანისათა, რაითა ქმნან ხატი მხეცისაი მის, რომელსა- იგი აქუნდა წყლულებაი და ცხონდა მახვილისაგან.
15. და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მხეცისასა, რაითა იტყოდის ხატი მხეცისაი მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მხეცისას, მოიკლნენ.
16. და ყვნეს ყოველნივე- მცირენი და დიდნი და მდიდარნი და გლახაკნი და აზნაურნი და მონანი -, რაითა მიიღონ ბეჭედი ხელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა.
17. და რაითა არავის ხელ- ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად,
გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისაი მის, ანუ რიცხვი სახელისა მისისაი
18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექუს.

თავი 14.

1. და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მისთანა რიცხვი ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაი დაწერილი შუბლთა ზედა მათთა.
2. და მესმა ზეცით ხმაი, ვითარცა ხმაი წყალთა მრავალთაი და ვითარცა ხმაი ქუხილისა დიდისაი; და ხმაი იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაი, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა
3. და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან.
4. ესენი არიან, რომელნი- იგი დედათა თანა არა შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან; ესენი არიან რომელნი შეუდგენ კრავსა მას , სადაცა ვიდოდის ; ესენი იესოის მიერ სყიდულ არიან კაცთაგან შესაწირავად ღმრთისა და კრავისა.
5. და არა იპოვა პირსა მათსა ტყუვილი, რამეთუ უბიწო არიან წინაშე საყდრისა ღმრთისაისა.
6. და ვიხილე ანგელოზი მფრინვალე შორის ცისა და ქუეყანისა, და აქუნდა სახარებაი საუკუნოი ხარებად მკვიდრთა ქუყანისათა და ყოველსა ერსა ზედა და ტომთა და ენათა და წარმართთა.
7. იტყოდა ხმითა დიდითა: გეშინოდენ უფლისა და მიეცით მას დიდებაი, რამეთუ მოვიდა ჟამი სასჯელისა მისისაი, და თაყუანისეცით მას, რომელმან ქმნა ცაი და ქუეყანაი და ზღუაი და წყარონი წყალთანი.
8. და სხუაი, მეორე ანგელოზი შეუდგა მას და იტყოდა: დაეცა ბაბილონი, ქალაქი იგი დიდი, რამეთუ ღვინისა მისგან გულის წყრომისა სიძვისა მისისა ასუა ყოველთთა წარმართთა.
9. და სხუაი ანგელოზი მესამე შეუდგა მას და იტყოდა ხმითა დიდითა: რომელმანცა თაყუენისცეს მხეცსა მას და ხატსა მისსა და მიიღოს ბეჭედი შუბლსა მისსა, ანუ ხელსა მისსა,
10. მანცა სუას ღვინისა მისგან გულის წყრომისა ღმრთისა, რომელი – იგი წდეულ არს ურწყულად სასუმელსა მას შინა რისხვისა მისისასა, და იტანჯოს ცეცხლიფა და წუმწუბითა წინაშე წმიდათა ანგელოზთა წინაშე კრავისა.
11. და კუამლი ტანჯვისა მისისაი უკუნითი უკუნისამდე აღვიდოდის, და არა აქუნდეს განსუენებაი დღე და ღამე, რომელთაცა თაყუანის – სცენ მხეცსა მას და ხატსა მისსა, ანუ მიიღონ ბეჭედი სახელისა მისისაი
12. აქა არს მოთმინებაი წმიდათაი, რომელთა დაიცვნენ მცნებანი
ღმრთისანი და სარწმუნოებაი იესოისი.
13. და მესმა ხმაი ზეცით, რომელნი მეტყოდა, ვითარმედ: დაწერე : ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყვის სული: ჰე, რაითა განისუენონ შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა.
14. და ვიხილე, და აჰა ღრუბელი სპეტაკი, და ღრუბელსა მას ზედა მჯდომარე, მსგავსი ძისა კაცისაი. და აქუნდა თავსა ზედა თვისსა გვირგვინი ოქროისაი და ხელთა მისთა მანგალი აღლესული.
15. და სხუაი ანგელოზი გამოვიდა ტაძრისაგან და ხმა- უყო ხმითა დიდითა მჯდომარესა მას ღრუბელსა ზედა: მიყავ მანგალი ეგე შენი და მომკე, რამეთუ მოვიდა ჟამი მკისაი, და განხმა სამკალი იგი ქუეყანისაი.
16. და მიყო მჯდომარემან მან ღრუბელსა ზედა მანგალი თვისი ქუეყანად და მომკო ქუეყანაი.
17. და სხუაი ანგელოზი გამოვიდა ტაძრისა მისგან ზეცათაისა, და აქუნდა მასცა მანგალი მახვილი.
18. და სხუაი ანგელოზი გამოვიდა საკურთხეველისაგან, რომელსა აქუნდა ხელმწიფებაი ცეცხლსა ზედა, და ხმა - უყო ხმითა დიდითა, რომელსა – იგი აქუნდა მანგალი მახვილი, ვითარმედ: მიყავ მანგალი ეგე მახვილი და მოისთულენ ტევანნი იგი ვენახისა მის ქუეყანისანი, რამეთუ დამწიფებულ არს ყურძენი იგი ქუეყანისაი.
19 და გამოიღო ანგელოზმან მან მანგალი თვისი ქუეყანად და მოკრიბა ვენახი ქუეყანისაი და შთადვა საწნეხელსა მას გულისწყრომისა ღმრთისა დიდისასა.
20 და დაიწნიხა საწნეხელი იგი გარეშე ქალაქისა, და გამოხდა სისხლი საწნეხელისა მისგან ვიდრე აღვირადმდე ცხენთა ათას ექუსასით უტევანით შორს.

თავი 15.

1. და ვიხილე სხუაი სასწაული ცათა შინა დიდი და საკვირველი: ანგელოზნი შვიდნი, რომელთა აქუნდეს შვიდნი იგი წყლელუბანი უკანაისკნელნი, რამეთუ მათ წყლულებათა ზედა აღესრულა გულის წყრომაი ღმრთისაი.
2. და ვიხილე ვითარცა ზღუაი წიქისაი, შერეული ცეცხლითა. და რომელთაცა სძლიან ხატსა მას და მხეცსა და რიცხუსა მას სახელისა მისისასა, მდგომარე იყვნეს ზღუასა მას ზედა ჭიქისასა და აქუნდა ათ ძალები ღმრთისაი.
3. და გალობენ გალობასა მოსეს, მონისა ღმრთისასა, და გალობასა მას კრავისასა და იტყვიან: დიდ და საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო; მართალ და ჭეშმარიტ არიან გზანი შენნი, მეუფეო წმიდათაო.
4. ვინ არა შეშინდეს, უფალო და ადიდებდეს სახელსა შენსა? რამეთუ შენ მხოლოი ხარ წმიდა, და ყოველნი მოვიდენ და თაყუანის -გცენ წინაშე შენსა, რამეთუ სიმართლენნი შენნი გამოცხადნეს.
5. და შემდგომად ამისა ვიხილე, რამეთუ განეღო ტაძარი კარვისაი მის საწამებელისაი ცათა შინა.
6. და გამოვიდეს შვიდნი იგი ანგელოზნი, რომელთა აქუნდეს შვიდნი იგი წყლულებანი, რომელთა ემოსა სამოსელი სელისაი წმიდაი და ბრწყინვალე, და მკერდთა მათთა ზედა ერტყა სარტყლები ოქროისაი.
7. და ერთმან ოთხთა მათ ცხოველთაგანმან მისცნა შვიდთა მათ ანგენლოზთა შვიდნი ლანკნანი ოქროისანი, სავსენი გულის წყრომითა ღმრთისაითა, რომელი – იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე.
8. და აღივსო ტაძარი იგი ხუამლითა დიდებისაგან ღმრთისა და ძლიერებისაგან მისისა. და ვერვინ შემძლებელ იყო შესვლად ტაძარსა, ვიდრემდის აღესრულნეს შვიდნი იგი წყლულებანი შვიდთა მათ ანგელოზთანი.

თავი 16.

1. და მესმა ხმაი დიდი, რომელი ეტყოდა შვიდთა მათ ანგელოზთა ვითარმედ: წარვედით და დასთხიენით შვიდნი ეგე ლანკნანი გულის წყრომისა ღმრთისანი ქუეყანასა ზედა.
2.და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაი თვისი ქუეყანასა ზედა და იქმნა შალალი ბოროტი კაცსა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი მხეცისაი მათ ზედა; და თაყუანის – სცემდეს ხატსა მისსა.
3.და მეორემან ანგელოზმან დასთხია ზღვასა ზედა, და იქმნა სისხლი, ვითარცა მკუდრისაი; და ყოველი სული, რომელი იყო ზღუასა შინა, მოკუდა.
4. და მესამემან დასთხია მდინარეთა ზედა და წყაროთა ზედა წყალთასა, და გარდაიქცა სისხლად.
5. და მესმა ანგელოზისა მისგან წყალთაისა, რომელი იტყოდა: მართალ ხარ, რომელი – ეგე ხარ და იყავ, და წმიდა, რამეთუ ესე ჰსაჯე.
6. რამეთუ სისხლი წმიდათაი წინაისწარმეტყუელთაი დასთხიეს და სისხლი ასუმათ, რამეთუ ღირს არიან.
16. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, და მხეცი – მათ მოიძულონ მეძავი იგი, განრყუნილ და შიშუელ ყონ იგი და ხორცნი მისნი შეჭამნენ და იგი დაწუან ცეცხლითა.
17. რამეთუ ღმერთმან მოსცა გულთა მათთა ყოფად ნებისა მისისა და ყოფად ნებისა ერთისა და მიცემად მეფობაი მათი მხცსა, ვიდრემდის აღესრულნენ სიტყუანი ღმრთისანი.
18. და დედაკაცი იგი, რომელ იხილე, არს ქალაქი იგი დიდი, რომელსა აქუს მეფობაი მეფეთაი ქუეყანასა ზედა.

თავი 17.

1. და მოვიდა ერთი შვიდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა აქუნდა შვიდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ, და გიჩუენო შენ სასჯელი ი გი მეძვისა მის დიდისაი, რომელი – იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა.
2.რომლისა თანა ისიძვეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და დაითრვნეს მკვიდრნი ქუეყანისანი ღვინისა მისგან სიძვისა მისისა.
3.და წარმიყვანა მე სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე მხეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაითა, რომელსა ედგნეს შვიდნი თავნი და ათნი რქანი.
4.და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული, შემკული იქროითა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ხელთა მისთა ბარძიმი იქროისაი, სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაითა.
5.და შუბლსა მისსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოი, ბაბილონი დიდი, დედაი მეძავთაი და საძაგელებათა ქუეყანისათაი.
6.და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდითაითა და სისხლითა მის მოწამეთა იესოისთაითა. და დამიკვირდა, ვიხილე რაი იგი, საკვირველებითა დიდითა.
7.და მრქუა მე ანგელოზმან მან; რად დაგიკვირდა? მე გითხრა შენ საიდუმლოი დედაკაცისაი მის და მხეცისაი, რომელსა – იგი უტვირთავს, რომელსა ჰქონან შვიდნი თავნი და ათნი რქანი.
8.მხეცი ეგე, რომელ იხილე, იყო და არა არს და ეგულების აღმოსალვაი უფსკრულით და წარსაწყმედელად წარსლვაი. და დაუკვირდეს მკვიდრითა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა წერილ არს წიგნსა მას ცხოვრებისასა დასაბამითგან სოფლისაით, რაჟამს – იგი ჰხედვიდენ, რამეთუ იყო მხეცი იგი და არა არს და მოვიდეს.
9.აქა არს გონებაი, რომელსა აქუნდეს სიბრძნე. შვიდნი იგი თავნი შვიდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი ზის.
10. და მეფენი არიან შვიდნი: ხუთნი იგი დაეცნეს, და ერთი არს და სხუაი იგი არღა მოსრულ არს და, მო – რაი –ვიდეს, მცირედ ჯერარს მისი ყოფაი.
11. და მხეცი იგი, რომელი იყო და არა არს, და ესე მერვე არს და შვიდთაგანი არს და წარსაწყმედელად წარვალს.
12. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, ათნი მეფენი არიან, რომელთა მეფობაი არღა მიუღია, არამედ ხელმწიფებასა ვითარცა მეფენი ერთსა ჟამსა მიიღებენ მხეცისა მის თანა.
13. ამათ ერთი ნებაი აქუს და ძალსა და ხელმწიფებასა მათსა მხეცსა მისცემენ.
14. ესენი კრავსა მას ებრძოლნენ, და კრავმან სძლოს მათ, რამეთუ უფალი უფლებათაი არს და მეუფე მეუფეთაი, და მის თანა წოდებულნი იგი და რჩეულნი და მორწმუნენი.
15. და მრქუა მე: წყალნი იგი რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი.
16. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, და მხეცი – მათ მოიძულონ მეძავი იგი, განრყუნილ და შიშუელ ყონ იგი და ხორცნი მისნი შეჭამნენ და იგი დაწუან ცეცხლითა.
17. რამეთუ ღმერთმან მოსცა გულთა მათთა ყოფად ნებისა მისისა და ყოფად ნებისა ერთისა და მიცემად მეფობაი მათი მხცსა, ვიდრემდის აღესრულნენ სიტყუანი ღმრთისანი.
18. და დედაკაცი იგი, რომელ იხილე, არს ქალაქი იგი დიდი, რომელსა აქუს მეფობაი მეფეთაი ქუეყანასა ზედა.

თავი 18.

1. შემდგომად ამისა ვიხილე სხუაი ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, რომელსა აქუნდა ხელმწიფებაი დიდი. და ქუეყანაი განათლდა დიდებისაგან მისისა.
2. და ხმა-ყო ხმითა დიდითა, ვითარმედ: დაეცა ბაბილონი დიდი და იქმნა სამკვიდრებელ ეშმაკთა და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა და საყოფელ ყოვლისა მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა.
3. რამეთუ ღვინისა მისგან გულისწყრომისა სიძვისა მისისა სუეს ყოველთა წარმართთა, და მეფეთა ქუეყანისათა მის თანა ისიძვეს, და ვაჭარნი ქუეყანისანი ძალისაგან სიბორგილისა მისისა განმდიდრდეს.
4. და მესმა სხუაი ხმაი ზეცით, რომელი იტყოდა: გამოვედით მესგან, ერო ჩემო, რაითა არა ეზიარნეთ ცოდვათა მისთა და წყლულებათა მისთაგან არა მიიღოთ.
5. რამეთუ მისწუდეს ცოდვანი მისნი ცადმდე, და მოიხსენნა ღმერთმან უსჯულოებანი მისნი.
6. მიაგეთ მას, ვითარცა - იგი მან მოგაგო, და შეკეცეთ ორკეცი იგი, ვითარცა მან ქმნა, და საქმეთა მისთაებრ ბარძიმსა შინა მისსა, რომელ გიწდია, უწდიეთ მას ორკეცი.
7. ვითარ-იგი ადიდა თავი თვისი და განცოფნა, ესეზომად მიეცა მას ტანჯვაი და ტკივილი, რამეთუ გულსა თვისსა იტყვის, ვითარმედ: ვზი დედუფლად და ქურივ არა ვარ და გლოვაი არა ვიხილო.
8. ამისთვის ერთსა დღესა მოვიდენ წყლულებანი მისნი, სიკუდილი, გლოვაი და სიყმილი, და ცეცხლითა დაიწუას, რამეთუ ძლიერ არს უფალი ღმერთი, რომელმან განიკითხა იგი.
9. და ტიროდიან და გოდებდენ მის ზედა მეფენი ქუეყანისანი, რომელთა მის თანა ისიძვეს და განხურდეს, რაჟამს ჰხედვიდენ კუამლსა მას ხურვებისა მისისასა.
10. შორით მგომარენი შიშისათვის ტანჯვისა მისისა იტყოდიან: ვაი, ვაი, ქალაქო დიდო ბაბილონო, ქალაქო ძლიერო! რამეთუ ერთსა ჟამსა მოვიდა სასჯელი შენი.
11. და ვაჭარნი ქუეყანისანი ტიროდიან და იგლოვდენ მის ზედა, რამეთუ ტვირთსა მათსა არღარავინ იყიდდეს.
12. არღარა იყოს ტვირთები ოქროისა და ვეცხლისაი და ქვისა პატიოსნისა და მარგალიტისაი და ბისონისა და პორფირისა და მეწამულისა და ძოწეულისაი და ყოველივე შეშაი სულნელი და ყოველივე ჭურჭელი პილოის – ძულისაი და ყოველივე ჭურჭელი შეშისა პატიოსნისაი და რვალისა და რკინისა და მარმარილოისაი.
13. და კილამონისაი და საკუმეველნი და მიჰრონი და გუნდრუკი და ზეთი და სიმინდი და იფქლი და ცხოვარი და ზროხაი და ცხენნი და ეტლნი და ხორცნი და სულნი კაცთანი.
14. და ხილი გულის-თქუმისაი სულისა შენისაი წარვიდა შენგან და ყოველი პოხილი და ბრწყინვალე წარხდა შენგან და ვერღარა ჰპოვნე ესე ყოველნი.
15. ვაჭარნი ამის ყოვლისანი, რომელნი გამდიდრდეს მისგან, შორს დადგენ შიშისათვის ტანჯვისა მისისა და ტიროდიან და იგლოვდენ
16. და იტყოდიან: ვაი ქალაქი იგი დიდი, შემოსილი ბისონითა და პორფირითა და ძოწეულითა და შემკული ოქროითა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა! რამეთუ ერთსა ჟამსა განირყუნა ესოდენი იგი სიმდიდრე.
17. და ყოველივე წყალთა ზედა მავალი და მენავენი და რომელნიცა შურებიან ზღუასა ზედა, შორით დგეს.
18. და ხედვიდეს კუამლსა მას ხურვებისა მისისასა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს ქალაქსა მას დიდსა?
19. და დაისხეს მიწაი თავთა ზედა მათთა და ღაღადებდეს ტირილით და გლოვით და იტყოდეს: ვაი, ვაი ქალაქი იგი დიდი, რომელსა შინა გამდიდრდეს ყოველნი, რომელთა აქუნდა ნავები ზღუასა შინა პატიოსნებისაგან მისისა! რამეთუ ერთსა ჟამსა აღოხრდა.
20. იხარებდი მის ზედა, ცაო და წმიდანო მოციქულნო და წინაისწარმეტყუელნო, რამეთუ საჯა ღმერთმან სასჯელი თქუენი მისგან.
21. და აღიღო ერთმან ანგელოზმან ძლიერმან ქვაი, ვითარცა წისქვილი დიდი, და შთააგდო იგი ზღუასა და თქუა: ესრეთ შთავარდეს ბაბილონი, ქალაქი იგი დიდი, და არღარა იპოვოს.
22. და ხმაი მეათძალეთაი და მეწინწილეთაი და მესტვირეთაი და მესაყვირეთაი არღარა ისმეს შორის შენსა, და ყოველი ხელოვანი ყოვლისა ხელოვნებისაი არღარა იპოვოს შენ შორის, და ხმაი წისქვილისაი არღარა ისმეს შენ შორის.
23. და ნათელი სანთლისაი არღარა იხილვოს შენ შორის, და ხმაი სიძისა და სძლისაი არღარა ისმეს შენ შორის, რამეთუ ვაჭარნი შენნი იყვნეს მთავრნი ქუეყანისანი, რამეთუ მწამლველობითა შენითა სცთეს ყოველნი წარმართნი.
24. და შენ შორის სისხლნი წინაისწარმეტყუელთანი და წმიდათანი იპოვნეს და ყოველთა მოკლულთანი ქუეყანასა ზედა.

თავი 19.

1. შემდგომად ამისა მესმა, ვითარცა ხმაი დიდი ერისა მრავლისაი ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუიაი, მაცხოვარებაი და ძალი და დიდებაი ღმრთისა ჩუენისაი!
2. რამეთუ ჭეშმარიტებით და სიმართლით არიან სასჯელნი მისნი, რამეთუ საჯა მეძავი იგი დიდი, რომელმან განხრწნა ქუეყანაი სიძვითა თვისითა, და გამოიძია სისხლი მონათა თვისთაი ხელისაგან მისისა.
3. და მეორედ თქუეს: ალელუიაი. და კუამლი მისი აღვალს უკნითი უკუნისამდე.
4. და დავარდეს ოც და ოთხნი იგი მღდელნი და ოთხნი ცხოველნი და თაყუანის –სცეს ღმერთსა, მჯდომარესა საყდართა ზედა, და თქუეს: ამინ! ალელუია!
5. და ხმაი გამოვიდა საყდრით, რომელი იტყოდა: აქებდით ღმერთსა ჩუენსა ყოველნი მონანი მისნი და მოშიშნი მისნი- მცირენი და დიდნი.
6. და მესმა ვითარცა ხმაი ერისა მრავლისაი და ვითარცა ხმაი წყალთა მრავალთაი და ვითარცა ხმაი ქუხილთა ძლიერთაი, რომელნი იტყოდეს: ალელუია რამეთუ სუფევს უფალი ღმერთი ჩუენი, ყოვლისა მპყრობელი.
7. ვიხარებდეთ და ვიშურვებდეთ და მივსცეთ მას დიდებაი, რამეთუ მოვიდა ქორწილი კრავისაი, და ცოლმან მისმან განმზადა თავი თვისი.
8. და მიეცა მას, რაითა შეიმოსოს ძოწეული წმიდაი და ბრწყინვალე, რამეთუ ძოწეული სიმართლენი წმიდათანი არს.
9. და მრქუა მე: დაწერე, ვითარმედ: ნეტარ არიან წოდებულნი სერობასა მას კრავისასა, და მრქუა მე: ესე სიტყუანი ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან.
10. და დავვარდი წინაშე ფერხთა მისთა თაყუანის-ცემად მისა, და მრქუა მე: იხილე ნუ, შენ თანა მონაი ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაი იესოისი; ღმერთსა თაყუანის-ეც, რამეთუ წამებაი იესოისი არს სული იგი წინაისწარმეტყუელებისაი.
11. და ვიხილენ ცანი განხუმულნი. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სარწმუნოი და ჭეშმარიტი, სიმართლით სჯის და იბრძვის.
12. და თუალნი მისნი იყვნეს ვითარცა ალი ცეცხლისაი, და თავსა ზედა მისსა გვირგვინნი მრავალნი, რომელთა ზედა წერილ იყო სახელები, და სახელი წერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა მან თავადმან.
13. და ემოსა სამოსელი შეღებული სისხლითა, და წოდებულ არს სახელი მისი: სიტყუაი ღმრთისაი.
14. და მხედრობანი ცათანი შეუდგეს მას, მსხდომარენი ცხენთა ზედა სპეტაკთა, შემოსილნი ბისონითა სპეტაკითა და ბრწყინვალითა.
15. და პირისაგან მისისა გამოვიდოდა მახვილი ორპირი აღლესული, რაითა მით მოსრნეს წარმართნი, და იგი ჰმწყმსიდეს მათ კუერთხითა რკინისაითა და იგი დასწნეხს საწნეხელსა მას ღვინისა მის გულის წყრომისა და რისხვისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისა.
16. და არს წერილ სამოსელსა მისსა ზედა თეძოსა მისსა სახელი, ვითარმედ მეუფე მეუფეთაი და უფალი უფლებათაი.
17. და ვიხილე ანგელოზი, მდგომარე მზესა ზედა, და ეტყოდა ყოველთა მფრინველთა, მფრინვალეთა ცათა შინა: მოვედით და შემოკერბით სერსა მას დიდისა ღმრთისასა,
18. რაითა სჭამნეთ ხორცნი მეფეთანი და ხორცნი ათასის –თავთანი და ხორცნი ძლიერთანი და ხორცნი ცხენთანი და მათ ზედა მსხდომარეთანი და ხორცნი ყოველთა აზნაურთა და მონათა და მცირეთა და დიდთანი.
19. და ვიხილე მხეცი იგი და მეფენი ქუეყანისანი და მხედრობანი მათნი, შეკრებულნი ბრძოლის –ყოფად მჯდომარისა მის ცხენსა ზედა და მხედრობისა მისისა მიმართ.
20. და შეპყრობილ იქმნა მხეცი იგი და მის თანა ცრუ-წინაისწარმეტყუელი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მხეცისაი და თაყუანის- სცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი –იგი იწუების წუმწუბითა.
21. და სხუანი იგი მოისრნეს მახვილითა ცხენსა მას ზედა მჯდომარისაითა, რომელი გამოვიდოდა პირით მისით, და ყოველნი მფრინველნი გააძღეს ხორცითა მათითა.

თავი 20.

1. და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტე უფსკრულისაი და ჯაჭვ დიდი ხელსა მისსა.
2. და შეიპყრა ვეშაპი იგი – გუელი დასაბამისაი, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ.
3. და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰხშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაითა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ –არს განხსნაი მისი მცირედ ჟამ.
4. და ვიხილენ საყდარნი, და დასხდეს მათ ზედა, და სასჯელი მიეცა მათ და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათვის იესოისა და სიტყვისათვის ღმრთისა, და რომელთაცა არა თაყუანი –სცეს ხატსა მას მხეცისასა და არცა მიიღეს ბეჭედი მისი შუბლთა ზედა, ანუ ხელთა მათთა, და ცხონდეს და სუფევდეს ქრისტეს თანა ათასსა მას წელსა.
5. და სხუანი იგი მკუდარნი არა ცხონდეს ათასსა მას წელსა. ესე არს აღდგომაი იგი პირველი.
6. ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას შინა პირველსა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ხელმწიფებაი, არამედ იყვნენ მღვდელ ღმრთისა და ქრისტესა და სუფევდენ მის თანა ათასსა მას წელსა.
7. და შემდგოამად ათასისა მის წლისა განიხსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თვისისა.
8. და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათდა და ბრძოლად, რომელთა სიმრავლე ვითარცა ქშვიაი ზღვისაი.
9. და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და გარე-მოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოხდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი.
10. და ეშმაკი, რომელი – იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მხეცი იგი და ცრუ-წინაისწარმეტყუელი, და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.
11. და ვიხილე საყდარი დიდი სპეტაკი და მჯდომარე მას ზედა, რომლისა პირისაგან ლტოლვილ იქმნა ქუეყანაი და ცაი, და ადგილი არა ეპოვა მათ.
12. და ვიხილენ მკუდარნი, მდგომარენი წინაშე საყდრისა მის. და წიგნნი განეხუნეს და სხუაი წიგნი განეღო, რომელ არს ცხორებისაი. და განისაჯნეს მკუდარნი წერილთა მათგან წიგნთა მათ შინა საქმეთაებრ მათთა.
13. და მოსცნა ზღუამან მკუდარნი, რომელნი იყვნეს მას შინა, და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცენს მკუდარნი, რომელნი იყვნეს მათ შორის. და განისაჯა თითოეული საქმეთაებრ თვისთა.
14. და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისა. ესე სიკუდილი მეორე არს ტბაი იგი ცეცხლისაი.
15. და რომელიცა არა იპოვა წიგნსა მას ცხოვრებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა.

თავი 21.

1. და ვიხილე ცაი ახალი და ქუეყანაი ახალი, რამეთუ პირვველი იგი ცაი და პირველი ქუეყანაი წარხდეს, და ზღუაი არღარა არს.
2. და ქალაქი იგი წმიდაი იერუსალემი ახალი ვიხილე, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თვისისა.
3. და მესმა ხმაი დიდი ზეცით, რომელი იტყოდა: აჰა სამკვიდრებელი ღმრთისაი კაცთა თანა, და დაიმკვიდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკვიდრ იყოს მათ შორის.
4. და ახოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს, არცა გლოვაი, არცა ღაღადებაი, არცა ტკივილი, რამუთუ პირველნი იგი წარხდეს.
5. თქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ – ვჰყოფ. და თქუა: დაწერე, ვითარმედ: ესე სიტყუანი
6. და მრქუა მე : ვიქმენ მე ანი და, ჰოი, დასაბამი და დასასრული. მე წყურიელსა მივსცე წყაროისა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ.
7. რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე.
8. 8.ხოლო მოშიშთა და ურწმუნოთა და ცოდვილთა და საძაგელთა და კაცის-მკვლელთა და მეძავთა და მწამლველთა და კერპთ-მსახურთა და ყოველთა მტყუვართაი ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორე.
9. და მოვიდა ერთი შვიდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა – იგი აქუნდეს შვიდნი იგი ლანკნანი, სავსენი წყლულებათა მათ უკუანაისკნელთა, და იტყოდა ჩემ თანა და მრქუა მე: მოვედ, და გიჩუენო შენ დედაკაცი იგი, სძალი კრავისაი.
10. და წარმიყვანა მე სულითა მთასა მაღალსა და დიდსა და მიჩუენა მე ქალაქი წმიდაი იერუსალემი, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან.
11. და აქუნდა დიდებაი ღმრთისაი. მნათობი მისი მსგავს იყო ქვასა პატიოსანსა, ვითარცა ქვასა იასპსა ბროლის – სახესა.
12. და აქუნდა ზღუდე დიდი და მაღალი და ბჭენი ათორმეტი და სახელები წერილი, რომელ არს სახელები ძეთა ისრაელისათაი.
13. აღმოსავალით ბჭენი სამნი და სამხრით სამნი და ჩრდილოით სამნი და დასავალით სამნი.
14. და ზღუდესა მას ქალაქისასა აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი.
15. და რომელი – იგი იტყოდა ჩემ თანა, აქუნდა საზომი ლერწამი ოქროისაი, რაითამცა განზომა ქალაქი იგი და ბჭენი მისნი და ზღუდენი მისნი.
16. და ქალაქი იგი მოთხვითად არს: და სიგრძე მისი, ვითარცა სივრცე. და განზომა ქალაქი იგი ლერწმითა მით ათორმეტსა ათასსა უტევანსა. ათორმეტი სიგრძე და სივრცე და სიმაღლე მისი სწორ არიან.
17. და ზღუდე მისი ას ორმეოც და ოთხი წყრთაი საზომითა კაცისაითა, რომელ არს ანგელოზისაი.
18. და იყო მოსწორებაი ნაშენები ზღუდისა მისისაი იასპი, და ქალაქი იგი ოქროი წმიდაი, მსგავსი ჭიქასა წმიდასა.
19. და საფუძველნი ზღუდისანი ყოვლითა ქვითა პატიოსნითა შემკულნი. საფუძველი პირველი იასპი, მეორე საფირონი, მესამე ქალკიდონი მეოთხე სამარაგდე,
20. მეხუთე სარდონიხოი, მეექუსე სარდიოი, მეშვიდე ოქროქვაი, მერვე ბივრილი, მეცხრე ტოპაზი, მეათე ხრვისოპასოი, მეთერთმეტე იაკინთი, მეთორმეტე ამეთვისოი.
21. და ათორმეტი იგი ბჭენი იყვნეს ათორმეტნი მარგალიტნი, თითოეული ბჭე იყო ერთისა და ერთისა მარგალიტისაი. და უბანი ქალაქისაი მის ოქროი წმიდაი და ჭიქაი ბრწყინვალე.
22. და ტაძარი არა მიხილავს მას შორის, რამეთუ უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, ტაძარ მისა არს და კრავი იგი.
23. და ქალაქსა მას არა უხმს მზე, ანუ მთოვარე მნათობადთ, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელ მისა არს კრავი იგი.
24. და ვიდოდიან წარმართნი ნათლითა მისითა, და მეუფეთა ქუეყანისათა დიდებაი და პატივი წარმართთაი მისა მიიღონ.
25. და ბჭენი მისნი არა დაეხშნენ დღისი, რამეთუ ღამე მუნ არა იყოს.
26. და მიიღონ დიდებაი და პატივი წარმართთაი მუნ, რაითამცა შევიდეს.
27. და არა შევიდეს მუნ ყოველივე შეგინებული და მოქმედი ბოროტისაი და ტყუვილისაი, გარნა დაწერილნი იგი წიგნსა მას ცხორებისა კრავისასა.

თავი 22.

1. და მიჩუნა მდინარე ერთი წყლისა ცხოველისაი ბრწყინვალე, ვითარცა ბროლი, გამოამვალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა.
2. შორის სივრცესა მის ქალაქისასა და მდინარისა მის ამიერ და წიაღ ძელი ცხორებისაი, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თთუეთა მომცემელი თვისისა მის ნაყოფისაი, და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა.
3. და ყოველი წყევაი არა იყოს მუნ, და საყდარი იგი ღმრთისაი და კრავისაი მას შინა იყოს, და მონანი მისნი ჰმსახურებდნენ მას.
4. და იხილონ პირი მისი და სახელი მისი შუბლთა ზედა მათთა.
5. და ღამე არა იყოს მუნ, და არა სახმარ იყოს ნათელი და მზე, რამეთუ უფალმან ღმერთმან განანათლნეს იგინი, და სუფევდენ უკუნითი უკუნისამდე.
6. და მრქუა მე: ესე სიტყუანი სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან, და უფალმან ღმერთმან სულთა წინაისწარმეტყუელთამან მოავლინა ანგელოზი თვისი ჩუნებად, რაი- იგი ყოფად არს ადრე.
7. და აჰა ესერა მოვალ ადრე. ნეტარ არს, რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი წინაისწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი.
8. და მე, იოანე, რომელსა მესმოდა და ვხედევდი ამას ყოველსა, და რაჟამს მესმა და რაჟამს ვიხილე, დავვარდი თაყუანის - ცემად წინაშე ფერხთა ანგელოზისა მის, რომელი მიჩუენებდა ამათ.
9. და მრქუა მე: იხილე ნუ, რამეთუ შენთანა მონაი ვარ და ძმათა შენთა თანა წინაისწარმეტყუელთა და რომელთა დაიცვნენ სიტყუანი ამის წიგნისანი. ღმერთსა თაყუანისეც.
10. და მრქუა მე: ნუ დაჰბეჭდავ სიტყუათა წინაისწარმეტყუელებისა ამის წიგნისათა, რამეთუ ჟამი ახლოს არს.
11. უსამართლოი იგი უსამართლოებდინ ჯერეთ, და შეგინებული შეიგინებოდენ ჯერეთ, და მართალი სიმართლესა იქმოდენ ჯერეთ, და წმიდაი იგი წმიდა იქმნებოდენ ჯერეთ.
12. და აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს.
13. მე ვარ ანი და ჰოი, პირველი და უკანაისკნელი, დასაბამი და დასასრული.
14. ნეტარ არიან, რომელნი იქმოდიან მცნებათა მისთა, რაითა იყოს ხელმწიფებაი მათი ძელსა მას ზედა ცხორებისასა, და ბჭეთა მათ მიერ შევიდენ ქალაქად.
15. გარე იყვნენ ძაღლნი და მწამლველნი და მეძავნი და კაცის – მკლველნი და კერპთ- მსახურნი და ყოველი მოყუარე და მოქმედი ტყუვილისაი.
16. მე, იესო, მოვავლინე ანგელოზი ჩემი, რაითა გიწამოს ესე ყოველი თქუენ, ეკლესიათა. მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისი, ვარსკულავი ბრწყინვალე განთიადისაი.
17. და სული და სძალი იტყვიან: მოვიდოდე! და რომელსა ესმას, თქუნ: მოვიდოდე! და რომელსა სწყუროდის, მოვიდოდენ, რომელსა ჰნებავს მიღებად წყლისა მის ცხოველისა უსასყიდლოდ.
18. ვწამებ მე ყოვლისა მიმართ, რომელსა ესმოდიან სიტყუანი წინაისწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი: უკუეთუ ვინ შესძინოს ამათ ზედა, შესძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არაიან ამას წიგნსა.
19. და უკუეთუ ვინ მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამის წინაისწარმეტყუელებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხორებისა და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა.
20. იტყვის, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ამინ. ჰე, მოვიდე, უფალო იესო!
21. მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი ყოველთა წმიდათა თანა. ამინ.